Advertisement
9 აპრილი არის ქართველი ხალხის გმირობის, ტკივილის და ღირსების სიმბოლო.1989 წლის 9 აპრილს რუსულმა საოკუპაციო ჯარმა სისხლში ჩაახშო თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის პროტესტი. ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, სწორედ ამ ბრძოლამ მოიტანა გამარჯვება — 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა!
ეს არის ჩვენი წინაპრების და ჩვენი გმირების მიერ მოპოვებული თავისუფლება — თავგანწირვით და ურყევი რწმენით.
თუმცა დღეს, ეს თავისუფლება კვლავ საფრთხის წინაშეა.
საქართველოს მართავს რუსული რეჟიმი, რომელიც ყოველდღიურად გვაშორებს ევროპული ოჯახისგან და გვიბიძგებს რუსეთის იმპერიაში დაბრუნებისკენ.
ჩვენი ვალია, დავიცვათ თავისუფლება და ჩვენი ქვეყნის მომავალი!
8 აპრილი, 22:00 საათი- საქართველოს პარლამენტის წინ.
გავათიოთ ღამე გმირთა ხსოვნის პატივსაცემად.
გავაგრძელოთ 24-საათიანი პროტესტი, რომ ეს ადგილი დავიცვათ თავისუფლებისთვის მებრძოლმა ხალხმა.
ჩვენი ერთად ყოფნით დავიცვათ ქვეყანა და არ მივცეთ რუსულ მარიონეტებს უფლება, წაბილწონ ეს დღე და ეს ადგილი!
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
Rustaveli Avenue, Tbilisi, Georgia