სომხეთი: ლორე-ტაშირი ( პირადობის მოწმობით)

Sun Oct 05 2025 at 08:00 am to 10:00 pm UTC+04:00

საქართველოს ბილიკებზე | Tbilisi

\u10e1\u10d0\u10e5\u10d0\u10e0\u10d7\u10d5\u10d4\u10da\u10dd\u10e1 \u10d1\u10d8\u10da\u10d8\u10d9\u10d4\u10d1\u10d6\u10d4
Publisher/Hostსაქართველოს ბილიკებზე
\u10e1\u10dd\u10db\u10ee\u10d4\u10d7\u10d8: \u10da\u10dd\u10e0\u10d4-\u10e2\u10d0\u10e8\u10d8\u10e0\u10d8 ( \u10de\u10d8\u10e0\u10d0\u10d3\u10dd\u10d1\u10d8\u10e1 \u10db\u10dd\u10ec\u10db\u10dd\u10d1\u10d8\u10d7)
Advertisement
,,საქართველოს ბილიკებზე"
5 ოქტომბერს, კვირას გთავაზობთ ერთ დღიან შემეცნებით ტურს სომხეთში, სადაც ვესტუმრებით საზღვრებს მიღმა საქართველოს, კერძოდ ლორე-ტაშირს. საუკუნოვან ქართულ ტაძრებთან ერთად, ასევე ვნახავთ განსხვავებული არქიტექტურის ძალიან საინტერესო სომხურ ძეგლებსაც.
⚠️ ტურზე წამომსვლელმა აუცილებლად უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი საზღვრის გადასაკვეთად. რომელთა ვადა უნდა იყოს მინიმუმ 6 თვე.

1. ახტალის მონასტერი - ქართული მართლმადიდებლური ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, მე-10 საუკუნე.
2. ახპატის მონასტერი - მე-10-13 საუკუნეები, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
3. თამარის ხიდი - ქალაქი ალავერდი.
4. სანაჰინის მონასტერი - მე-10-13 საუკუნეები, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
5. ოძუნის ტაძარი მე-6 ს.
6. ქობაირის მონასტერი - ქართული მართლმადიდებლური მონასტერი, მე-12 საუკუნე, ცნობილია თავისი უნიკალური ფრესკებით. ტაძარში თამარ მეფის ამირსპასალარის, ზაქარია მხარგრძელის და მისი ოჯახის საძვალე მდებარეობს.
✔ ტურის ღირებულება: 50 ლარი

✔️ არასრულწლოვნისთვის საჭიროა დაბადების მოწმობა, მინდობილობა ნოტარიულად დამოწმებული (ქართულ,ინგლისურ ენაზე) და ID ბარათი, ხოლო თუ არასრულწლოვანი საზღვარს კვეთს პასპორტით მაშინ საჭიროა მხოლოდ დაბადების მოწმობა.

👣 ფეხით სასიარულო: მხოლოდ ქობაირის მონასტერზე ჯამში 1 კმ მარტივი.
⏰ ვიკრიბებით:
რუსთაველის მეტროს წინ, ველოსიპედის ძეგლთან 7:40 სთ. გავდივართ 8:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).
ტურის ღირებულებაში შედის:
🚶‍გამყოლი (ტურის ორგანიზატორი, რომელიც ასევე მოგიყვებათ ტურში ჩამოთვლილი ძეგლების ისტორიებს).
🚐 მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშრუტკა)
📸 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

🏃‍♀️ გამყოლს აქვს უფლება, საჭირობისამებრ გადაანაცვლოს სანახავი ადგილები ანუ მიმდევრობა შეუცვალოს. ეს იმას არ ნიშნავს რომ რაიმეს გამოვტოვებთ, ყველაფერს განახებთ რაც ტურში გვიწერია ( გარდა იმ შემთხვევისა თუ სადმე გზა გაფუჭდა ან შეიქმნა ფორსმაჟორული სიტუაცია და ა.შ. ). როცა ყოჩაღი ჯგუფია დამტებით ვნახულობთ კიდევ რამეს.

