პორტუგალიის ჯგუფური ტური! 8-15 მარტი

Sun, 08 Mar, 2026 at 09:15 pm to Sun, 15 Mar, 2026 at 03:25 pm UTC+00:00

Lisbon, Portugel | Lisbon

GTG TOUR
Publisher/HostGTG TOUR
\u10de\u10dd\u10e0\u10e2\u10e3\u10d2\u10d0\u10da\u10d8\u10d8\u10e1 \u10ef\u10d2\u10e3\u10e4\u10e3\u10e0\u10d8 \u10e2\u10e3\u10e0\u10d8! 8-15 \u10db\u10d0\u10e0\u10e2\u10d8
Advertisement
პორტო-ლისაბონი-სინტრა-მადეირა! 🚋🏰🇵🇹🌊
ყველა ფერი ერთ ტურში, მზე, ზღვა და ქალაქები, რომელიც შენს გულს დაატყვევებს!
ტურის თარიღი: 8-9-10-11-12-13-14-15 მარტი
✨ ლისაბონი, კოლორიტული ქუჩები და უძველესი ტრამვაი🚋🚍
✨ პორტუ, ღვინის ქალაქი, ისტორიული დანგრეული ხიდებითა და დაუვიწყარი სანაპირო ხედებით🍷🌊
✨ სინტრა, ზღაპრული სასახლეები და მწვანე ბორცვები🏰⛪️
✨ მადეირა,ბუნების საოცრება, რომელიც ხმელთაშუა ზღვის მარგალიტს ჰგავს – მთები, ფორთოხლის ხეები და დაუვიწყარი ლანდშაფტები🏖🏞⛴️
ტურის დეტალური აღწერა:
📍დღე 1 (8 მარტი)
• 21:15 საათი, ფრენა თბილისიდან ტრანზიტულად, ლისაბონის მიმართულებით.
📍დღე 2 (9 მარტი)
• 12:55 საათი, ჩაფრენა ლისაბონში
• დაბინავება ლისაბონის სასტუმროში
• სე კათედრალი/Sé Cathedral / ვინტაჟური ტრამვაი ნომერი 28E, ლისაბონის გამორჩეულ კათედრალთან მიგიყვანთ. ის პორტუგალიის პირველმა მეფემ, ალფონსო პირველმა ააგო. აქ ბევრი არქეოლოგიური ნეშტი ინახება.
• ტრამვაი ნომერი 28 აუცილებელი გამოცდილებაა ლისაბონის სტუმრებისთვის. ეს ყვითელი ვინტაჟური ტრანსპორტი წინა საუკუნეში გადაგაგდებთ და ქალაქის ვიწრო ქუჩებში გაგიძღვებათ.
• რუა ავგუსტას თაღი- ტრიუმფალური თაღის მსგავსი ქვის ისტორიული ნაგებობა და ლისაბონის სავაჭრო მოედნის ღირსშესანიშნაობა, რომელიც 1755 წლის ლისაბონის მიწისძვრის შემდეგ ქალაქის აღდგენის საზეიმოდ აშენდა. მას ექვსი სვეტი აქვს (დაახლოებით 11 მ სიმაღლის), რომელთაგან თითოეული, სხვადასხვა ისტორიული პირის ქანდაკებებით არის დამშვენებული.
• საო ჟარჟის ციხესიმაგრე/São Jorge Castle- მავრიტანული მმართველობის ქვეშ აშენებული მე-11 საუკუნის ციხესიმაგრე, რომლიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება ქალაქზე.
📍დღე 3 (10 მარტი)
• საუზმე სასტუმროში.
• დილით ადრე გამგზავრება სინტრაში.
• სინტრას სასახლე: შუა საუკუნეების ქალაქ სინტრაში, სადაც XV-XIX საუკუნეებში ცხოვრობდნენ პორტუგალიის მონარქები!
• პენის სასახლე:1840 წლიდან მეფეთა საზაფხულო რეზიდენციაა, მდებარეობს მაღალ კლდეზე, 270 ჰექტარზეა გაშლილი, საიდანაც თვალწარმტაცი ხედები იშლება.
• მუოროსის სასახლე/Castelo dos Mouros- იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა სიაში შესული ეს შუასაუკუნოვანი მავრიტანული სასახლე ქალაქზე ულამაზეს ხედს გვთავაზობს. კარგ ამინდში კი ატლანტის ოკეანესაც კი მოკრავთ თვალს.
• cabo de roca- ადგილი, სადაც მიწა მთავრდება და ზღვა იწყება, დედამიწის უკიდურესი წერტილი, სადაც აღფრთოვანდები ატლანტის ოკეანის შეუდარებელი ხედებით და ლამაზი სანაპიროთი.
• ღამით დაბრუნება და დაბინავება ისევ ლისაბონში.
📍დღე 4 (11 მარტი)
