Advertisement
✅ აზროვნების აკადემიაში გაიმართება ფსიქოლოგ მაია ხოსიტაშვილის 2-შეხვედრიანი ვორქშოფი▶ თემა - „ენერგიის მართვა და პროდუქტიულობა“
▶ სტრესულ სიტუაციებში პროდუქტიულობის შენარჩუნების უნარი, ასევე სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსის დაცვა ხშირად უკავშირდება ისეთი გამოწვევებს, როგორიც არის: დატვირთულ სამუშაო განრიგი; დროის ქრონიკული დეფიციტი; მუდმივი ცვლილებები და არასტაბილურობის განცდა; მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობა; კრიტიკული გადაწყვეტილებების მიღება; კრიზისული სიტუაციები; კომპლექსური სამუშაოს შესრულება; მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ყოფნა და სხვა.
ძირითადი გამოწვევა ხდება დაღლა დასვენების დაბალანსება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ფსიქოგანათლების მიღება სტრესმედეგობასა და პროდუქტიულობის მართვის მექანიზმებზე, რაც ხელს შეუწყობს ცალკეული პიროვნების ფსიქო-ემოციურ გაძლიერებას, კეთილდღეობისა (Well-being) და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით.
▶ ვორქშოფის მიზანია მონაწილეთა ფსიქო-ემოციური გაძლიერება სტრესმედეგობისა (Resilience) და პროდუქტიულობის შესახებ ფსიქოგანათლების მიწოდების გზით, რაც მათ დაეხმარებათ კეთილდღეობისა (Well-being) და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მართვაში.
▶ ლექტორი: მაია ხოსიტაშვილი - ფსიქოგანათლების ცენტრის ,,Psycho-Solutions” ხელმძღვანელი. ტრენერ-კონსულტანტი, ფსიქოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი.
📅 შეხვედრები ჩატარდება 18 და 19 ნოემბერს 19:00 საათიდან
⌛ თითო შეხვედრის ხანგრძლივობა – 3 საათი
🔖დასწრების საფასური - 240₾
მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) – მოქმედებს 25% ფასდაკლება
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
▶ დასწრება შესაძლებელია მხოლოდ ადგილზე
👉 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/2eTKiKSl
📌მისამართი: თინა იოსებიძის #57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო,Tbilisi, Georgia
Tickets