Advertisement
2024 წლის 28 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პლატფორმის, „Art დისკურსის“, ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება ამავე ინსტიტუტის ლიტერატურული კონსულტანტის, ფილოლოგიის დოქტორის, ქეთევან ელაშვილის კვლევა - „ფერის მხატვრული დიაპაზონი“. რას ნიშნავს ფერთა სახისმეტყველება? როგორია ფერთა სახისმეტყველებითი გაშინაარსებით აღქმული სამყარო? ფერითი აზროვნების ძირითადი ასპექტები რელიგიურ სისტემებსა თუ მხატვრულ აზროვნებაში? სწორედ ამ საკითხებს მოიცავს ქეთევან ელაშვილის კვლევა.
დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პლატფორმის – „Art დისკურსის“ – მიზანია ინსტიტუტის მკვლევართა მიგნებებისა და სამეცნიერო შედეგების ფართო საზოგადოებისთვის (სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, პროფესიული წრეები, დაინტერესებული საზოგადოება) გაზიარება, აქტუალურ სახელოვნებო საკითხებზე დისკუსიით და მოსაზრებების ურთიერთგაცვლით.
„Art დისკურსი“ მუდმივმოქმედია და იმართება ყოველთვიურად.
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
19 Rustaveli Ave., 0108 Tbilisi, Georgia, შოთა რუსთაველის გამზირი 19, თბილისი, საქართველო,Tbilisi, Georgia