• 06:00 საათი, გამგზავრება მადეირას მიმართულებით.
• 07:50 საათი, ჩაფრენა მადეირაზე.
• ბარგს დავტოვებთ სასტუმროში და ვიწყებთ ტურს.
• მადეირა-ატლანტის ოკეანის მარგალიტი, ულამაზესი კუნძული პორტუგალიაში. ბუნების და ზღვის საოცარი შერწყმა. კუნძული, სადაც ზაფხული არასდროს მთავრდება და ყოველი დღე იწყება ოკეანის შრიალით.
• კრიშტიანუ რონალდოს მუზეუმი, მადეირა სიამაყე, აქ ასახულია ლეგენდის კარიერის ყველა ეტაპი: ოქროს ბურთები, თასები, მედლები და უნიკალური ფოტომასალა.
• ფუნშალის საკათედრო ტაძარი, ერთ-ერთი უძველესი და შთამეჭდავი ნაგებობა.
• ღვთისმშობლის ეკლესია- მომლოცველების ფავორიტი ადგილი, საიდანაც იშლება საოცარი ხედები ფუნშალსა და ატლანტის ოკეანეზე.
• დაბინავება მადეირას სასტუმროში.
• თავისუფალი დრო სანაპიროს დასათვალიერებლად.
📍დღე 5 (12 მარტი)
• საუზმე სასტუმროში.
• ჯიპ-ტური მადეირაზე : დაუვიწყარი თავგადასავალი სამხედრო სტილის ჯიპებით, მადეირას ყველაზე ველურ და ულამაზეს ადგილებში. ადრენალინი კლდეებზე, ტროპიკულ ტყეებში და მთის ვიწრო ბილიკებზე. ადგილობრივი გიდები გაგვიზიარებენ კუნძულის საიდუმლო ადგილებს, ველურ პეიზაჟებს, ჩანჩქერებსა და ულამაზეს პატარა სოფლებს.
• 21:25 საათი, გამოფრენა მადეირადან ლისაბონში და დაბინავება ლისაბონის სასტუმროში.
📍დღე 6 (13 მარტი)
• საუზმე სასტუმროში.
ბელემის კოშკი/Belém Tower- იუნესკოს დაცული ძეგლია იმ დამსახურების გამო, რომ ის პორტუგალიის ნაპირს აღმოჩენების ეპოქაში და მის შემდგომაც იცავდა. კოშკი ვიზიტორებს მისი არქიტექტურის და ისტორიული როლის გამო ხიბლავს.
• ჯერონიმოს მონასტერი/Jerónimos Monastery- როდესაც 1501 წელს, მეფე მანუელ პირველს პორტუგალიური ტრიუმფის აღნიშვნა სურდა, მან ამ მონასტრის აგება გადაწყვიტა. დღეს ის იუნესკოს დაცული ძეგლის სტატუსს ატარებს.
• 25 აპრილის ხიდი/Ponte 25 de Abril- ლისაბონის ყველაზე საკულტო ხიდთან სელფის გადაღებით, ნებისმიერს დაარწმუნებთ, რომ სან ფრანცისკოში ხართ. 2.27 კილომეტრი სიგრძის ხიდი სწორედ ამერიკულმა კომპანიამ ააგო.
• ქრისტეს ქანდაკება- მართალია ის ლისაბონს არ ეკუთვნის, თუმცა ქალაქიდან მონუმენტამდე მოკლე მანძილი გაშორებთ. ის რიო დე ჟანეიროს ცნობილი ქრისტეს ქანდაკების შთაგონებით აშენდა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რელიგიურ დატვირთვას ატარებს.
• გამგზავრება ლისაბონიდან პორტოში და დაბინავება პორტოს სასტუმროში.
📍დღე 7 (14 მარტი)
• საუზმე სასტუმროში.
• დომ ლუის I-ის ხიდი- გუსტავ ეიფელის მოწაფის მიერ აგებული ხიდი კონსტრუქციულად ძალიან ჰგავს ეიფელის კოშკს. ხიდის გადაკვეთა ორ სიმაღლეზეა შესაძლებელი. ქვედა ნაწილით იმ მხარეს მოხვდებით სადაც პორტოს ყველაზე ცნობილი ფერადი სანაპირო ხედი იშლება (Cais da Ribeira). ხოლო, ზედა ნაწილით ფუნიკულიორზე ახვალთ, საიდანაც ალბათ საუკეთესო რაკურსიდან დაინახავთ ქალაქს.
• რიბეირას კვარტალი- პორტოს ეს მიმზიდველი კვარტალი შედგება უძველესი ვიწრო ქუჩებისგან და თვალწარმტაცი ფერადი სახლებისგან. რიბეირას მოედნის გარშემო უამრავი ბარი, კაფე და რესტორანია მყუდრო ტერასებით.
