Advertisement
27 აპრილს - რუსთაველის ეროვნულ თეატრში - SPARKS წარმოგიდგენთ - კომპოზიტორისა და ავტო-შემსრულებლის - ზვიად ბოლქვაძისა და რანინას ბაშვების კონცერტს.კომპოზიტორი, ავტორ-შემსრულებელი, დირიჟორი და არანჟირებების ავტორი, ზვიად ბოლქვაძე, სხვადასხვა ჟანრში მოღვაწეობს. მის საგუნდო და სიმფონიურ მუსიკას ხშირად ასრულებს სხვადასხვა კოლექტივი.
ზვიად ბოლქვაძეს მიღებული აქვს აკადემიური განათლება დირიჟორობის (მაგისტრის ხარისხი) და კომპოზიციის მიმართულებით (დოქტორანტურა) თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში.
2008 წლიდან დღემდე არის საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის (ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი), კომპოზიტორი და სოლისტი; 2012 წლიდან - ბავშვთა გუნდ „ანა-ბანას“ დირიჟორი; 2016 წლიდან - გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი;
2023 წლიდან -ქ. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
ზვიად ბოლქვაძე მონაწილეობს არაერთ სატელევიზიო პროექტში: ,,ჯეოსტარი“, ,,ანა-ბანა“, ,, მხოლოდ ქართული“, ,,რანინა“.
2007 წლიდან მუშაობს კინომუსიკის ჟანრში. არის ათამდე კინომუსიკის ავტორი. წერს მუსიკას სპექტაკლებისთვის.
ზვიად ბოლქვაძე არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმიდესობის -ილია მეორეს საგალობლების საგუნდო და საორკესტრო არანჟირებების ავტორი.
კონცერტებს მართავს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ (შვეიცარია, ისრაელი, საფრანგეთი, აშშ, ბელგია, პოლონეთი, იტალია, ჰოლანდია, გერმანია, უკრაინა, აზერბაიჯანი).
კონცერტი გაიმართება ბენდის თანხლებით. მონაწილეობას მიიღებენ, რანინას ბავშვები: ანასტასია ვასაძე , ანდრია ფუტკარაძე , ანიტა აბგარიანი , ლაზარე კაპანაძე და სანდრო აბესაძე.
------
19:00 - კარის გახსნა
20:00 - კონცერტის დასაწყისი
------
♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 7+
🎫 ბილეთი აქ: https://biletebi.ge/concerts/zviad-bolkvadze-and-ranina
ღონისძიების დატოვების შემთხვევაში, სტუმრები უკან აღარ დაიშვებიან.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონცერტზე დასასწრებად, ბილეთის შეძენა აუცილებელია, ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის.
-
Advertisement
Event Venue
რუსთაველის თეატრი, შოთა რუსთაველის გამზირი 15, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.







