Advertisement
25, 26 და 27 აპრილს ლუმოსში გეპატიჟებით ჯგუფურ-თერაპიული პრაქტიკებზე, რომელსაც გაუძღვება მოქშა ფეიქარი. დასწრების ღირებულებაა:
ერთი პრაქტიკა - 110 ლარი;
ორი პრაქტიკა - 190 ლარი;
სამი პრაქტიკა - 270 ლარი;
პარასკევი, 25 აპრილი, 19:00 საათი - არქეტიპების ცეკვა
რა არის არქეტიპები და რაში გვეხმარებიან ისინი?
არქეტიპები პირველყოფილ ძალებია (პირველყოფილი ენერგიები ან არქეტიპური ძალები), რომლებსაც აქვთ განვითარების დიდი პოტენციალი. ისინი გამოცდილების კომპლექსებია, რომლებიც წარმოიშვა იმ დროს, როდესაც ცნობიერება ჯერ კიდევ არ ფიქრობდა და მხოლოდ აღიქვამდა.
ყოველი არქეტიპი განსაზღვრავს გარკვეულ თვისებებს. იუნგის მიხედვით, ეს ენერგეტიკული არქეტიპები ინახება
ჩვენი ფსიქიკის ღრმა შრეებში, ძირეულ მეხსიერებაში და ვლინდება ორიგინალური ქცევისა და რეაქციის შაბლონებით, რომლებიც ერთნაირია სხვადასხვა კულტურულ და ენობრივ ველში.
არქეტიპები გვეხმარება:
✨ ჩვენს ხელუხლებელ, ავთენტურ ცენტრში შესაღწევად;
✨ აძლიერებს ჩვენს შინაგან რესურსებს;
✨ გვიმარტივებს ცხოვრებისეული კრიზისების გაცნობიერებულად დაძლევას;
✨ გვეხმარება ენერგეტიკული ცენტრების (ჩაკრების) შესწავლაში, გაძლიერებასა და ჰარმონიზაციაში;
✨ უფრო ღრმად ვიაზრებთ ცხოვრების კონტექსტს;
✨ ვუგებთ საკუთარი თავსა და სხვებს;
✨ ვპოულობთ შემოქმედებით გზებს შემდგომი განვითარებისთვის;
არქეტიპული ცეკვის გზით ვუკავშირდებით არქეტიპულ ენერგიას და ამ გზით ვიბრუნებთ იმას, რაც ყოველთვის გვეკუთვნოდა, მაგრამ დავიწყებული და გაუცნობიერებელი იყო ჩვენი განვითარების პროცესში.
არქეტიპული ენერგია მხოლოდ ერთად, ჰოლისტიკურად ავლენს ძალას, როცა ყველა არქეტიპის ყველა ასპექტი ნებადართულია და არცერთი არაა დათრგუნული.
შაბათი, 26 აპრილი, 18:00 საათი, აუმის მარათონი
🌱 AUM-ს მედიტაცია ოშოს მიერ შექმნილი მედიტაციური თერაპიის ტექნიკაა, რომელიც შემდგომში განავითარა მისმა მოსწავლემ და ჰოლანდიელმა თერაპევტმა, ვირეშმა.
AUM ნიშნავს Awareness, Understanding and Meditation - ცნობიერად ყოფნა, გაგება და მედიტაცია.
AUM-ს ასევე შეიძლება ეწოდოს "ემოციების ტრანსფორმაციის ალქიმია". მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ჯგუფურად.
რატომაა სასარგებლო AUM-ის მედიტაცია?
☄️ გვაჩვენებს, როგორ ვიქცევით სხვებთან ურთიერთობის დროს სხვადასხვა ემოციურ სიტუაციაში;
☄️ გვეხმარება ძველი, პატერნული ქცევების ამოცნობაში და ახალი გზებისა და მიმართულებების დასახვაში;
☄️ არეგულირებს ემოციურ ბალანსს;
☄️ სტრესს გარდაქმნის შემოქმედებით რესურსად;
☄️ გვეხმარება გრძნობების გაფილტვრასა და ადამიანებთან ურთიერთობების გაჯანსაღებაში;
AUM-ის მედიტაცია მოიცავს 13 ფაზას და თითოეულ მათგანს ეთმობა 10-12 წუთი შესაბამისი განსხვავებული მუსიკის თანხლებით.
