Advertisement
📣 აზროვნების აკადემიაში გამოცხადდა რეგისტრაცია ლექციათა ციკლზე: „გურამ დოჩანაშვილის ცხოვრება და შემოქმედება“. გურამ დოჩანაშვილი - თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე თვითმყოფადი და ღრმა მოაზროვნე ავტორია, რომლის ტექსტებში იუმორი, ფილოსოფია და ადამიანური ყოფის საკითხები უნიკალურად ერწყმის ერთმანეთს.
👇 მისი შემოქმედება გვასწავლის:
🔹 როგორ დავინახოთ ადამიანი ყოველდღიურობაში,
🔹 როგორ ვიფიქროთ თავისუფლებაზე, ღირსებაზე და პასუხისმგებლობაზე,
🔹 როგორ ვაქციოთ ლიტერატურა ცხოვრების ანარეკლად.
👉 სწორედ ამ დიდი ქართველი მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნება ლექციათა ციკლი, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობას იძენს ჩვენთვის, რადგან გურამ დოჩანაშვილს თავადაც არაერთი ლექცია აქვს ჩატარებული აზროვნების აკადემიაში.
✔️ ლექციათა ციკლი მოიცავს ავტორის ბიოგრაფიის, მთავარი ტექსტების, თემატიკისა და ფილოსოფიური ხედვის სიღრმისეულ ანალიზს.
📚 ციკლში შემავალი თემები:
◽ გურამ მეგრელიშვილი - სოფელში ოდისევსი მოვიდა (სამოსელი პირველი) - 6 მარტი
◽ გიორგი კეკელიძე - „ვატერპოლო" - 13 მარტი
◽ ზაალ ჩხეიძე - რაც უფრო მახსოვს და მეტად მაგონდება - 20 მარტი
◽ დეკანოზი თეიმურაზ თათარიშვილი - მითის და ლეგენდის ტრანსფორმაცია დოჩანაშვილის მოთხრობების ფონზე - 26 მარტი
◽ ანა ქირია - კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა - 2 აპრილი
📅 დაწყების თარიღი: 6 მარტი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2–3 საათი
💻 დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც
🔖 მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება
🔖 ლექციათა ციკლის ღირებულება – 125₾
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: თინა იოსებიძის #57
✅ რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/gtbizTI1
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
Advertisement
Event Venue
თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.








