სალონიკი _ მეტეორა _სუროტი(ჯგუფური ტური)

Thu Sep 19 2024 at 08:35 pm to Sun Sep 22 2024 at 10:55 pm UTC+03:00

Thessaloníki | Thessaloniki

Alilo Tour
Publisher/HostAlilo Tour
\u10e1\u10d0\u10da\u10dd\u10dc\u10d8\u10d9\u10d8 _ \u10db\u10d4\u10e2\u10d4\u10dd\u10e0\u10d0 _\u10e1\u10e3\u10e0\u10dd\u10e2\u10d8(\u10ef\u10d2\u10e3\u10e4\u10e3\u10e0\u10d8 \u10e2\u10e3\u10e0\u10d8)
Advertisement
გთავაზობთ ჯგუფურ საექსკურსიო ტურებს საბერძნეთში
სალონიკი - მეტეორა-სუროტი ♥
19-20-21-22 სექტემბერი -950 ლ
26-27-28-29 სექტემბერი-920 ლ #გარანტირებული
17-18-19-20 ოქტომბერი 850 ლ #გარანტირებული
ტურის საწყისი ფასი ვრცელდება მხოლოდ პირველ 7 ჯავშანზე , შემდეგი ადგილების ფასი გაიზრდება ავიაბილეთის ფასის ზრდის პირდაპირპროპორციულად.
✅️ ღირებულებაში შედის :
✈️ორმხრივი ავიაბილეთი (ქუთაისი-ავიაკომპანია wizz air
🎒ხელბარგი 40 x 30 x 20 სმ
🏣განთავსება კეთილმოწყობილ სასტუმროში ქალაქის ცენტრალურ უბანში (ლინკს გამოგიგზავნით დაჯავშნისთანავე)
/საუზმე
/სამოგზაურო დაზღვევა
/ექსკურსიები ტურის ორგანიზატორის თანხლებით,რომელიც თბილისიდანვე მიყვება ჯგუფს და უხელმძღვანელებს სრული ტურის განმავლობაში,გირჩევთ სად იშოპინგოთ მისაღებ ფასად,სად მიირთვათ გემრიელად და ა.შ😉
გაითვალისწინეთ -ჩვენ გაწვდით მხოლოდ ზოგად ინფორმაციას ,მუზეუმებში სარგებლობთ შიდა გიდის ან აუდიო გიდის მომსახურებით.
✅️ ღირებულებაში არ შედის :
✔სამუზეუმო მოსაკრებელი და მეტეორას მონასტრებში შესვლის ღირებულება -15 -20ევრომდე
(მუზეუმებში შესვლა-სურვილის მიხედვით)
✔ტრანსფერი თბილისი-ქუთაისი-თბილისი- 45 ლ
✔ტრანსფერი (სალონიკის აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი ) და კომფორტული ტრანსპორტით მომსახურება 1 სრული დღის განმავლობაში ( სალონიკი-კალაბაკა-მეტეორა-სალონიკი) ჯამში 100 ევრომდე
✔ტრანსპორტით მომსახურება სალონიკი-სუროტი-სალონიკი (მამა პაისის საფლავზე წასასვლელად) 20-25 ევრო (სურვილის მიხედვით)
ტურის დეტალური აღწერა :
I დღე:
21:35 გაფრენა ქუთაისის აეროპორტიდან
ჩაფრენა სალონიკში,სასტუმროში დაბინავება
II დღე:
✅ სალონიკი საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქია.ის ჩვენს ერამდე 315 წელს დაარსდა და სახელი თესალონიკი ალექსანდრე მაკედონელის დის პატივსაცემად დაერქვა.
✅ ტრიუმფალური თაღი “კამარა”. აგებულია 305 წელს რომის იმპერატორის მიერ სპარსელებზე გამარჯვების აღსანიშნავად.
✅ როტონდა -შენობა იმპერატორ გალერეის დროს აშენდა და მავზოლეუმის ფუნქცია უნდა ჰქონოდა. მოგვიანებით ის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიად გადაკეთდა , ხოლო თურქების ბატონობის დროს მეჩეთი იყო.
დღეს რომაული როტონდა მუზეუმად ფუნქციონირებს, სადაც ტურისტებს საშუალება აქვთ დატკბნენ უნიკალური მოზაიკებითა და იშვიათი ფრესკებით.
