Advertisement
📣 რეზო კორინთელის საავტორო კურსზე „არაცნობიერის ფსიქოლოგია“ რეგისტრაცია დაიწყო!✅ სიღრმის ფსიქოლოგიის უშუალო კვლევის საგანს არაცნობიერი ფსიქიკა შეადგენს. განსხვავებით კლასიკური ფსიქოლოგიისგან რომელიც ცნობიერებას სწავლობს.
▶ სიღრმის ფსიქოლოგია ეფუძნება იდეას, რომ არსებობს ფსიქიკა ცნობიერების გარეშე და მისგან დამოუკიდებლად. არაცნობიერი ფსიქიკისა და პიროვნების პრობლემები ორგანულად არის დაკავშირებული ერთმანეთთან.
▶ ამ მიმდინარეობის ცენტრალური მოძღვრება ფროიდის ფსიქოანალიზია. მას მიკუთვნება აგრეთვე ადლერის ინდივიდუალური ფსიქოლოგია და იუნგის ანალიტიკური ფსიქოლოგია.
🎯 კურსს უძღვება ფსიქიატრი რეზო კორინთელი:
პროფესორი, ამერიკის ჯგუფური ფსიქოთერაპიის საპატიო წევრია. ფსიქოლოგიის მიმართულებით მუშაობის 40+ წ გამოცდილება, ლექტორობის 20+ წ გამოცდილება. იგი არის საერთაშორისო ანალიტიკური ფსიქოლოგიისა და საერთაშორისო ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის წევრი.
2002 წლიდან არის საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიისა და საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი. 4 წლის განმავლობაში იუნგის ფსიქოანალიზს სწავლობდა ქ. ციურიხში, კ.გ. იუნგის ინსტიტუტში. საქართველოს ფსიქოთერაპევტთა და კლინიკურ ფსიქოლოგთა ასოციაციის თანაპრეზიდენტი, რევაზ კორინთელი არის საქართველოს სამხედრო-სამედიცინო აკადემიის, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების წევრი.
🔰 კურსის ფარგლებში შეხვედრები იმართება შემდეგ თემებზე:
🔹 არაცნობიერი და ფროიდის კლასიკური ფსიქოანალიზი
🔹 ადლერის ინდივიდუალური ფსიქოლოგია
🔹 არაცნობიერი და იუნგის ანალიტიკური ფსიქოლოგია
🔹 არაცნობიერი და ფსიქოსინთეზი
🔹 მორენოს ფსიქოდრამა
🔹 ტრანსპერსონალური ფსიქოთერაპია – სულიერებაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია
🔹 მართლმადიდებლურ პრინციპებზე დამყარებული ფსიქოთერაპია
🔹 ჯგუფური ფსიქოთერაპია
🔹 ეგზისტენციალური ფსიქოთერაპია
🔹 ფსიქოსომატური მედიცინა ანუ ფსიქიკური მიზეზებით გამოწვეული სხეულის დაავადებები
📅 კურსი დაიწყება 14 მარტს.
📅 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, შაბათობით, 20:00 საათზე
📅 კურსის ხანგრძლივობა – 10 შეხვედრა
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი
🔖 სრული კურსის საფასური – 485 ლარი
🔖 სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება.
იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔗 კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/cwKY6R5L
მისამართი: იოსებიძის 57
📜 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
Advertisement
Event Venue
აზროვნების აკადემია / The Thinking Academy, თინა იოსებიძის ქუჩა 69, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.


![\u10e4\u10d4\u10e0\u10d0\u10d3\u10d8 \u10e3\u10d3\u10d0\u10d1\u10dc\u10dd\/\u10d3\u10d0\u10d5\u10d8\u10d7 \u10d2\u10d0\u10e0\u10d4\u10ef\u10d8\/\u10ef\u10d0\u10dc\u10d3\u10d0\u10e0\u10d0 [15 \u10db\u10d0\u10e0\u10e2\u10d8]](https://cdn-ip.allevents.in/s/rs:fill:500:250/g:sm/sh:100/aHR0cHM6Ly9jZG4tYXouYWxsZXZlbnRzLmluL2V2ZW50czQvYmFubmVycy81OTVjMjM3ZWFlNjU5MGZiZTNlNzhkYWI3NjdlMmE3YzVhNGMwOWFlMTZhY2FhMjUwM2M3OTZiMGExYzAwMjQzLXJpbWctdzEyMDAtaDYwMC1kYzkxNzQ2My1nbWlyP3Y9MTc3MjEyMTk3MQ.avif)


