Advertisement
ძვირფასებო, 27-28 თებერვალს გიწვევთ ყველა დაინტერესებულ პირს 25 წლიდან(მაქსიმალური ასაკი შეზღუდული არაა) გაატაროთ სასიამოვნო და სასარგებლო ორი დღე საინტერესო ადამიანებთან და სოფია ვერულაშვილთან ერთად, ფსიქოთერაპიულ ორ დღიან ჯგუფზეჯგუფში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დაგვიკავშირდეთ და წინასწარ შემოიტანოთ მონაწილეობის საფასური - 500 ლარი,
მოქმედებს ფასდაკლებები:
უმაღლესი სასწავლევბლების საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამების და ფსიქოთერაპიის ტრენინგ-ინსტიტუტების სტუდენტებისთვის და კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის სხვადასხვა პროგრამების კურსდამთავრებულებისთვის და სტუდენტებუსთვის - 250 ლარი,
კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის საბაზისო პროგრამების სტუდენტებისთვის - 150 ლარი )
მოკლე ინფორმაცია ჯგუფის წამყვანის შესახებ:
სოფია ვერულაშვილი - არის ფსიქოლოგი, ქოუჩი, ევროპაში აკრედიტირებული ფსიქოთერაპევტი, ტრენერი და სუპერვიზორი, (EAP-ში და EAGT-ში), ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის (EAGT) ვიცე-პრეზიდენტი, არმასრულებელი კომიტეტის მდივანი.
სოფია ვერულაშვილი გახლავთ, ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი, კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, საქართველის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი(2024 წლამდე). სოფია ვერულაშვილი არის ერთადერთი ოჯახური ფსიქოთერაპევტი საქართველოში, ის უძღვება ჯგუფებს ოჯახურ ფსიქოთერაპიაში წამყვან მსოფლიო სპეციალისტებთან ერთად, როგორებიც არიან სტივენ იანგი, რასელ ჰაბერი, ლარს ბროკი, თომას ტოდი, მანუელ მარტინესი, სტივ სიმმსი და სხვ. მას აქვს 27 წლიანი უწყვეტი პრაქტიკა ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტის, სუპერვიზორისა და ქოუჩის, ტრენერისა და ლექტორის. სოფია ვერულაშვილი - გეშტალთთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის საერთაშორიდო სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელია. მუშაობს ინდივიდუალურად, წყვილებში, ოჯახურ და ჯგუფურ ფსიქოთერაპიაში. 2000 წლიდან სოფია კითხულობს ლექციების კურსს საქართველოს სხვადასხვა უნივერისტეტებში. ამ მომენტისათვის ის არის ხელმძღვანელი სალექციო კურსისა, ფსიქოთერაპიის საფუძვლებში, კომპლემენტარულ ფსიქოთერაპიასა და კლინიკურ ფსიქოლოგიაში, კითხულობს წყვილების ფსიქოთერაპიის ლექციების კურსს მაგისტრატრის სტუდენტებისათვის ფსიქოდიაგნოსტირებისა და კონსულტირების პროგრამაზე, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. ასევე, ამ მომენტისათვის ის არის ხელმძღვანელი სალექციო კურსისა, “წყვილების და ოჯახების ფსიქოთერაპია” ოჯახური ფსიქოთერაპიის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრატრის პირველი კურსის სტუდენტებისათვის, საქართველოს უნივერსიტეტში. სოფია ვერულაშვილი ორგანიზაციას უწევს და უძღვება თერაპიულ და სასწავლო ჯგუფებს, სემინარებს ოჯახურ თერაპიასა და გეშტალტთერაპიაში, საქართველოში, ლატვიაში, თურქეთში, მოლდოვაში, იტალიაში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში.
ფსიქოთერაპიული ჯგუფის სამუშაო საათები:
27 თებერვალი
14;30 - 19:00
28 თებერვალი
11::30 -19:00
14:30 - 16:00 - სადილზე შესვენება
მისამართი:
ლადო ასათიანის 14ა,
კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი
მეორე სართული
Advertisement
Event Venue
Lado Asatiani Street, 14A, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.