✅ წმ დიმიტრი თესალონიკელის ტაძარი,მიწისქვეშა მუზეუმი
✅ თეთრი კოშკი -სალონიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლი. დღეს აქ მუზეუმია განთავსებული. თავდაპირველად კოშკი თურქების მიერ აშენდა, როგორც თავდაცვითი ნაგებობა. 1912 წლის რეკონსტრუქციის შემდეგ კი საბერძნეთის მფლობელობაში გადავიდა და ქალაქის სიმბოლო გახდა.მისი სიმაღლე 27 მეტრია
✅ არქეოლოგიური მუზეუმი (უმრავლესობის სურვილის შემთხვევაში)
✅ ბიზანტიური კულტურის მუზეუმი
✅ სალონიკის პორტი
სადილად ბერძნული სამზარეულოს გაცნობა
✅არისტოტელეს მოედანი-. ახლანდელი სახე მოედანმა 1917 წლის ხანძრის შემდეგ მიიღო. მოედანზე არისტოტელეს ქანდაკება დგას, ადგილობრივ მოსახლეობას კი სჯერა, რომ თუ არისტოტელეს ცერა თითს შეეხებიან და სურვილს ჩაიფიქრებენ ,აუცილებლად აუსრულდებათ.
✅ რომაული აგორა - ქალაქის ეკონომიკურ, სავაჭრო და საზოგადოებრივ ცენტრს წარმოადგენდა მეხუთე საუკუნეში. აქ განთავსებული იყო საჯარო შენობები, ოდეონის კონსერვატორია, აბანოები, მაღაზიები და გალერეები
III დღე:
08:00 გასვლა მეტეორას მიმართულებით
გეგმაშია შემდეგი მონასტრების მოლოცვა:
✅ ფერისცვალების მონასტერი (დიდი მეტეორა)
✅ ღირსი ვარლაამის მონასტერი
✅ წმინდა სტეფანეს მონასტერი
ან
✅ წმინდა სამების მონასტერი
20:00 დაბრუნება სალონიკში
თავისუფალი დრო
IV დღე:
10:00 გამგზავრება სუროტში
✅იოანე ღვთისმეტყველის სახ.დედათა მონასტერი ,სადაც წმ.მამა პაისი ათონელის საფლავია
✅ აია სოფიას ტაძარი -აგებულია VIII საუკუნეში
✅ კატაკომბები, იოანე ნათლისმცემლის წყარო(I-III სს)
✅ ციმისკის ქუჩა (საშოპინგოდ )
✅1 საათიანი კრუიზი მეკობრეების გემით ეგეოსის ზღვაში-სურვილის მიხედვით
საღამოს თავისუფალი დრო
შეგვიძლია ვივახშმოთ ბერძნულ ტავერნაში ,სადაც უგემრიელეს კერძებთან ერთად გვთავაზობენ ცოცხალ მუსიკას
✅ ციხე ეპტაპირგიო/კასტრა
✅ ანოპოლის უბანი,რომელიც 1917 წლის ხანძარს გადაურჩა და ნათელ წარმოდგენას იძლევა ძველი სალონიკის შესახებ.
თავისუფალი დრო სურვილისამებრ გამოსაყენებლად
23:55 გამოფრენა სალონიკიდან
ჩამოფრენა ქუთაისში
დაბრუნება თბილისში
გაითვალისწინეთ:
🔴ჩვენ გაწვდით მხოლოდ ზოგად ინფორმაციას ,მუზეუმებში სარგებლობთ შიდა გიდის ან აუდიო გიდის მომსახურებით.
🔴ჯავშნისთვის იხდით ტურის ღირებულების 50%, დანარჩენს კი გამგზავრებამდე 2კვირით ადრე
🔴თქვენი მხრიდან ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში ჩარიცხული თანხა ვერ დაგიბრუნდებათ
🔴ავიაკომპანიის მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე ტურისტული სააგენტო პასუხისმგებელი არ არის ,მომხმარებელი ვალდებულია როგორმე მოერგოს ცვლილებებს.
📝დამატებითი ინფორმაციისთვის ან
ტურზე დასარეგისტრირებლად დამიკავშირდით:
593 44 11 51 მარი
Viber/WhatsApp:593 44 11 51
ან მომწერეთ ფეისბუქზე
((მარი))
Advertisement

