Advertisement
წიგნის წარდგენა„მედეას სამეფოში“
კავკასიური მოგზაურობა და თავგადასავალი
ავტორი - ალფრედ ნავრათი
📌15 ნოემბერი, 15:00 – 15:30
ექსპო ჯორჯია, მე-11 პავილიონი
თბილისის წიგნის დღეები
🔵ბრემენელმა პედაგოგმა, ფოტოგრაფმა და სამოგზაურო ავტორმა, ალფრედ ნავრათმა (1890-1970), 1923 წელს იმოგზაურა კავკასიაში და მათ შორის საბჭოთა საქართველოშიც. მისი მხატვრულად დაწერილი სამოგზაურო ანგარიში „მედეას სამეფოში. კავკასიური მოგზაურობა და თავგადასავალი“, ავტორისავე 90-მდე ფოტოს თანხლებით 1924 წელს გამოიცა ლაიფციგში.
ალფრედ ნავრათი იყო პირველი გერმანელი მოგზაური უკვე საბჭოთა საქართველოში. ფოტოაპარატმომარჯვებულმა მოგზაურმა სპეციალური წინასწარი ნებართვისა და მოგზაურობის მიზნის „შესაბამის სამსახურებთან“ შეთანხმებით მოიარა ახალი, „წითელი ვარსკვლავის“ იმპერიის ნაწილი საქართველო, ყაზბეგი − ჩრდილოეთ ოსეთი − მამისონის უღელტეხილი და აზერბაიჯანის გერმანული დასახლებები.
„მედეას სამეფოში“ სამოგზაურო ლიტერატურის ჟანრს განეკუთვნება, სადაც ავტორი ნანახსა და განცდილს აღწერს, რიგ შემთხვევებში თამამად, რიგში კი − თვითცენზურითა და ცალმხრივად. ტექსტში არაერთგან გამოსჭვივის საბჭოთა რუსეთის მიმართ ავტორის ერთგვარი წინასწარი კეთილგანწყობა, რაც 1920-იანი წლების ევროპის რიგ ინტელექტუალურ წრეებში საკმაოდ გავრცელებული დამოკიდებულება იყო. მიუხედავად ამისა, წიგნი „მედეას სამეფოში“ არაერთ საინტერესო ცნობას შეიცავს 1923 წლის საქართველოზე, თბილისში მცხოვრები გერმანული თემის ამბებსა თუ სხვა საკითხებზე.
„მედეას სამეფოში. კავკასიური მოგზაურობა და თავგადასავალი“ გამომცემლობა „ალონის“ ახალი საგამომცემლო სერიის „ქართულ-გერმანული ბიბლიოთეკა“ პირველი წიგნია.
წიგნი გაფორმებულია ალფრედ ნავრათის მიერ მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოებით.
რედაქტორი − შოთა იათაშვილი.
წიგნს წარადგნენ: გიორგი ჯავახიშვილი და თამარ სიხარულიძე
📌 მისამართი: ექსპო ჯორჯია, 118 წერეთლის გამზირი, თბილისი.
📕 წიგნის შეძენას სპეციალურ ფასად შეძლებთ თბილისის წიგნის ბაზრობაზე.
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
თბილისი ექსპოჯორჯია, მოდენა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.











