Advertisement
🎓 “პირველი მოქალაქე” წლის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო კონკურსს მასპინძლობს. 2026 წლის სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა 10 მაისს, "ალტე უნივერსიტეტში" გაიმართება. მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N2
✨ მიიღე მონაწილეობა - გახდი “პირველი მოქალაქე”
⭐️ პროექტი უპრეცედენტო შესაძლებლობაა VIII, IX, X და XI კლასის მოსწავლეებისთვის, რათა საკუთარი ცოდნა გამოსცადონ და ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი უნარები განავითარონ, რომლებიც თანამედროვე ეპოქაში წარმატების საფუძველია.
🎯 ოლიმპიადა საქართველოს მასშტაბით ასობით მოტივირებულ ახალგაზრდას აძლევს თვითრეალიზაციის შანსს და ხელს უწყობს ჯანსაღი, სამოქალაქო ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბებას.
📄 მნიშვნელოვანია, რომ ოლიმპიადის საგამოცდო ტესტი უნიკალური სტრუქტურისაა, რადგან ის მხოლოდ საგნობრივ კომპეტენციაზე არაა ორიენტირებული და მასთან ერთად ანალიტიკური უნარების შემამოწმებელ კომპონენტებსაც მოიცავს.
კითხვები ისეთ აქტუალურ კატეგორიებს აერთიანებს, როგორებიცაა:
⚖️ დემოკრატია და ადამიანის უფლებები;
📚 განათლება და მეცნიერება;
📊 ეკონომიკა და ფინანსები;
💻 ტექნოლოგიები და ციფრული მოქალაქეობა;
🧑🧑🧒🧒 ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.
📍 კონკურსის ფარგლებში მონაწილეები ერთმანეთს ორ კატეგორიაში შეეჯიბრებიან: VIII-IX და X-XI კლასის მოსწავლეები.
📍 სამოქალაქო განათლებიის ოლიმპიადის გამარჯვებულები ერთტურიანი კონკურსის შედეგად გამოვლინდებიან.
📍 ოლიმპიადა ფიზიკურ ფორმატში ჩატარდება.
🏆 თითოეულ მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი, რომელიც მათთვის წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი აკადემიური აღიარება იქნება. ორ კატეგორიაში ჯამში 6 გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებიც განსაკუთრებული პრიზებით დასაჩუქრდებიან.
📍ოლიმპიადის დასრულებისა და შედეგების გამოცხადების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება.
💳 ოლიმპიადაში მონაწილეობის საფასური 50 ლარია, რაც სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას და ყველა საჭირო საორგანიზაციო ხარჯს უზრუნველყოფს.
🟥 გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ მონაწილეობის საფასური არ მოიცავს ტრანსპორტირების ხარჯებს რეგიონებიდან.
👉🏻 სარეგისტრაციო ბმული:
https://forms.gle/CSY2XwzWnsNpzKLt6
ℹ️ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
📲 598 785 518
📲 514 060 010
✉️ [email protected]
Advertisement
Event Venue
Alte University • ალტე უნივერსიტეტი, University Ib, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.



![\u10d1\u10d8\u10e0\u10d7\u10d5\u10d8\u10e1\u10d8\u10e1 \u10ea\u10d8\u10ee\u10d4 [10 \u10db\u10d0\u10d8\u10e1\u10d8]](https://cdn-ip.allevents.in/s/rs:fill:500:250/g:sm/sh:100/aHR0cHM6Ly9jZG4tYXouYWxsZXZlbnRzLmluL2V2ZW50czUvYmFubmVycy8yNzRjZjcwYzU2ODg0Zjg1ZGQ4MDQyNzgyNmM0OTE3YjY4N2E0M2MxZDRiM2QzOWU2ZjNkOTlmODJjNDVjOWM4LXJpbWctdzEyMDAtaDYwMC1kYzQ0NGEzMS1nbWlyP3Y9MTc3NzUwMDc4OQ.avif)







