Advertisement
1991 წლის 9 აპრილს საქართველო ხელახლა დაიბადა. მის დაბადებას წინ უძღოდა დემოუკიდებებლობის იდეით ანთებული ქართველების მიერ მკაფიო ნების დემონსტრირება, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს არ შეუშინდნენ რუსული საოკუპაციო რეჟიმის ტანკებს და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის მსხვერპლი გაიღეს.
მათი თავგანწირვა საქართველოს გათავისუფლების ენერგიად გარდაიქმნა.
ამ ისტორიული დღიდან 36 წლის თავზე მათი მსხვერპლით მოტანილი თავისუფლება კვლავ საფრთხეშია.
გარე რუსულ ურჩხულს, რომელიც კვლავ ჩვენი თავისუფლების მთავარი მტერია, მისი შიდა მოკავშირე, ივანიშვილის რეჟიმი ეხმარება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს განადგურებით ემუქრება.
9 აპრილს, 21:00 საათზე პირველი სკოლის წინ ფედერალისტები და თავისუფლების ინსტიტუტი ვაჩვენებთ ფილმს, რომელიც საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიას ასახავს.
ამ საუკუნობრივი ბრძოლის სულისკვეთება შთაგვაგონებს, რომ ერთიან საქართველოს როგორც უწინ, ისე დღეს ურჩხული ვერ დაამარცხებს.
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
თბილისის კლასიკური გიმნაზია, ძეგლი აკაკი წერეთელი და ილია ჭავჭავაძე, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia