Advertisement
📣 აზროვნების აკადემია გთავაზობთ მსოფლიო ლიტერატურის კურსს🧐 კურსის ფასეულობა
იმისათვის, რომ ინდივიდმა საკუთარი თავი და ცხოვრება შეიმეცნოს, სამყაროსადმი კითხვის დამსმელი უნდა იყოს. კითხვის დასმის რეფლექსს კი მხოლოდ იმგვარი ხელოვნების მიმართულებები გვიღვივებენ, რომლებიც ცხოვრებასა და ადამიანის შინაგან სამყაროს აირეკლავენ. ლიტერატურა სწორედ ის ხელოვნების დარგია, რომელიც ინდივიდს აძლევს შესაძლებლობას დაიბრუნოს თვითრეფლექსიის უნარი, რომელიც სამყაროსა და საკუთარი თავის შემეცნებაში დაეხმარება.
📚 კურსის აღწერა
აზროვნების აკადემიის მსოფლიო ლიტერატურის კურსი მოიცავს სხვადასხვა დროისა და სივრცის მსოფლიო ლიტერატურის შედევრების გაცნობას, ანტიკური სამყაროდან დაწყებული, მოდერნული თუ პოსტმოდერნული ლიტერატურული ტექსტებით დასრულებული.კურსის ფარგლებში დამსწრეები ლექტორებთან ერთად განიხილავენ და გაეცნობიან მნიშვნელოვან ლიტერატურულ ტექსტებს, მოისმენენ მათ ღრმა ანალიზსა და ისტორიულ-სოციოლოგიურ, პოლიტიკურ კონტექსტებს, რომლებმაც განსაზღვრა ამა თუ იმ ლიტერატურული ტექსტისა თუ ავტორის წერის სტილი, ჟანრი, მხატვრული ღირებულებები და შემოქმედებითი ხასიათი.
🎓 კურსის ლექტორები:
ანა ქირია, ნინო სამსონია, გიორგი ხულორდავა, თათია მემარნიშვილი, ზაალ ჩხეიძე, ნინო ქავთარაძე, ლევან გიგინეიშვილი, პაატა ჩხეიძე, დალი იაშვილი, გიორგი ხეოშვილი, ოთარ ჯირკვალიშვილი
👇 კურსის დეტალები:
📅 დაწყების თარიღი: 5 მარტი
📅 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, ხუთშაბათს 20:00 საათზე
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖სრული კურსის ღირებულება - 685₾
🔖 სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 კურსზე მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
📃კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
✅ რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/BtzgBP9Y
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.