• წიგნის მაღაზია: (Livraria Lello)- უძველესი წიგნის მაღაზია პორტუგალიაში, რომელიც მრავალი წელია შედის მსოფლიოს ულამაზესი წიგნის მაღაზიების ტოპ 5-ში. ფასადი და ინტერიერი შესრულებულია ნეო-გოთიკურ სტილში, დიდი რაოდენობით მცირე დეტალებით, რთული ჩუქურთმებითა და აყვავებულ დეკორაციით.
• Jardim do Morro - თუ მზის ჩასვლით დატკბობისთვის რომანტიკულ ადგილს ეძებთ, ვილა ნოვა დე გაიას მთაზე მდებარე პარკს მიაკითხეთ. აქ ტბა და ბევრი მცენარეა, რაც განსაკუთრებულ სიმყუდროვეს შეგიქმნით.
• ეკლესია: Igreja do Carmo - პორტოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი არქიტექტურით მაინც ეს ეკლესია გამოირჩევა. მე-18 საუკუნეში აგებულ კათოლიკურ კათედრალს, ცისფერი და თეთრი აგურებით შექმნილი ულამაზესი კედელი ამშვენებს.
• სან-ბენტოს მატარებლის სადგური- სადგურის შენობა აშენდა ფრანგულ ნეოკლასიკურ სტილში და ამ ადგილის მთავარი გამორჩევა ინტერიერის გაფორმებაა.
• კლერიგოს კოშკი- არის პორტოს კიდევ ერთი ცნობილი სიმბოლო. ამ სიმაღლის ნაგებობის დანახვა შესაძლებელია ქალაქის ნებისმიერი ადგილიდან, ამიტომ ის შესანიშნავი ღირსშესანიშნაობაა პორტოში ჩასული ტურისტებისთვის და გასულ საუკუნეებში ის ასევე ასრულებდა მეგზურს პორტოში ჩასული გემებისთვის.
• 20:00 საათი, ფრენა ტრანზიტულად პორტოდან ქუთაისის მიმართულებით.
📍დღე 8 (15 მარტი)
• 15:25 საათი, ჩამოსვლა ქუთაისში და გამომგზავრება თბილისში.
ტურის ღირებულება- 2800 ლარი
ღირებულებაში შედის:
✅ორმხრივი ტრანზიტული ავიაბილეთები (თბილისი-ლისაბონი, პორტო-ქუთაისი)
✅შიდა ფრენები მადეირაზე ( 2 ფრენა)
✅10კგ ხელბარგი (ზურგჩანთა!)
✅სასტუმროები:
ლისაბონში 3 ღამით,
პორტოში 1 ღამით,
მადეირაზე 1 ღამით.
✅საუზმე,
✅სამოგზაურო დაზღვევა,
✅ქართულენოვანი გამყოლი/გიდი,
✅ქალაქის მოსაკრებელი(City Tax).
✅ტრანსფერი ავტობუსით ქუთაისიდან თბილისამდე.
ღირებულებაში არ შედის:
❌მუზეუმების მოსაკრებელი -70€ (დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მოინახულებთ)
❌ქალაქებში, ქალაქებს შორის და აეროპორტიდან გადაადგილება-საშუალოდ 130€-მდე
❌ჯიპ-ტური მადეირაზე-80€
❌საუზმის გარდა დანარჩენი კვება.
❗️ გაითვალისწინეთ, რომ ტური არის უმეტესად საფეხმავლო, სანახაობრივად დატვირთული და არ მიეკუთვნება დასასვენებელი ტურების კატეგორიას!
❗️გაითვალისწინეთ, რომ ავიაბილეთის ფასები ცვალებადია, იზრდება ტურის თარიღის მოახლოებასთან ერთად, ამიტომ სასურველია, ტური დაიჯავშნოს დროულად
❗️ დასაჯავშნად პირველ ეტაპზე ირიცხება 900 ლარი
❗️ ავიაკომპანიის მხრიდან ხარვეზზე ან ფრენის დროების ცვლილებაზე ტურისტული კომპანია პასუხს არ აგებს.
❗️საზღვრის კვეთისთვის საჭიროა საზღვარგარეთის პასპორტი 6 თვეზე მეტი ვადით. არასრულწლოვნისთვის საჭიროა დაბადების მოწმობა+ საზღვარგარეთის პასპორტი(თუ დედა მოყვება),
+მინდობილობა ნოტარიულად დამოწმებული (თუ არცერთი მშობელი არ მოყვება)
დასაჯავშნად ან დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ პირადში, ან დაგვიკავშირდით:
595-41-22-35, მარიამი
599-41-08-35, ბაკური
Advertisement

