Advertisement
მენტალურ მეცნიერებათა ინსტიტუტი აცხადებს მიღებას ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპიის სასწავლო პროგრამაზე. ✅️ პროგრამა პირველად ცხადდება საქართველოში და მოიცავს ევროპული სტანდარტით გათვალისწინებულ ყველა კომპონენტს პირველი საფეხურიდან სრულ სერტიფიცირებამდე.
➡️ პროგრამა განკუთვნილია:
- ფსიქოლოგებისთვის
- ექიმებისთვის
- სოციალური და ადამიანის შემსწავლელი მეცნიერებების სპეციალისტებისთვის
- ფსიქოთერაპევტებისთვის, რომელთაც უკვე აქვთ პროფესიული პრაქტიკა და სურთ მიიღონ ბავშვთა და მოზარდთა ასაკობრივ კატეგორიასთან მუშაობის კვალიფიკაცია
✅️ პროგრამის პირველი წლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს ბავშვთა და მოზარდთა კონსულტანტის სტატუსს და შეეძლება პრაქტიკის წარმოება საკუთარ საკომპეტენციო ჩარჩოში.
✅️კურსდამთავრებულს შეეძლება სწავლა განაგრძოს მომდევნო საფეხურებზე ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტის ხუთსაფეხურიანი პროგრამის ფარგლებში (სრული პროგრამა მოიცავს ხუთ წელს).
✅️ პროგრამის კომპონენტებია:
- თეორიული სწავლება
- კლინიკური პრაქტიკა სუპერვიზიის ქვეშ
- სუპერვიზია
- პირადი თერაპია
✅️ ბავშვთა და მოზარდთა კონსულტანტები (პროგრამის პირველი წლის კურსდამთავრებულები) :
- შეძლებენ განვითარების თეორიების ანალიზს და გამოყენებას ბავშვებსა და მოზარდებთან შეფასებისა და თერაპიული მუშაობის დროს.
- შეიძენენ განვითარების ნიმუშებისა და ურთიერთობის დინამიკის ამოცნობის უნარს ბავშვებთან და მოზარდებთან კლინიკური მუშაობის დროს.
- შეიძენენ განვითარების თეორიების ინტეგრირების უნარს თერაპიული გეგმების შემუშავებისა და ბავშვის საჭიროებების შეფასებისას.
- შეძლებენ განვითარების ნორმისა და ადაპტურობის გარჩევას.
- შეძლებენ განვითარების სირთულეების ადრეული ნიშნების ამოცნობას.
- შეძლებენ კონსულტაცის პროცესის ზოგადი სტრუქტურის გააზრებას.
- შეძლებენ კლინიკური შემთხვევის ანალიზს.
- შეძლებენ ქეისის ფენომენოლოგიურ ანალიზს.
- შეძლებენ ავთენტური თერაპიული სტილის შემუშავებას პროფესიული და ეთიკური სტანდარტების შესაბამისად.
- შეძლებენ ოჯახის მხარდაჭერის მნიშვნელობის შეფასებას და მათთან მუშაობას.
➡️ რას მიიღებს მონაწილე პროგრამის განმავლობაში?
- ეტაპობრივ პროფესიულ განვითარებას — კონსულტანტიდან დამოუკიდებელ ფსიქოთერაპევტამდე
- სიღრმისეულ ცოდნას ბავშვისა და მოზარდის განვითარებისა და ფსიქოპათოლოგიის შესახებ
- ინტეგრირებული ფსიქოთერაპიული მიდგომების პრაქტიკულ გამოყენებას
- რეალურ კლინიკურ პრაქტიკას სუპერვიზიის ქვეშ
- პროფესიულ იდენტობას, ეთიკური და პასუხისმგებლიანი მუშაობის უნარს
✅️ პროგრამის პირველივე წლის დასრულების შემდეგ:
- კურსდამთავრებული მიიღებს ბავშვთა და მოზარდთა კონსულტანტის სერტიფიკატს.
- ექნება შესაძლებლობა განახორციელოს დამოუკიდებელი პროფესიული პრაქტიკა შესაბამისი კომპეტენციების ფარგლებში.
- უფლება მიენიჭება სწავლა განაგრძოს პროგრამის მეორე წელზე და მიიღოს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოსოციალური ინტერვენციის სპეციალისტის სტატუსი.
➡️ პროგრამის თითოეული წლის ღირებულებაა 2500 ევროს ექვივალენტი ლარში.
სწავლის ღირებულების გაყოფა შესაძლებელია წლის განმავლობაში ოთხ ნაწილად.
რეგისტრაციისთვის შეავსეთ ბმული: https://forms.gle/aXkhACLvZzuetaiPA
✅️ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ კანდიდატის გზამკვლევი:
https://forms.gle/XgsEtvc95NyAWJig9
✅️დაგვიკავშირდით:
ტელეფონი: 551 11 59 09
ელ. ფოსტა: [email protected]
ვებ. გვერდი: scimental.ge
Advertisement
Event Venue
ჩუბინაშვილის 50, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.








