Advertisement
კვირას🗓 24 მაისს
⏰ 13:00 საათზე
🎭 სპექტაკლი: ,,მოხერხებული ბაყაყი ჩიკო"
🔘 რეჟისორები: ნინო დავითაშვილი, ვლადიმერ ბიბილეიშვილი
ეზოპეს იგავ-არაკების მიხედვით
✍🏻ანოტაცია:
,,ამბავი, რომელსაც მეზღაპრე სცენიდან გვიყვება, მოხერხებულ ბაყაყ ჩიკოზე გახლავთ. გასაჭირში აღმოჩენილ ჩიკოს, ყურცქვიტა ბაფი ეხმარება და სიკვდილისაგან იხსნის. მეფე ლომის ელვინის ბრძანებით, ტყეში კრება იმართება. მელა - ლეისი, დათვი - უილბერი, ღორი - დუდი და ვირი - როქსი ერთხმად გადაწყვეტენ, რომ ლომს საუზმედ უსუსური ყურცქვიტა მიართვან. სწორედ აქედან იწყება დიდი და საინტერესო თავგადასავალი. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ბაფის მხსნელად ბაყაყი ჩიკო ევლინება. ჩიკო დასახავს ყურცქვიტას ტყიდან გაქცევის გეგმას. ცხოველები კი ხელს უშლიან მიზნის მიღწევაში. საბოლოოდ, ბაყაყი ჩიკო გონიერებით ამარცხებს ელვინს. ლომი საკუთარ ანარეკლთან ბრძოლაში იღუპება. ადრე მტრულად განწყობილი ცხოველები ახლა მეგობრებად გვევლინებიან და ბედნიერები მეფედ ბაყაყს ირჩევენ.
სპექტაკლი გვესაუბრება ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა: სიმამაცე, თავდადება, გონიერება, განათლება, მეგობრობა და მოხერხება.
მსახიობების მაღალი ოსტატობით, ორიგინალური რეჟისორული კონცეფციით და კომპოზიტორის მიერ სპექტაკლისთვის შექმნლი ორიგინალური მუსიკით სცენაზე იქმნება ზღაპრული ატმოსფერო, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას გვთავაზობს.’’
რეკომენდებული ასაკი: 4+
ხანგრძლივობა: 50 წთ
🎫 ბილეთის საფასური: 7 ლარი
#ბილეთების შეძენა შეგიძლიათ სალაროში და ონლაინ - biletebi.ge-ს საშუალებით
#მოხერხებული_ბაყაყი_ჩიკო
#ნინო_დავითაშვილი #ვლადიმერ_ბიბილეიშვილი
#89_ე_თეატრალური_სეზონი
#ბათუმის_თოჯინებისა_და_მოზარდ_მაყურებელთა_პროფესიული_სახელმწიფო_თეატრი
Advertisement
Event Venue
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი, მემედ აბაშიძის გამზირი 49, ბათუმი, საქართველო, Batumi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.






