Advertisement
																								 
											
                  	
                    🟢 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიაუნის ასისტენტ-პროფესორ ნიკოლოზ წიქარიძის ხელმძღვანელობით 2016-2025 წლებში მოქმედი სამეცნიერო გუნდი „პლეისტოცენის გარდატეხები კავკასიაში: ჰომინინები, გარემო და კულტურა” (PTC – “Pleistocene Turnovers in the Caucasus: Hominins, Environment, and Culture”) წარადგენს არქეოლოგიური და პალეობიოლოგიური კვლევის ანგარიშს.📝 ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ცუცხვათის, საკაჟიას, ორთვალას და წოფის მღვიმეებში ჩატარებული უახლესი და გარდამტეხი აღმოჩენები ნეანდერტალელთა და ანატომიურად თანამედროვე ადამიანთა გავრცელების შესახებ.
📚 დამსწრეები ასევე გაეცნობიან ახალ სამეცნიერო პუბლიკაციებსა და კვლევის შედეგებს, მიმდინარე სამეცნიერო ლანდშაფტს, საერთაშორისო თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივებს.
📌 კვლევები განხორციელდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ლუის ლიკისა და გერდა ჰენკელის სამეცნიერო ფონდების, საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევების ცენტრის (CNRS) მხარდაჭერითა და საზოგადოებრივი შემოწირულობებით.
🌐 სამუშაო ენა: ქართული
📅 დრო: 31 ოქტომბერი, 12:00 საათი
📍 ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.
🔗 დამატებითი ინფორმაციისთვის: https://shorturl.at/38e1R
                  			Advertisement
																								 
											
                  	
                    Event Venue & Nearby Stays
I.Chavchavadze Ave.32, Tbilisi, Georgia
 
								
									Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place. 
								
							










