Advertisement
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოთეატრ „ამირანთან“ ერთად მაყურებლებს, მხარდამჭერებს, კინომოყვარულებს, ფესტივალის პარტნიორებსა და სპონსორებს განსაკუთრებულ სეანსზე ეპატიჟება.17 ნოემბერს, წელს მეცხრედ აღინიშნება ევროპული არტ-ჰაუს კინოს დღე, რის აღსანიშნავადაც ნაჩვენები იქნება ფრანგი რეჟისორის, ჟაკ დერეს 1969 წლის ფილმი “აუზის“ (La Piscine) რესტავრირებული, ციფრული ვერსია.
ამ დღეს, ევროპის 40 ქვეყნის 700-მდე კინოთეატრში მოეწყობა არტ-ჰაუს ფილმების სეანსები, გამოფენები, დისკუსიები, შეხვედრები კინემატოგრაფისტებთან და უამრავი სხვა ღონისძიება. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ინიციატივით კი კინოთეატრი „ამირანიც“ შეუერთდება კინოს ამ ზეიმს.
ევროპული არტ-ჰაუს კინოს დღის ინიციატივა ეკუთვნის არტ-ჰაუს კინოთეატრების საერთაშორისო კონფედერაციას (CICAE), ევროპული არტ-ჰაუს კინოს დღე თანადაფინანსებულია „შემოქმედებითი ევროპის“, „ევრიმაჟის“, „ევროპა სინემას“ და გერმანიის ფედერალური კინოცენტრის მიერ.
ამ ჩვენებით პატივს მივაგებთ ევროპული კინოს ვარსკვლავს - ალენ დელონს, რომელიც 2024 წელს გარდაიცვალა და “აუზში” ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.
ინფორმაცია რეჟისორისა და ფილმის შესახებ: ფრანგი რეჟისორი ჟაკ დერე ძირითადად კრიმინალური თრილერებით იყო ცნობილი, “აუზი” მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია, რომელშიც მთავარ როლებს ალენ დელონი, რომი შნაიდერი, მორის რონე და ჯეინ ბირკინი ასრულებენ.
ფილმი მოგვითხრობს ახლადშერიგებულ წყვილზე, რომელსაც მდიდრულ ვილაზე დასვენებისას, ქალის ყოფილი საყვარელი და საყვარლის 18 წლის ქალიშვილი ესტუმრება. “აუზი” უმოქმედობისა და დეპრესიის, გამოუთქმელი გრძნობების, ეჭვიანობისა და აგრესიის შესახებ გვიყვება, ფილმში წარუშლელ სახეს ქმნის ალენ დელონისა და რომი შნაიდერის ვარსკვლავური წყვილი.
ფილმის ხანგრძლივობა: 122 წთ
ბილეთის ღირებულება – 9, 00 ლარი.
ბილეთების გაყიდვა დაიწყება უახლოეს დღეებში
პლატფორმებზე: https://tkt.ge, https://biletebi.ge და https://www.kinoafisha.ge
The Tbilisi International Film Festival, in partnership with the Amirani Cinema, invites audiences, supporters, cinema lovers, festival partners, and sponsors to a special screening event.
On November 17th, the 9th annual European Art House Cinema Day will be celebrated. In honour of this occasion, a restored, digital version of French director Jacques Deray's 1969 film "The Swimming Pool" (La Piscine) will be screened. On this day, art-house film screenings, exhibitions, discussions, meetings with filmmakers, and many other events will take place across 700 cinemas in 40 countries in Europe. Thanks to the Tbilisi International Film Festival's initiative, Amirani Cinema will also join in celebrating this occasion for cinema.
The European Art House Cinema Day initiative was launched by the International Confederation of Art Cinemas (CICAE) and is co-financed by Creative Europe, Eurimages, Europa Cinemas, and the German Federal Film Board.
With this screening, we pay tribute to European cinema star Alain Delon, who passed away in 2024 and stars in "The Swimming Pool" in one of the leading roles.
About the director and the film: French director Jacques Deray was known primarily for his crime thrillers, with "The Swimming Pool" being one of his most notable works, featuring Alain Delon, Romy Schneider, Maurice Ronet, and Jane Birkin in key roles. The film tells the story of a recently reconciled couple who are visited by the woman's former lover and his 18-year-old daughter while vacationing at a luxurious villa. "The Swimming Pool" delves into themes of inertia, depression, unspoken feelings, jealousy, and aggression, with Delon and Schneider's iconic pairing creating an unforgettable impact.
Film duration: 122 minutes
Ticket price: 9.00 GEL.
Ticket sales will start soon on platforms: https://tkt.ge, https://biletebi.ge, and https://www.kinoafisha.ge.
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
კინოთეატრი ამირანი, smart Photos, მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო,Tbilisi, Georgia