Advertisement
✅ ფილოსოფიის საფუძვლების კურსის პირველ მოდულზე რეგისტრაცია იწყება!• ფილოსოფია წარმოადენს 2500 წლოვანი ტრადიციის მქონე დისციპლინას, რომელმაც უნდა დასვას შეკითხვები ყველაზე ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიცაა: რა არის ყოფნა, რა არის ჭეშმარიტება, ცოდნა, სიკეთე, რატომ არსებობს რაღაც, იმის მაგივრად, რომ იყოს არაფერი. ყოველი ცოდნის სისტემა, იქნება ეს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული თუ სხვა სახის მეცნიერება, გარკვეულ ფილოსოფიურ წანამძღვრებზე დგას და, ამგვარად, ფილოსოფიის ისტორიის შესწავლა აუცილებელი წინაპირობაა საერთოდ ადამიანური აზროვნების ისტორიისა და არსის გაგებისათვის.
• კურსის მონაწილეები დარგის სპეციალისტებთან ერთად სიღრმისეულად გაეცნობიან ანტიკურ ფილოსოფიას. კურსი გააერთიანებს ყველა პროფესიის, ასაკის, განსხვავებული ინტერესის მქონე მსმენელს, რომლებსაც შეეძლებათ არაფორმალურ გარემოში, მსჯელობისა და ინტერაქციის ფორმატით საინტერესო მომხსენებლებთან ერთად განიხილონ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.
• კურსის მონაწილეებთან აქტიურ კავშირში იქნებიან არა მხოლოდ ლექტორები, არამედ მოდერატორებიც, რომლებიც მონაწილეებს მიაწვდიან სხვადასხვა ფილოსოფოს ავტორთა ტექსტებს, სამეცნიერო სტატიებს, სურვილისამებრ დაეხმარებიან დამატებითი ინფორმაციის მოძიებაში და გზას გაუკვალავენ მათ ამ საკმაოდ კომპლექსური დისციპლინის სიღრმეებში.
👇პირველი მოდული:
👉 ანტიკური ფილოსოფია - 10 შეხვედრა
📅18 ოქტომბერი - 20 დეკემბერი
* ძველი ბერძნული ფილოსოფიის აღმოცენება და არქეს (საწყისის) პრობლემა - ლევან გიგინეიშვილი - 18 ოქტომბერი
* ელეატური ფილოსოფია - მიხეილ მირაშვილი - 25 ოქტომბერი
* ძველი ბერძენი სოფისტები და ფილოსოფია - მიხეილ მირაშვილი - 1-ლი ნოემბერი
* პლატონის ლოგიკა და მეტაფიზიკა - მიხეილ მირაშვილი - 8 ნოემბერი
* არისტოტელეს ორგანონი - მიხეილ მირაშვილი - 15 ნოემბერი
* პლატონის მოძღვრება - სულის შესახებ - ანა ქირია - 22 ნოემბერი
* არისტოტელეს მეტაფიზიკა - ანა ქირია - 29 ნოემბერი
* სტოიკური და ეპიკურეანული ეთიკა - მიხეილ მირაშვილი 6 დეკემბერი
* ნეოპლატონიზმი - ანა ქირია - 13 დეკემბერი
* სტოიციზმი - ავთანდილ ძამაშვილი - 20 დეკემბერი
🔖პირველი მოდულის ღირებულება - 585₾
⌛შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, პარასკევს 20:00 საათზე
⌛შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი
🔖მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) – 25% ფასდაკლება
💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
📜კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
👉 კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/uebJtCbk
📌მისამართი: თინა იოსებიძის #57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
აზროვნების აკადემია / The Thinking Academy, თინა იოსებიძის ქუჩა 69, თბილისი, საქართველო,Tbilisi, Georgia
Tickets