Advertisement
ქართული საოპერატორო ხელოვნების დიდოსტატის, ცნობილი კინოოპერატორის, საქართველოს სახალხო არტისტის, ლევან პაატაშვილის დაბადებიდან 100 წლის აღსანიშნავად, 2026 წლის 13 მარტს, 16:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პლატფორმის, „Art დისკურსის“, ფარგლებში, ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლი, კინოოპერატორი, რეჟისორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, დავით გუჯაბიძე ისაუბრებს ლევან პაატაშვილის შემოქმედებაზე - „ლევან პაატაშვილი - პროფესიის ფილოსოფია“„სხვისი შვილები"(1958), „დღე პირველი, დღე უკანასკნელი" (1959), „თოჯინები იცინიან" (1961), „ცისფერი მთები, ანუ ტიან-შანი" (1983), „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა “(1984), „ნეილონის ნაძვის ხე“ (1986), "კედელი" (1991) და სხვ. სწორედ ამ ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ფილმების დამდგმელი ოპერატორი ლევან პაატაშვილი გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში მშობლიურ თბილისში ბრუნდება და პედაგოგიურ საქმიანობას იწყებს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. სწორედ ამ წლებს უკავშირდება ახალი ეტაპი მის შემოქმედებაში.
ლევან პაატაშვილი კინოოპერატორის საქმიანობას მხოლოდ პრაქტიკული უნარ-ჩვევების ერთობლიობად არ აღიქვამდა. მისი მიდგომა შემოქმედებითი პროცესის მეცნიერული გააზრება იყო. ამიტომ ის ხშირად იმეორებდა გამოთქმას - „მთავარია ჩასწვდეთ ამ საქმის ფილოსოფიას..“.
როგორ ესმოდა კინოოპერატორის პროფესიის ფილოსოფია ლევან პაატაშვილს? რა არის მისი ხელოვნებისა და ოსტატობის საიდუმლო? როგორც ის აღნიშნავდა: „დღეს კინემატოგრაფს მხოლოდ თავისი საქმის პროფესიონალები კი არ სჭირდება, არამედ პიროვნებები, რათა თამამად შევძლოთ ოპერატორის კეთილშობილურ საქმეში ახალი გზების გაყვანა.”
დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პლატფორმის – „Art დისკურსის“ – მიზანია ინსტიტუტის მკვლევართა მიგნებებისა და სამეცნიერო შედეგების ფართო საზოგადოებისთვის (სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, პროფესიული წრეები, დაინტერესებული საზოგადოება) გაზიარება, აქტუალურ სახელოვნებო საკითხებზე დისკუსიით და მოსაზრებების ურთიერთგაცვლით.
„Art დისკურსი“ მუდმივმოქმედია და იმართება ყოველთვიურად.
თარიღი: 13 მარტი
დრო: 16:00 სთ.
ადგილი: საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსთაველის გამზ. #19, I კორპუსი, ვასილ კიკნაძის სახელობის აუდიტორია.
Advertisement
Event Venue
19 Rustaveli Ave., 0108 Tbilisi, Georgia, შოთა რუსთაველის გამზირი 19, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.