Event Venue & Nearby Stays

Lisbon, Portugel, Portugal

Icon
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.

Ask AI if this event suits you:

More Events in Lisbon

Sara Correia in Lisboa
Sat, 07 Mar at 09:30 pm Sara Correia in Lisboa

MEO Arena

Sara Correia in Lisboa
Sat, 07 Mar at 09:30 pm Sara Correia in Lisboa

MEO Arena

AS VAGINAS E EU | TERESA GUILHERME
Sun, 08 Mar at 06:00 pm AS VAGINAS E EU | TERESA GUILHERME

Rua das Portas de Santo Antão, 96, 1150-269 Lisbon, Portugal

YAKTAK in Lisboa
Sun, 08 Mar at 08:00 pm YAKTAK in Lisboa

LAV - Lisboa Ao Vivo

The Divine Comedy em Lisboa
Sun, 08 Mar at 09:00 pm The Divine Comedy em Lisboa

Aula Magna

Sinfonia Heroica de Beethoven
Tue, 10 Mar at 08:00 pm Sinfonia Heroica de Beethoven

São Luiz Teatro Municipal

Miss May I in Lisboa
Wed, 11 Mar at 06:00 pm Miss May I in Lisboa

LAV - Lisboa Ao Vivo

CRYSTAL LAKE & MISS MAY I | EUROPEAN HEADLINE TOUR 2026 | LISBOA
Wed, 11 Mar at 06:45 pm CRYSTAL LAKE & MISS MAY I | EUROPEAN HEADLINE TOUR 2026 | LISBOA

LAV - Lisboa ao Vivo

Crystal Lake in Lisboa
Wed, 11 Mar at 07:00 pm Crystal Lake in Lisboa

LAV - Lisboa Ao Vivo

Alfa Mist in Lisboa
Thu, 12 Mar at 07:00 pm Alfa Mist in Lisboa

Casa do Capitão

Nogu Svelo! in Lisbon
Fri, 13 Mar at 08:00 pm Nogu Svelo! in Lisbon

LAV - Lisboa ao Vivo

Lisbon is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Lisbon Events