ახალი ღვინის ფესტივალი 2025 New Wine Festival 2025

Sat May 10 2025 at 11:00 am to 06:00 pm UTC+04:00

Mtatsminda Park. მთაწმინდის პარკი | Tbilisi

\u10e6\u10d5\u10d8\u10dc\u10d8\u10e1 \u10d9\u10da\u10e3\u10d1\u10d8 \/ Wine Club
Publisher/Hostღვინის კლუბი / Wine Club
\u10d0\u10ee\u10d0\u10da\u10d8 \u10e6\u10d5\u10d8\u10dc\u10d8\u10e1 \u10e4\u10d4\u10e1\u10e2\u10d8\u10d5\u10d0\u10da\u10d8 2025 New Wine Festival 2025
Advertisement
10 მაისს „ახალი ღვინის ფესტივალი 2025“ მთაწმინდის პარკში გაიმართება. ტრადიციულად ფესტივალის მხარდამჭერია „ღვინის ეროვნული სააგენტო“, საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი „მარანი“ (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის მაღაზიათა ქსელი “8000 მოსავალი“, ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს ღვინის კლუბი.
„ახალი ღვინის ფესტივალი 2025“ სტუმრებს ბოლო მოსავლის (2024 წ.) ასეულობით ახალი ღვინის გასინჯვას, ამ ღვინოების ავტორების გაცნობასა და ახალი გემოების აღმოჩენას გპირდებათ.
ახალი ღვინის ფესტივალის მთავარი იდეა ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა თუ ადგილების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა.
2010 წლიდან დაწყებული ყოველ წელს ფესტივალი იზრდება. ასპარეზზე ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები ჩნდებიან და თავიანთი ბოლო მოსავლის ღვინოებს გვასინჯებენ.
ახალი ღვინის ფესტივალს, მწარმოებლების გარდა, ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულებიც მოუთმენლად ელიან. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ღვინის ფესტივალის თარიღი და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად.
ქართული ღვინის ყველა გულშემატკივარს წლევანდელი ახალი ღვინის ფესტივალი კვლავ მთაწმინდის პარკში ელის. 10 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ოჯახური მარნები ფესტივალის სტუმრებს დაახვედრებენ ბოლო მოსავლის (2024 წლის) საუკეთესო ღვინოებს.
ახალი ღვინის ფესტივალის ხიბლი სწორედ მრავალფეროვნება და ახალი გემოების აღმოჩენაა, თან უშუალოდ ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრისას უფრო მეტის გაგება შეგვიძლია იმ ღვინის შესახებ, რომელსაც გავსინჯავთ და მოგვეწონება.
ახალი ღვინის ფესტივალი 2025 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.
ფესტივალის კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა. ფესტივალზე ისიამოვნებთ კარგი მუსიკით, იქნება სახალისო პროგრამა, გათამაშდება 10 ყუთი საუკეთესო ღვინო და სხვა.
Advertisement

Event Venue & Nearby Stays

Mtatsminda Park. მთაწმინდის პარკი, Tbilisi, Georgia

Sharing is Caring:

More Events in Tbilisi

Model United Nations Conference -- 12th Edition
Fri, 09 May, 2025 at 03:00 pm Model United Nations Conference -- 12th Edition

19 Galaktioni Tabidze street, 0105 Tbilisi, Georgia

&ME-Keinemusik
Fri, 09 May, 2025 at 09:00 pm &ME-Keinemusik

კუს ტბა - Turtle Lake

Chopin & Champagne \ud83e\udd42
Sat, 10 May, 2025 at 08:00 pm Chopin & Champagne 🥂

Silk Factory Studio

\u10ef\u10d2\u10e3\u10e4\u10d8 \u10e3\u10e0\u10e1\u10d0
Sat, 10 May, 2025 at 08:00 pm ჯგუფი ურსა

ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი

Kaleida in T'bilisi
Sat, 10 May, 2025 at 08:00 pm Kaleida in T'bilisi

Revolution

Event Organisation expo -2025
Sun, 11 May, 2025 at 12:00 pm Event Organisation expo -2025

The Biltmore Tbilisi Hotel

Chris Botti
Sun, 11 May, 2025 at 08:00 pm Chris Botti

ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი

Tbilisi is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Tbilisi Events