Advertisement
მოგესალმებით, კოლეგებო,გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4–5 ოქტომბერს ქალაქ თბილისში, „ექსპო-ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცის მე-3 პავილიონში გაიმართება საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მეცხრე კონგრესი. ღონისძიება ტარდება მსოფლიოს გულის დღის ფარგლებში და განხილული იქნება ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების უახლესი 2025 წლის გაიდლაინები.
კონგრესის სამეცნიერო პროგრამა მოიცავს დისკუსიებს არითმოლოგიის, ინტერვენციული კარდიოლოგიის, არტერიული ჰიპერტენზიის, გენეტიკის, დისლიპიდემიისა და კარდიოქირურგიის თანამედროვე საკითხებზე.
კონგრესი აკრედიტებულია და მონაწილეებს მიენიჭებათ უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტქულები (შეზღუდული რაოდენობით). რეგისტრაცია დამსწრეთათვის უფასოა და იგი ხელმისაწვდომია როგორც რეზიდენტებისთვის, ისე სამედიცინო სტუდენტებისთვის. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციის ლინკს მომავალ კვირაში გამოვაქვეუნებთ სოციალური ქსელის მეშვეობით.
გთხოვთ, იაქტიუროთ და გვეწვიოთ კონგრესზე 4–5 ოქტომბერს, დილის 09:00 საათიდან.
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაცია, nino Javalhgishvili 1, Tbilisi, Georgia