Advertisement
14 ნოემბერს, 21:00 საათზე ჰარაკის სცენა უმასპინძლებს ორ განსხვავებულ, თუმცა ერთნაირად საინტერესო მუსიკალურ გამოცდილებას. ✨🎟️ ბილეთები: https://biletebi.ge/haraki/koleqtivi-leqso-ratianis-bedi
• კოლექტივი - ქართული ინდიპოპ ბენდი, რომელიც რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა სცენას. მათი მუსიკა არის ერთდროულად ხალისიანი და მელანქოლიური. მელოდიურ სიმღერებს თან ახლავს როგორც გულწრფელი, ასევე გულგრილი ლირიკა.
• ლექსო რატიანის ბედი ამჯერად ტრიოს შემადგენლობაში გადაწყდება. ალტერნატიული როკის და ჯაზის გზაგასაყარზე წლობით ნაგროვებ სიმღერებს ლექსოსთან ერთად გიორგი ტეცოშვილი (დრამი) და ნოე ჭელიძე (ბასი) მოიტანენ თქვენს ყურებამდე. კონცერტის მსვლელობისას, გირჩევთ სკამებს ან თქვენს გვერდით მყოფებს მყარად მოეჭიდოთ, არავინ იცის ბედის ბორბალი საით დატრიალდება.
🔹პოსტერი: თათა მანაგაძე
კარი იხსნება: 20:00
დასაწყისი: 21:00
ბილეთის ფასი: 30 ლარი / კარზე 40 ლარი
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
P. Melikishvili #20, Wine Factory Building, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.









