Advertisement
14 ნოემბერს, 18 საათზე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ საჯარო შეხვედრას - საუბარი ვარლაზე, რომელიც ფელიქს ვარლამიშვილის გამოფენის „დაბრუნების“ ფარგლებში გაიმართება.სპიკერები:
ხელოვნებათმცოდნე და კურატორი - კონსტანტინე ბოლქვაძე;
ნატა ვარლამიშვილი - ფელიქს ვარლამიშვილის ოჯახის წევრი.
ლექციას გაუძღვება მოდერატორი - მუზეუმის კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ნინია ახვლედიანი.
მისამართი: რუსთაველის გამზირი N7
დასწრება თავისუფალია.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე:
591 68 00 00
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში 26 სექტემბერს ფელიქს ვარლამიშვილის გამოფენა „დაბრუნება“ გაიხსნა.
მუზეუმი მეშვიდე დაბადების დღეს, პარიზში გადახვეწილი ქართველი მხატვრის - ფელიქს ვარლამიშვილის მემკვიდრეობის დაბრუნებით აღნიშნავს.
ვარლას უნიკალური ტილოები კოლექციისთვის მუზეუმის დამფუძნებლის, გია ჯოხთაბერიძის ინიციატივით შეგროვდა. გამოფენაზე წარმოდგენილია შვიდი წლის განმავლობაში, სხვადასხვა აუქციონზე შეძენილი ნამუშევრები, რომლებიც გამოფენის დასრულების შემდეგ მუდმივ კოლექციაში გადაინაცვლებს.
საუბარი ვარლაზე
მსოფლიოში აღიარებული ქართველი მხატვრის, ვარლას შემოქმედება სამშობლოსადმი ნოსტალგიითაა სავსე. მისი ნამუშევრების ევროპიდან სამშობლოში დაბრუნებით, მუზეუმი თავის მიზანს - ქართული ხელოვნების ნიმუშების შენარჩუნებას აგრძელებს.
კონსტანტინე ბოლქვაძის ლექციის შემდეგ, რომელიც მხატვრის - ფელიქს ვარლამიშვილის გამოფენასა და შემოქმედებას შეეხება, აუდიტორიას საშუალება ექნება ვარლას შესახებ მხატვრის ოჯახის წევრისგან საინტერესო ისტორიები მოისმინოს. ფელიქს ვარლამიშვილის ძმისშვილი - ნატა ვარლამიშვილი, საგანგებოდ ჩამოვა ქუთაისიდან, რათა საზოგადოებას უკეთ გააცნოს ვარლას ცხოვრება და მოღვაწეობა.
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
Georgian Museum of Fine Arts/ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი 7, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.









