Advertisement
14 აპრილი დედა ენის დაცვის დღეა.ოლიგარქის რეჟიმი ცდილობს წაგვართვას ქართული ენის ისეთი ცნებები, როგორებიცაა, ოცნება, იმედი, მშვიდობა, ღირსება, სამშობლო.
1978 წლის 14 აპრილს სტუდენტებისა და პროფესორების ერთობამ შეინარჩუნა ქართული ენა და მისი სახელმწიფო სტატუსი.
ამ წლის 14 აპრილს ვერთიანდებით რომ დავიბრუნოთ ქართული სიტყვების ნამდვილი მნიშვნელობები და ავამეტყველოთ ისინი სოლიდარობის, ერთიანობისა და გამარჯვებისათვის.
ვერთიანდებით იმ მშვიდობისთვის, რომელიც სამართლიანობას დაეფუძნება!
ვერთიანდებით რეჟიმის ტყვეებისთვის!
ვერთიანდებით თავისუფალი არჩევნებისა და ხმის უფლებისთვის!
ვერთიანდებით სამშობლოს გამარჯვებისთვის!
14 აპრილს, 19 საათზე, ვერთიანდებით თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში და ვიმეორებთ ისტორიულ მარშრუტს პარლამენტის შენობისკენ.
ჩვენ გვჯერა ერთობის ძალის!
გამარჯვება ჩვენშია!
ძალა სტუდენტებშია!
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
თსუ-ს პირველი კორპუსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia