Advertisement
20 მაისს, ოთხშაბათს, 17 საათზე, ილიაუნის A კორპუსის წინ ვიკრიბებით სტუდენტები, ლექტორები და მოქალაქეები, რომლებისთვისაც უნივერსიტეტის ბედი და ქვეყანაში განათლების ხარისხი პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია: რეფორმის გაწვევა და საგანმანათლებლო სივრცის ავტონომია.
პროცესი კიდევ უფრო რთულ ფაზაში გადავიდა, მანამდე არსებულ პრობლემებს ახლებიც დაემატა და ახლა უკვე კონკრეტულ შეზღუდვებს ვაწყდებით:
* კანონში ახალი ცვლილებით, პირველკურსელებს აღარ აქვთ თავისუფალი კრედიტები, მაინორის არჩევის საშუალება. ამით მათ ერთმევათ აკადემიური არჩევნის თავისუფლება, რაც საუნივერსიტეტო განათლების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.
* პროგრამების ნაწილის ნაჩქარევად, შეზღუდულ დროში, 4-დან 3 წლამდე შემცირება პირდაპირ აისახება განათლების ხარისხზე. პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება სტუდენტმა მიიღოს სრულყოფილი ცოდნა. ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი კონკრეტული უნივერსიტეტით. პრობლემა ეხება ყველა სტუდენტსა და ქვეყანაში არსებულ ყველა უმაღლეს სასწავლებელს.
აქციის განმავლობაში სიტყვით გამოვლენ სპიკერები, რომლებიც პრობლემის განსხვავებულ ასპექტებსა და იმ გამოწვევებს განიხილავენ, რომელთა წინაშეც დღეს აკადემიური სივრცე დგას.
ჩვენი შეკრების მიზანია ვაჩვენოთ, რომ წინააღმდეგობა გრძელდება. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს უფლებებს, ილიაუნისა და ყველა სხვა უნივერსიტეტის ავტონომიას და, რაც მთავარია - ილიას გზას განათლებისთვის.
Advertisement
Event Venue
Ilia State University, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.






