Advertisement
მოლაშქრეთა კლუბი კვალი 12 ოქტომბერს გთავაზობთ ერთდღიან ტურს ფშავში.ტურის ფარგლებში მოვინახულებთ:
• ჟინვალის წყალსაცავი;
• ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს ჩარგალში;
• მაღაროსკარის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია;
• სოფელი ხომი;
• ხომის სალოცავი.
ტურის ბოლოს დავაგემოვნებთ ფშაურ ხინკალს.
ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში 8 კილომეტრი(ორივე გზა)
სირთულე: მარტივი
ტურის ღირებულება: 40 ლარი
ღირებულებაში შედის:
• ტრანსპორტირება;
• გამყოლის მომსახურება;
ღირებულებაში არ შედის:
• თანხაში არ შედის კვება, თან იქონიეთ ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი;
• ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში შესასვლელი თანხა(2 ლარი).
გასვლაზე საჭირო აღჭურვილობა:
• კომფორტული სალაშქრო/სპორტული ფეხსაცმელი;
• მოსახერხებელი ზურგჩანთა;
• თბილი მოსაცმელი
• პირადი აფთიაქი
შეკრების ადგილი და დრო:
• თბილისი, M დიდუბე (ზედა ამოსასვლელი);
• გასვლის დრო - 08:00 საათზე (დაგვიანებულების ლოდინის მაქსიმალური დრო 10 წუთი)
• დაბრუნება თბილისში 22:00 საათზე
სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენს გვერდზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 13 52 13 გიორგი
⚠️იმისათვის, რომ მოგზაურობა ჩვენს კვალდაკვალ იყოს მოწესრიგებული, ორგანიზებული და უსაფრთხო შევიმუშავეთ სალაშქრო წესების ჩამონათვალი, რომელთა დაცვაც ყველას ევალება:
📌დაუშვებელია ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე მოსვლა;
📌დაუშვებელია მგზავრობისას ალკოჰოლური სასმელის მოხმარება;
📌არ ვანაგვიანებთ გარემოს და ნარჩენებს არ ვტოვებთ ბუნებაში;
📌საკვებს შევექცევით ყველა ერთად;
📌ტურამდე ორი დღით ადრე ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება.
მოლაშქრეთა კლუბი „კვალი“ უფლებას იტოვებს ფორსმაჟორულ სიტუაციებში შეცვალოს ტურის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
გისურვებთ ბედნიერ მოგზაურობას.
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
ფშავი, გოჩა ონაშვილის ქუჩა 4, თბილისი, საქართველო,Tbilisi, Georgia