Advertisement
📆 2 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში (დამოუკიდებლობის დარბაზი) გაიმართება "უახლესი ისტორიის ცენტრის" ახალი გამოცემის პრეზენტაცია.📖 წიგნში შესულია აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას ორი რუსულენოვანი ნარკვევი, რომელიც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა.
📝 პირველი მათგანი - აფხაზეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში - ავტორმა 1939 წელს მოამზადა გამოსაცემად.
✒️ ნაშრომში ავტორს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გადმოცემული აქვს აფხაზეთის ისტორია უძველესი დროიდან X საუკუნის ბოლომდე. კვლევამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა როგორც ცენზურის, ისე პარტიულ ორგანოებში. ათწლეულების განმავლობაში აღნიშნული ნაშრომი არქივში ინახებოდა და პირველად გამოიცემა.
📝 მეორე ნაშრომი - აფხაზეთის სამეფოს წარმოქმნის დროისა და პირობების შესახებ - უფრო მეტად კონცენტრირებულია "აფხაზთა მეფეთა დივანის" ცნობების დაზუსტებაზე და საქართველოს გაერთანების (X ს.) საკითხს მეტ ყურადღებას უთმობს. ქართულ ენაზე პირველად ქვეყნდება.
📍 თარგმანი და კომენტარები:
ნიკოლოზ სარაჯიშვილი და ბაჩანა რუხაია.
📍 შესავალი წერილი და სამეცნიერო რედაქცია:
ზურაბ პაპასქირი.
📍 მისამართი: ლადო გუდიაშვილის ქუჩა N5, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, დამოუკიდებლობის დარბაზი.
📎 წარდგენაზე შესაძლებელი იქნება წიგნის შეძენაც.
ფასი - 15 ₾.
დასწრება თავისუფალია!
Advertisement
Event Venue
გუდიაშვილის 5, 0107 Tbilisi, Georgia, ლადო გუდიაშვილის ქუჩა 9, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.