🌞☁️🌤⛈️ამინდზე ორგანოზატორი არ არის პასუხისმგებელი. ტურზე ჩაწერის წინ თავად გადაამოწმეთ ამინდი და ისე ჩაგვეწერეთ. წვიმის გამო ტურები არ გადაიდება. ტური გადაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში სამანქანო გზები თუ დაიკეტება.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში 💻 ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 5554076500 ანი
VIBER / WhatsApp: 555407650
instagram: saqartvelosbilikebze

🍔 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 🍔
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი 👟 წინდა 🧦 საწვიმარი, თბილი მოსაცმელი, სალაშქრო ჯოხი, კეპი (ქუდი).
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 👟🚶‍♂️

🔊 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
💺 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
🍺 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
🥂 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება მგზავრობისას, ლაშქრობისას, ტურის მიმდინარეობისას. ძალიან მცირე რაოდენობით შესაძლებელია მხოლოდ ტურის ბოლოს პიკნიკის დროს (როცა ტურზე მითითებული ყველა ძეგლი ნანახი გვაქვს და ტრანსპორტთან ვართ). თუ ვინმე არ დაემორჩილება ამ წესს, მეორედ აღარ დაიშვებიან ჩვენს ტურზე.
⚠️ როდესაც, ტური სალაშქრო არის და არ ხართ დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, გთხოვთ ნუ ჩაგვწერებით. ასევე ლაშქრობისას ატარეთ ისეთი ჩანთა, რასაც თავად მოერევით. სხვების იმედად ნუ წამოიღებთ მძიმე ჩანთებს.
⌚არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა 📲 (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
🚸 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
🚯 არ ვყრით ნაგავს
🚭 არ ვეწევით მიკროავტობუსში
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.
🔊 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.
⚠️ ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.
p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤
Advertisement

Event Venue & Nearby Stays

საქართველოს ბილიკებზე, Republic 24, გიორგი ახვლედიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Sharing is Caring:

More Events in Tbilisi

\u10d2\u10d0\u10d3\u10d0\u10db\u10ec\u10e7\u10d5\u10d4\u10e2\u10d8 \u10d1\u10e0\u10eb\u10dd\u10da\u10d0!
Sat, 04 Oct at 04:00 pm გადამწყვეტი ბრძოლა!

საქართველოს პარლამენტი

Addictions: how to break free | Psychology masterclass
Sat, 04 Oct at 04:00 pm Addictions: how to break free | Psychology masterclass

The Open Door Center

4 \u10dd\u10e5\u10e2\u10dd\u10db\u10d1\u10d4\u10e0\u10d8!
Sat, 04 Oct at 06:00 pm 4 ოქტომბერი!

Rustavelis Gamziri

Blood Red Shoes in Tbilisi
Sat, 04 Oct at 08:00 pm Blood Red Shoes in Tbilisi

Junkyard

Antonio Vivaldi: Four Seasons by candlelight
Sat, 04 Oct at 08:00 pm Antonio Vivaldi: Four Seasons by candlelight

Silk Factory Studio

  \u10e1\u10d0\u10e5\u10d0\u10e0\u10d7\u10d5\u10d4\u10da\u10dd\u10e1 \u10d9\u10d0\u10e0\u10d3\u10d8\u10dd\u10da\u10dd\u10d2\u10d7\u10d0 \u10db\u10d4-9-\u10d4 \u10d9\u10dd\u10dc\u10d2\u10e0\u10d4\u10e1\u10d8
Sat, 04 Oct at 09:00 pm საქართველოს კარდიოლოგთა მე-9-ე კონგრესი

საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაცია

One day trip to Kakheti - hugs, wine and women power
Sun, 05 Oct at 11:00 am One day trip to Kakheti - hugs, wine and women power

Rose Revolution Square, Georgia Tbilisi

\ud83e\uddbe\ud83e\udd1d\ud83d\udcc8 SAM AI x Not-Networking: Leaders & Managers
Sun, 05 Oct at 02:00 pm 🦾🤝📈 SAM AI x Not-Networking: Leaders & Managers

4 Chikovani Street, Vake-Saburtalo, 0179 Tbilisi, Georgia

Mana | \u10db\u10d0\u10dc\u10d0 - \u10d7\u10d1\u10d8\u10da\u10d8\u10e1\u10d8\u10e1 \u10e1\u10d0\u10d4\u10e0\u10d7\u10d0\u10e8\u10dd\u10e0\u10d8\u10e1\u10dd \u10d7\u10d4\u10d0\u10e2\u10e0\u10d0\u10da\u10e3\u10e0\u10d8 \u10e4\u10d4\u10e1\u10e2\u10d8\u10d5\u10d0\u10da\u10d8
Sun, 05 Oct at 08:00 pm Mana | მანა - თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

მარჯანიშვილის თეატრი Marjanishvili Theatre

GEORGIA - Trekking nello Svaneti
Mon, 06 Oct at 07:00 am GEORGIA - Trekking nello Svaneti

Georgia

11th International Golf Tournament GAMARJOBA
Mon, 06 Oct at 12:00 pm 11th International Golf Tournament GAMARJOBA

Tbilisi Hills Golf Resort

Tbilisi is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Tbilisi Events