Advertisement
უკვე მე-6 გასვლა და ტრადიციად ქცეული 8 მარტის უფასო ტური —
ქალებისთვის, რომლებიც ჩვენს სამყაროს უფრო ლამაზს, ნათელს და სითბოთი სავსეს ხდიან 💐
პირველი გასვლა შედგა 2020 წლის 8 მარტს, და მას შემდეგ ეს დღე ჩვენთვის ნამდვილ ტრადიციად ჩამოყალიბდა —
დღე, როცა შეძლებისდაგვარად ვცდილობთ გავულამაზოთ 8 მარტი იმ ქალებს, რომლებიც ყოველდღიურად ამტკიცებენ, რამდენად მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია მათი როლი ჩვენს ცხოვრებაში და რომელთა წინაშეც ზოგჯერ თავად ღმერთიც კი უძლურია.
🍷 მთავარი სპონსორი კვლავაც არის @WINE_GORELI
ტურის ფარგლებში დავაგემოვნებთ ბევრ განსაკუთრებულ და ლიმიტირებულ სასმელს —
WINE_GORELI / CHATEAU GORELI ღვინოებს, ლიქიორებს, 11-წლიან ბრენდს და ჭაჭას 🍇🥃
📍 სად მივდივართ?
როგორც წინა ხუთი გასვლის დროს — ეს მხოლოდ მე მეცოდინება და კვლავ სიურპრიზი იქნება 🎁
(რადგან ვფიქრობ, ასეთ დღეს ადგილს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს — მთავარია გარემო, პოზიტიური ემოციები და კარგი განწყობა, რომელიც ნამდვილად უხვად იქნება)
👗 ჩაცმულობა:
ცვალებადი — როგორც თქვენ შეგეფერებათ 🤣🤣
🔊 ტურზე მოსახვედრად აუცილებელია:
✅ გამოწერილი გქონდეთ ინსტაგრამ და ფეისბუქ გვერდი @wine_goreli
✅ ეს პოსტი განათავსოთ სთორში და გააზიაროთ თქვენს გვერძე
✅ კომენტარებში მონიშნოთ თქვენი მეგობარი გოგოები (რაც მეტი — მით უკეთესი 😃), ვისთან ერთადაც ისურვებდით წამოსვლას
✅ კომენტარის სახით დაწეროთ, რატომ უნდა მოხვდეთ სწორედ თქვენ ამ ტურზე
⏰ შეკრება: 07:40 საათზე
📍 ადგილმდებარეობა: ვაგზლის მეტროს მიმდებარე ტერიტორია
დაგვიანება არ არის საპატიო — მაქსიმუმ 15 წუთი დაველოდებით დაგვიანებულებს
🚍 ტრანსპორტი: მიკროავტობუსი
🔥 პროგრამაშია:
გემრიელი მწვადები 🍖
და @wine_goreli-ს პროდუქციის სრული დეგუსტაცია —
ღვინოები, ლიქიორები, 11-წლიანი ბრენდი და ჭაჭა 🍷🥃
ეს გასვლა თქვენს 8 მარტს დაუვიწყარ დღედ აქცევს ✨
💸 ფასი:
მართლა და გულწრფელად — უფასოა 😃😃
👥 ადგილების რაოდენობა: 40
📢 ტურზე მოხვედრილები გამოვლინდებიან 3 მარტს
Advertisement
Event Venue
თბილისი - Tbilisi, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.











