Advertisement
სიაში ჩასაწერად აუცილებელია, მოგვწეროთ მწვანე ზებრას პირად შეტყობინებაში.იმისათვის, რომ თქვენი თავგადასავალი იყოს მოწესრიგებული და ორგანიზებული, შევიმუშავეთ ლაშქრობის რეგულაციათა ჩამონათვალი, რომელთა შესრულებაც ყველა მონაწილის ვალია:
1. ტურს ხელმძღვანელობს გიდი;
2. ტურის მიმდინარეობისას გასვლის ყველა მონაწილე ემორჩილება ტურის ხელმძღვანელს და ასრულებს მის მითითებებს რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ, ორგანიზებულად და ყველასთვის თანაბრად კომფორტულ გარემოში წარიმართოს ტური;
3. შეკრების ადგილზე არავინ მოდის ნასვამი;
4. დაუშვებელია ნებისმიერი სახის/რაოდენობის ალკოჰოლის წამოღება/მოხმარება;
5. მარშირებისას დაუშვებელია ყურსასმენების გამოყენება.
6. საკვებს შევექცევით ყველა ერთად;
7. ნარჩენებს არ ვტოვებთ;
9. პაპიროზის მოწევა ტრანსპორტში არ შეიძლება;
10. ლაშქრობისას დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად იზღუდება საუბარი:
ა) პოლიტიკაზე;
ბ) ფეხბურთზე;
გ) რელიგიაზე.
11. შეზღუდულია ლაშქრობაში ცხოველებისა და ფრინველების წამოყვანა (წინასწარ უნდა ეცნობოს ადმინისტრაციას);
12. "მწვანე ზებრა" უფლებას იტოვებს ფორსმაჟორულ სიტუაციებში შეცვალოს ტურის მიმდინარეობა.
ფეხით გასავლელი მანძილი და რელიეფი:
• 16 კმ. ჯამურად ორივე გზა. რთული რელიეფი, მკვეთრი აღმართი.
• საწყისი სიმაღლე ზღვის დონიდან - 2020მ;
• მაქსიმალური სიმაღლე 2870მ;
• სასრული სიმაღლე 2050მ;
ტურის საერთო სირთულე:
★★★★☆ - ( საშუალოზე რთული)
სირთულის განმსაზღვრელი ფაქტორები:
საშუალოზე რთული რელიეფი, საშუალო მანძლი, ერთი მკვეთრი აღმართი და ერთი მკვეთრი დაღმართი; მსუბუქი ბარგი.
გასვლაზე საჭირო აღჭურვილობა(აუცილებელი/სასურველი):
აუცილებელი:
• სალაშქრო ფეხსაცმელი;
• მზის სათვალე, მზისგან დამცავი საშუალებები;
• ფანარი;
• პირადი აფთიაქი;
• არაერთჯერადი მოხმარების პირადი ჭურჭელი;
• სალაშქრო ჯოხები;
სასურველი:
• საწვიმარი;
• თბილი მოსაცმელი;
კვება:
თან უნდა იქონიოთ 1 დღის სამყოფი საკვები. მოიმარაგეთ წინასწარ.
წყალი მინიმუმ 1.5 ლიტრი. გზაზე შევსება შესაძლებელია.
ჯანმრთელობა:
თუ გაქვთ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება (ასთმა, ალერგია, შაკიკი და ა.შ.) აუცილებლად წინასწარ უნდა გვაცნობოთ.
სასურველია თან იქონიოთ ინდივიდუალური აფთიაქი.
რისკები/საფრთხეები:
• ნისლიანი ამინდის შემთხვევაში არ გვექნება ხედები;
ფორსმაჟორი:
ფორსმაჟორულ სიტუაციებში გასვლის ხელმძღვანელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეთანხმების გარეშე შეცვალოს მარშრუტის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
შეკრების ადგილი და დრო:
M დიდუბე (ზედა ამოსასვლელი)
11.05.2025
06:30
გასვლის დრო - 07:00. (დაგვიანებულები დარჩებიან დედაქალაქში).
ღირსშესანიშნაობანი:
• მთა ქაბარჯინა
• ხედები ქაბარჯინაზე
• ხედები ხევის მწვერვალებზე კარგი ამინდის შემთხვევაში;
• სანახაობა თერგის ხეობასა და სიონზე;
ფასი:
70 ლარი
მიმღები: შპს „გრინ ზებრა"
GE64TB7346836020100003
დანიშნულება: ქაბარჯინა
ფასში შედის:
• ტრანსპორტირება;
• საფეხმავლო გამყოლი;
ფასში არ შედის:
• კვება;
გაითვალისწინეთ, რომ გასვლამდე 3 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება!
• ყველა მონაწილისათვის მეორე გასვლაზე იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება;
• მეხუთე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" თეთრი მაისური;
• მეთოთხმეტე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" ცისფერი მაისური;
• ოცდამეორე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" მწვანე მაისური;
• ფასდაკლებით სარგებლობისთვის ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოთ წინასწარ , თანხის ჩარიცხვამდე.
სიაში ჩასაწერად მოგვწერეთ "მწვანე ზებრა"-ს შეტყობინებებში
დამატებითი კითხვებისთვის საკონტაქტო პირნი:
598 362 339 ლეონი
558 10 26 16 ირინა
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
Kazbegi, სს ყაზბეგი, მარცხენა სანაპირო ბარათაშვილი სანაპირო, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia