Advertisement
Forbes Georgia წარმოგიდგენთ Forbes Women კონფერენციას, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ქალი ლიდერების გაძლიერების მიზნით.ბაზრის არასტაბილურობითა და ტექნოლოგიური ცვლილებების სწრაფი ტემპით განსაზღვრულ სამყაროში, ყველაზე გამბედავი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც ლიდერს შეუძლია, საკუთარი თავის ერთგულებაა. Forbes Women Conference 2026 განკუთვნილია იმ ქალებისთვის, რომლებსაც აღარ სურთ გარემოს მიერ ნაკარნახევი სტანდარტებთან მორგება და მთავარ აქცენტს იმ უნიკალურ თვისებებზე აკეთებენ, რომლებიც მათ გამორჩეულს ხდის.
რა დაგხვდებათ:
- Pechakucha-ს ფორმატში წარმოდგენილი დინამიკური პრეზენტაციები გამორჩეული ქალი სპიკერებისაგან
- სიღრმისეული პანელური დისკუსია, რომელიც საკუთარ კარიერულ თუ პიროვნულ გზაზე რეფლექსიაში დაგეხმარებათ
- ორი ვორქშოპი, რომელიც ორიენტირებულია აწმყოსა და მომავლის პრაქტიკულ ხედვაზე
- ხელშესახები აღმოჩენები და თანამოაზრეებთან დაკავშირების შესაძლებლობა
ორი სცენა • ორი განსხვავებული გამოცდილება
🎤 PechaKucha Night Stage
PechaKucha ამბის თხრობის იაპონური ფორმატია - თითოეული პრეზენტაცია შედგება 20 სლაიდისგან და თითოეულ სლაიდზე მხოლოდ 20 წამია გამოყოფილი. შედეგად, გამოსვლები არის მოკლე, დინამიკური და ცოცხალი.
💬 Forbes Women Stage
პანელური დისკუსია და თემატური სესიები, რომლებიც ლიდერობას, გამოცდილებასა და ინდივიდუალური გზის შექმნას ეძღვნება.
Lead Like Yourself
📚 Workshop Room
2 თემატური ვორქშოპი
ღონისძიება ჩატარდება ღვინის ქარხნის უნიკალურ სივრცეში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. საძველეს ენოთეკაში ინახება ისეთი განსაკუთრებული მარაგები, როგორიცაა - ფრანგული კონიაკი ნაპოლეონის მარნიდან (1811) და ნაწილი სხვა ცნობილი ისტორიული ფიგურების პირადი კოლექციიდან.
🔗 შემოგვიერთდით Forbes Woman Conference 2026-ზე - http://tkt.ge/LeadLikeYourself
Advertisement
Event Venue
Wine Factory N1 • ღვინის ქარხანა, ვ. პეტრიაშვილის ქუჩა 1, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.