Event Venue & Nearby Stays

Thessaloníki, Thessaloniki, Greece

Sharing is Caring:

More Events in Thessaloniki

\u0391\u03c0\u03bf\u03b3\u03b5\u03c5\u03bc\u03b1\u03c4\u03b9\u03bd\u03ae \u03b1\u03bd\u03b1\u03c7\u03ce\u03c1\u03b7\u03c3\u03b7 \u03b3\u03b9\u03b1 \u03c4\u03b7\u03bd \u03b5\u03bc\u03c0\u03bf\u03c1\u03bf\u03c0\u03b1\u03bd\u03ae\u03b3\u03c5\u03c1\u03b7 \u03c4\u03bf\u03c5 \u0391\u03b9\u03b3\u03b9\u03bd\u03af\u03bf\u03c5
Fri Sep 20 2024 at 05:00 pm Απογευματινή αναχώρηση για την εμποροπανήγυρη του Αιγινίου

Μεγάλου Αλεξάνδρου 83 Εύοσμος, 56224 Thessaloníki, Greece

\u03a4\u03b1 \u03c8\u03ac\u03c1\u03b9\u03b1 \u03c4\u03bf\u03c5 \u03b1\u03c6\u03c1\u03bf\u03cd \u03ba\u03b1\u03b9 \u03c4\u03bf\u03c5 \u03b3\u03b9\u03b1\u03bb\u03bf\u03cd \/ \u03a3\u03c4\u03ad\u03bb\u03bb\u03b1 \u03a3\u03c0\u03b1\u03bd\u03bf\u03cd
Fri Sep 20 2024 at 05:30 pm Τα ψάρια του αφρού και του γιαλού / Στέλλα Σπανού

Marmita Εργαστήρι Μαγειρικής και Οίνου

Beer Gathering Epanomi
Fri Sep 20 2024 at 08:00 pm Beer Gathering Epanomi

3 Brothers Brews

\u0395\u03ba\u03b4\u03c1\u03bf\u03bc\u03ae \u03c3\u03b5 \u039c\u03ae\u03bb\u03bf\u03c2-\u039a\u03af\u03bc\u03c9\u03bb\u03bf\u03c2 (\u03c0\u03c1\u03bf\u03b1\u03b9\u03c1\u03b5\u03c4\u03b9\u03ba\u03ac) \ud83d\ude8d
Fri Sep 20 2024 at 11:00 pm Εκδρομή σε Μήλος-Κίμωλος (προαιρετικά) 🚍

ΘΕΟΔΩΡΟΥ ΚΟΛΟΚΟΤΡΩΝΗ 42, 57003 Thessaloníki, Greece

Friday Night Bar Crawl in Thessaloniki
Sat Sep 21 2024 at 03:00 am Friday Night Bar Crawl in Thessaloniki

Egiptou 11, Thessaloniki 546 25, Greece

\u03a1\u03ad\u03b9\u03ba\u03b9 1 \u0398\u03b5\u03c3\u03c3\u03b1\u03bb\u03bf\u03bd\u03af\u03ba\u03b7 * ReikiAcademy.gr
Sat Sep 21 2024 at 10:00 am Ρέικι 1 Θεσσαλονίκη * ReikiAcademy.gr

Θεσσαλονίκη

Jungle Massive vol.20
Sat Sep 21 2024 at 10:00 am Jungle Massive vol.20

Krau

Thessaloniki is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Thessaloniki Events