პრაქტიკის განმავლობაში ვიმოგზაურებთ ჩვენი შინაგანი სამყაროს ემოციურ შრეებში. ამ მედიტაციის დროს მონაწილეებს ერთმანეთისთვის ერთგვარი
სარკის ეფექტი აქვთ. ინტენსიური, სწრაფად ცვალებადი ფაზებისა და სხვებთან ინტერაქციის გზით ვეხმარებით ერთმანეთს რეფლექსიასა და საკუთარი ემოციური ცენტრის დინამიკის უკეთ გაცნობიერებაში.
კვირა, 27 აპრილი, 18:00 საათი, ფლეიფაიტი
ფლეიფაიტი გაცნობიერებული თამაში და შერკინებაა. ის აერთიანებს თამაშს, ფიზიკურ მოძრაობასა და სოციალურ ურთიერთობებს, რაც მონაწილეებს თვითშემეცნებაში, ემოციური ინტელექტის განვითარებასა და ჯანსაღი, ავთენტური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ეხმარება.
რა არის ფლეიფაიტის მიზანი?
☄️ დავამყაროთ ცნობიერი ურთიერთობა საკუთარ სხეულთან, გონებასა და ემოციებთან;
☄️ ხელახლა აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი თამაშში;
☄️ გავხდეთ უფრო ენერგიული და სიხარულით სავსე;
☄️გამოვაღვიძოთ ჩვენი სხეულის ინტელექტი შეგნებული და გაცნობიერებული ბრძოლის საშუალებით;
☄️ ყურადღებით დავაკვირდეთ საკუთარ თავში არსებულ სიღრმეებს;
☄️ შევეცადოთ, მეტი ავთენტურობა შემოვიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში.
რა არის ფლეიფაიტის არსი: 💧
💧 ღრმა კავშირი: სხეულის, გონებისა და ემოციების გაერთიანება. საჭიროებების გამოხატვა; საზღვრების პატივისცემა; სხვებთან კავშირი;
თამაში და დაპირისპირება:
თამაშის დროს ნერვული სისტემა ყველაზე მეტ ინფორმაციას იღებს. სხეულის დაპირისპირება გვაიძულებს, რომ კომფორტის ზღვარს მივაღწიოთ.
💧 ურთიერთობა და მხარდაჭერა: ჩვენ ვურთიერთობთ, ვუკავშირდებით და მხარს ვუჭერთ ერთმანეთს. ყველას ვიღებთ ისეთებად, როგორებიც არიან. უმთავრესია
კეთილგანწყობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა.
რა სარგებელი მოაქვს მოაქვს ფლეიფაიტის პრაქტიკას?
💧ემოციური ინტელექტი: ემოციების მაკურნებელი პოტენციალის გაცნობიერება;
💧 სხეულის კითხვა: ისწავლე, როგორ დააკვირდე სხეულს.
რისკების მართვა: ისწავლე, როგორ შეაფასო რისკები და უპასუხო ფიზიკურ, ემოციურ და ინტიმურ საფრთხეებს.
💧 კონფლიქტის გადაჭრა: აღიარე კონფლიქტების საფუძვლად არსებული გამოუხატავი მოთხოვნილებები.
💧 ცხადი კომუნიკაცია: ისწავლე, როგორ გამოიყენო ეფექტურად შენი ხმა, სხეულის პოზიცია და სიჩუმე.
💧 წრის მუშაობა: აითვისე წრის უძველესი ინსტრუმენტი, როგორც კავშირისა და უსაფრთხოების პირობის შექმნის გზა.
🔸 რეგისტრაციისთვის
მოგვწერეთ ჩათში.
🔸ან დაგვირეკეთ:
📞 595 620 001
ჩვენი სტუდიის მისამართია: 👇
▪ საირმის 71 🌿 გოძიაშვილის პარკში🐿
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
Sairme Street, 71 Godziashvili Park, 0194 Tbilisi, Georgia, ვ. გოძიაშვილის ქუჩა 71, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia