ბარსელონა - მონსერატი - ფიგერესი - ბესალუ - კასტელფოლიტ-დე-ლა-როკა

Wed, 14 May, 2025 at 01:00 pm to Mon, 19 May, 2025 at 04:00 pm UTC+04:00

თბილისი; რუსთაველის გამზ. 38, 0108 Tbilisi, Georgia | Tbilisi

\u10db\u10e1\u10dd\u10e4\u10da\u10d8\u10dd\u10e1 \u10d2\u10d0\u10e0\u10e8\u10d4\u10db\u10dd
Publisher/Hostმსოფლიოს გარშემო
\u10d1\u10d0\u10e0\u10e1\u10d4\u10da\u10dd\u10dc\u10d0 - \u10db\u10dd\u10dc\u10e1\u10d4\u10e0\u10d0\u10e2\u10d8 - \u10e4\u10d8\u10d2\u10d4\u10e0\u10d4\u10e1\u10d8 -  \u10d1\u10d4\u10e1\u10d0\u10da\u10e3 - \u10d9\u10d0\u10e1\u10e2\u10d4\u10da\u10e4\u10dd\u10da\u10d8\u10e2-\u10d3\u10d4-\u10da\u10d0-\u10e0\u10dd\u10d9\u10d0
Advertisement
14 მაისი - 1 დღე
გამგზავრება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბარსელონაში.
ჩაფრენა ბარსელონაში 17:30 ზე.
ტრანსფერი სასტუმროში. თავისუფალი საღამო.
გავისეირნებთ საღამოს ბარსელონაში და დავტკბებით განათებული ქალაქის ხედებით.
15 მაისი - 2 დღე
საუზმე სასტუმროში.
დავიწყებთ ქალაქის გაცნობას.
ქალაქის ტურის პირველი ნაწილი:
✔️ Sagrada familia(საგრადა ფამილია, წმინდა ოჯახის ტაძარი)
✔️Casa batllo(ბატიიოს სახლი)
✔️Casa mila(მილას სახლი)(გავლით)
✔️Parc güell (გუელის პარკი)
✔️Catedral de barcelona(ბარსელონას საკათედრო ტაძარი)
✔️Arc de tiomp(ტრიუმფალური თაღი)
✔️Parc de ciutadela(სიუტადელას პარკი)
✔️Gotico (გოთიკური უბანი) - სწორედ აქ მდებარეობდა დასახლება ბარსინო, რომლისგანაც წაემოიშვა დღევანდელი ქალაქი ბარსელონა.
თავისუფალი საღამო. ღამისთევა სასტუმროში.
16 მაისი - 3 დღე
საუზმე სასტუმროში, გავაგრძელებთ ქალაქის ტურს მანქანით:
ქალაქის ტურის მეორე ნაწილი:
✔️Rambla de catalunya (კატალონიას რამბლა)
✔️Basar de bokeria (ბოკერიას ბაზარი)
✔️Placa de catalunya(კატალონიას მოედანი)
საღამოს დავესწრებით ცეცხლოვანი ფლამინგოს შოუს ( სურვილის შემთხვევაში)
ღამისთევა სასტუმროში.
17 მაისი - 4 დღე
საუზმე სასტუმროში. მოგვაკითხავს ტრანსპორტი და გავემგზავრებით მონსერატის მონასტრის მოსანახულებლად.
მონსერატის მთა კატანოლიურად დაჭრილ-დახერხილ მთებს ნიშნავს.ტაძარი ზღვის დონიდან 725 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. უმაღლესი მწვერვალი 1236 მეტრია.
✔️მონსერატის მონასტერი - წმინდა ქალწულ მარიამის პატივსაცემად აიგო. 880 წელს ადგილობრივმა მწყემსებმა მთის გამოქვაბულში მარიამ ღვთისმშობლის ხის ქანდაკება აღმოაჩინეს, რომელსაც ხელში ახალშობილი ეჭირა. "შავი მადონა"ის იმდენად მძიმე იყო, რომ გამოქვაბულიდან ვერ გამოიტანეს და ადგილზე დატოვება გადაწყვიტეს.თუმცა დღემდე არაა შემორჩენილი.მონასტერში XII საუკუნეში შექმნილი "შავი მადონას" ასლია.მას მოსალოცად ძირითადად ქალები სტუმრობენ, რადგან ის უშვილოთა, დედათა და ბავშვთა შემწეა.
ამჟამად მონსერატის მონასტერში 80-მდე ბენედიქტელი ბერი ცხოვრობს. მის ტერიტორიაზე განთავსებულია მუზეუმი მართლმადიდებლური ხატების უნიკალური კოლექციით, ძვირფასეულობით, ქანდაკებებით, XV-** საუკუნეების მხატვრობის ნიმუშებით. მუზეუმის ექსპონატებს შორის არის კარავაჯოს, მონეს, დეგას, ელ გრეკოს, პიკასოს, დალის ნახატები.
✔️შემდეგი სანახავი ობიქტია - ტიბიდაბოს მთა - ბარსელონის ყველაზე მაღალი წერტილი, საიდანაც დედაქალაქის საუცხოო პანორამა იშლება. აქ დგას "წმინდა გულის ტაძარი", რომლის თავზეც ხელებგაშლილ იესო ქრისტეა, ტაძარში შესვლა უფასოა. აქვეა ცნობილი ატრაქციონების პარკი და ფაბრის ობსერვატორია.
დაბრუნება ბარსელონაში და ღამისთევა სასტუმროში.
18 მაისი - 5 დღე
საუზმე სასტიმროში.
გამგზავრება სალვადორ დალის მშობლიურ ქალაქში - ✔️ფიგერესში სადაც მოვინახულებთ დალის მუზეუმს ( სურვილის შემთხვევაში)
მუზეუმის მონახულების შემდეგ გავემგზავრებით შუა საუკუნეების ისტორიული სოფლების მოსანახულებლად:
✔️კატალონიის ულამაზესი სოფელი ბესალუ ( Besalu) - ქალაქის სავიზიტო ბარათი, რომაელების მიერ მე-11 -12 საუკუნეების მიჯნაზე აშენებული შვიდსაფეხურიანი თავდაცვითი ხიდია.
ქალაქის ისტორიული ცენტრი არის რომანული არქიტექტურის შენობების ერთ-ერთი უმდიდრესი კოლექცია. ბესალუს შუა საუკუნეების ქუჩებში უსასრულოდ შეგიძლიათ ხეტიალი.
აქ დაგხვდებათ უძველესი ებრაული აბანოები, წმინდა პეტრესა და წმინდა იულიუსის სამონასტრო ორდენის ეკლესია, საავადმყოფო - რომელიც დააარსეს ბენედიქტელმა ბერებმა მიმდებარე რეგიონების პაციენტების სამკურნალოდ.
1996 წლიდან სოფელი - ბესალუ გამოცხადდა ესპანეთის კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლად.
✔️ბესალუს მონახულების შემდეგ ვეწვევით ესპანეთში ფართობით ყველაზე პატარა სოფელს, რომლის დასახლებული პუნქტის მთლიანი ფართობი ერთ კვადრატულ კილომეტრსაც არ აღწევს - კასტელფოლიტ-დე-ლა-როკა ( Castellfollit de la roca) სოფელი გაშენებულია ბაზალტის კლდეზე. კლდის ზოგიერთი ადგილი იმდენად ვიწროა, რომ მასზე ძლივს თავსდება სახლების ორი რიგი დაუჯერებლად ვიწრო ქუჩით.
კასტელფოლიტ-დე-ლა-როკა - უდავოდ ერთ ერთი ყველაზე ლამაზი სოფელია ამ რეგიონში.
დაბრუნება ბარსელონაში. რამისთევა სასტუმროში.
19 მაისი - 6 დღე
საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო ქალაქში 15 საათამდე.
ტრანსფერი აეროპორტში. გამომგზავრება.
ტურის ღირებულება: 2200 ლარი + ავიაბილეთი ( დღეისთვის 650 ლარი - ხელბარგით)
⭕️ თანხაში შედის:
➡️ განთავსება სასტუმროში საუზმით.
➡️ ტრანსფერი აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი
➡️ ტრანსფერები ტურის მიხედვით ქალაქში
