კოჯორი-კაბენი-ასურეთი © Green Zebra

Sat Mar 14 2026 at 08:00 am to 09:30 pm UTC+04:00

ელიზაბეტთალი / Elisabethtal | Tbilisi

Green Zebra \u2022 \u10db\u10ec\u10d5\u10d0\u10dc\u10d4 \u10d6\u10d4\u10d1\u10e0\u10d0
Publisher/HostGreen Zebra • მწვანე ზებრა
\u10d9\u10dd\u10ef\u10dd\u10e0\u10d8-\u10d9\u10d0\u10d1\u10d4\u10dc\u10d8-\u10d0\u10e1\u10e3\u10e0\u10d4\u10d7\u10d8 \u00a9 Green Zebra
Advertisement
სასიამოვნო, მუხლის გასაშლელი სალაშქრო ბილიკი კვირა დღისთვის. ისეთი მარშრუტია - სასიამოვნოდ რომ დაიღლები, ახალ ხედებს ნახავ, სუფთა ჰაერს ჩაისუნქთავ, ახალ ადამიანებს გაიცნობ, სურვილისამებრ გერმანულ ლუდსაც დააგემოვნებ და კვირა დღეს ძალიან კმაყოფილი დაბრუნდები სახლში.
🤝 როგორ ვქმნით უსაფრთხო და ჰარმონიულ გარემოს
იმისათვის, რომ ეს თავგადასავალი იყოს ორგანიზებული, უსაფრთხო და ყველასთვის სასიამოვნო, არსებობს რამდენიმე მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი წესი, რომლის დაცვაც ყველა მონაწილის პასუხისმგებლობაა:
▪️ტურს ხელმძღვანელობს გამოცდილი გიდი;
▪️ტურის მიმდინარეობისას ყველა მონაწილე ემორჩილება ტურის ხელმძღვანელს და ასრულებს მის მითითებებს - ეს აუცილებელია უსაფრთხოებისთვის;
▪️შეკრების ადგილზე დაუშვებელია ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება;
▪️აკრძალულია ნებისმიერი სახის ან რაოდენობის ალკოჰოლის წამოღება და მოხმარება;
▪️მარშირებისას არ გამოიყენება ყურსასმენები;
▪️ნარჩენებს არ ვტოვებთ ბუნებაში;
▪️ტრანსპორტში მოწევა აკრძალულია;
▪️კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად იზღუდება საუბარი: პოლიტიკაზე, ფეხბურთზე, რელიგიაზე;
▪️„მწვანე ზებრა“-ს გასვლის ხელმძღვანელი უფლებას იტოვებს ფორსმაჟორულ სიტუაციებში შეცვალოს ტურის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;
👣 ფეხით გასავლელი მანძილი და რელიეფი:
13 კმ, საშუალო სირთულის რელიეფი.
ღირსშესანიშნაობანი:
▪️კოჯრის/აზეულას/ქოროღლის ციხე;
▪️ხედები ქვემო ქართლის დაბლობზე;
▪️კაბენის ჩანჩქერი;
▪️კაბენის მონასტერი;
▪️ასურეთის (ელიზაბეთტალის) გერმანული უბანი;
▪️სურვილის შემთხვევაში, საღამოს შესაძლებელია სტუმრობა ასურეთში მდებარე გერმანულ რესტორანში "სადგური";
⚠️ ტურის სირთულე
★★☆☆☆- (საშუალოზე მარტივი)
მსუბუქი ბარგი, არაერთგვაროვანი რელიეფი, მოკლე მანძილი.
🥾 აუცილებელი აღჭურვილობა - შენი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის:
▪️ლაშქრობისათვის მოსახერხებელი წყალგაუმტარი ფეხსაცმელი;
▪️თბილი ქურთუკი, ქუდი, ხელთათმანი
▪️ერთი დღისთვის ზურგჩანთა;
▪️მზისგან დამცავი საშუალებები;
▪️ მზის სათვალე;
▪️ სალაშქრო ჯოხები

🍲 კვება და წყალი
კვება ინდივიდუალურად, იქონიეთ 1 დღის სამყოფი საჭმელი და სასმელი, ასევე არაერთჯერადი მოხმარების პირადი ჭურჭელი.
❤️ ჯანმრთელობა
თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება (ასთმა, ალერგია, შაკიკი და სხვ.) აუცილებელია წინასწარ გვაცნობოთ.
სასურველია ინდივიდუალური აფთიაქის ქონა

📍 შეკრების ადგილი და დრო
📌 M ისანთან (მეტროს მოპირდაპირე მხარეს ავტოსადგომი)
📅 𝟭4.𝟬𝟯.𝟮𝟬𝟮𝟲
⏰ შეკრება - 07:45 საათი | გასვლა - 08:00 საათი
რისკები/საფრთხეები:
• წვიმის/ნისლის შემთხვევაში შეიძლება არ იყოს ხედი და სანახაობა;

💰 ფასი: 60 ლარი
მიმღები: შპს „გრინ ზებრა"
GE64TB7346836020100003
დანიშნულება: კოჯორი-ასურეთი
ფასში შედის:
▪️ტრანსპორტირება
▪️საფეხმავლო გიდი;
🎁 ერთგულების ბონუსები
▪️მეხუთე გასვლა საჩუქრად - თეთრი მაისური
▪️მეთოთხმეტე - ცისფერი მაისური
▪️ოცდამეორე - მწვანე მაისური
გაითვალისწინეთ, რომ ტურის გასვლამდე 3 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან ვერ დაბრუნდება.
📱 დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერე მწვანე ზებრას პირად შეტყობინებაში ან დაგვირეკე:
598 84 36 50 - დავითაუ
558 10 26 16 - ირინა
598 36 23 39 - ლეონი
Advertisement

Event Venue

ელიზაბეტთალი / Elisabethtal, German Church, თეთრიწყარო, საქართველო, Tbilisi, Georgia

Tickets

Icon
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.

Ask AI if this event suits you:

More Events in Tbilisi

\u10d1\u10d8\u10d6\u10dc\u10d4\u10e1-\u10da\u10d8\u10d2\u10d0 2025\/26: \u10e2\u10e3\u10e0\u10d8 7
Fri, 13 Mar at 07:00 pm ბიზნეს-ლიგა 2025/26: ტური 7

Biltmore Hotel Tbilisi

Junkybitz \/ Monarch Symphony At Paper Box Bar
Fri, 13 Mar at 08:00 pm Junkybitz / Monarch Symphony At Paper Box Bar

2 Aleqsandre Diuma St, Tbilisi, Georgia

Kojori to Asureti Day Hike \u2013 14 March
Sat, 14 Mar at 10:00 am Kojori to Asureti Day Hike – 14 March

Azeula Fortress ქოროღლის ციხე

Leather Bag making Workshop
Sat, 14 Mar at 01:00 pm Leather Bag making Workshop

ნიკოლოზ ყიფშიძეს ქ 7, Tbilisi, Georgia

NINA NAYKO - Block of Memories - Lights of life.
Sat, 14 Mar at 06:00 pm NINA NAYKO - Block of Memories - Lights of life.

P. Ingorokva 14 St., Tbilisi, Georgia

Tbilisi is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Tbilisi Events