➡️ ტრანსპორტით მომსახურება ბარსელონადან მონსერატის მთაზე და ტიბიდაბოს მთაზე
➡️ ტრანსპორტით მომსახურება ფიგერესში და სოფლებში.
➡️ სამოგზაურო დაზღვევა
➡️ გამყოლი საქართველოდან
➡️ ადგილობრივი ქართულენოვანი გიდის მომსახურება
⭕️ ფასში არ შედის:
➡️ ავიაბილეთები, რადგან ცვალებადია და ყიდვისას უნდა გადამოწმდეს ჩვენს ტუროპერატორთან თანხა.
➡️ არ შედის სადილები და ვახშმები
➡️ ტრანსფერი თბილისი-ქუთაისი - 25 ლარი
➡️ სითი ტაქსი, ქალაქის მოსაკრებელი
➡️ სამუზეუმო მოსაკრებლები თქვენი სურვილისამებრ დაახლოებით 150 € (თქვენზეა დამოკიდებული თუ რომელ ფასიან ლოკაციას მოინახულებთ)
⭕მოგზაურობისთვის აუცილებელია საზღვარგარეთის მოქმედი პასპორტი, რომელსაც ვადა უნდა ჰქონდეს გამგზავრებიდან 6 თვე მაინც.
➡️ ფასი მოცემულია 1 ადამიანზე ორადგილიან ან სამადგილიან ნომერში.(ვისაც ნომერში მარტო ყოფნის სურვილი აქვს მოუწევთ თანხის დამატება)
➡️ტურში აღწერილი ობიექტები შესაძლებელია გადანაცვლდეს სხვადახვა ობიექტური მიზეზების გამო.
➡️ ავიაბილეთის შეძენა ხდება წინასწარ
( ფასები ცვალებადია ამიტომ წინასწარ დაგვირეკეთ რათა გადავამოწმოთ ტუროპერატორთან)
⭕ტურის დანარჩენი თანხა უნდა ჩაირიცხოს ტურის დაწყებამდე 10 დღით ადრე.
დაგვიკავშირდით და მოგწერთ საბანკო ანგარიშის ნომრებს, რათა ჩარიცხოთ ტურის საფასური. აუცილებლად მიუთითეთ სახელი, გვარი, ტურის დასახელება და თარიღი . თუ ტურზე ვერ შეძლებთ წამოსვლას ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება და არც სხვა ტურზე არ გაიცვლება, ასევე ავიაბილეთების თანხა არ ბრუნდება! ავიაკომპანიისგან წარმოქმნილ ხარვეზებზე, ტურისტული კომპანია არ აგებს პასუხს!
⭕არასრულწოვანისთვის საჭიროა საზღვარგარეთის პასპორტი თუ დედა მოყვება + ნოტარიულად დამოწმებული საბუთი
ტურის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
☎︎ 593527353; 551600844

Advertisement

Event Venue & Nearby Stays

თბილისი; რუსთაველის გამზ. 38, 0108 Tbilisi, Georgia, შოთა რუსთაველის გამზირი 38, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Sharing is Caring:

More Events in Tbilisi

Folamour at Monohall
Fri, 16 May, 2025 at 11:00 pm Folamour at Monohall

MONO HALL

ELVINOX x ELEKTROWERK
Sat, 17 May, 2025 at 08:00 pm ELVINOX x ELEKTROWERK

Elektrowerk

2025 Gentleman's Ride - Tbilisi, Georgia
Sun, 18 May, 2025 at 09:00 am 2025 Gentleman's Ride - Tbilisi, Georgia

Tbilisi, Georgia

Inquisition (US) | Tbilisi | Junkyard
Fri, 23 May, 2025 at 08:00 pm Inquisition (US) | Tbilisi | Junkyard

Junkyard

Tbilisi Open Air 2025
Sat, 24 May, 2025 at 02:00 pm Tbilisi Open Air 2025

Lisi Wonderland

Tbilisi is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Tbilisi Events