Advertisement
📝პიროვნულ აშლილობებთან მუშაობა გეშტალტ თერაპიაში: თეორიიდან პრაქტიკამდე"📚წამყვანი: ევგენი რიაბოი (უკრაინა)- EAGT, 16 წლიანი სამუშაო გამოცდილებით ინდივიდუალურ, წყვილთა და ჯგუფურ ფსიქოთერაპიაში ; ავტორი წიგნისა „კლინიკური გეშტალტთერაპია“ (სტატუსის გამომცემლობა, 2023, უკრაინულ ენაზე);
🤷♀️🤷♂️ვისთვის არის ეს სემინარი?
- პრაქტიკოსი გეშტალტთერაპევტებისთვის.
- გეშტალტთერაპიის პროგრამების სტუდენტებისთვის(V კურსი).
📜სემინარის პროგრამა:
- პიროვნული აშლილობის დიფერენციალური დიაგნოსტიკა.
- თითოეული ტიპის პიროვნული აშლილობის ფორმირებისა და გამოვლინების თავისებურებები.
- თერაპიული ურთიერთობების სპეციფიკა სხვადასხვა პიროვნული აშლილობასთან მუშაობისას: მოსაზღვრე,შიზოიდური, ნარცისტული და სხვა.
სემინარზე განხილული იქნება ნენსი მაკ უილიამსისა და ოტო კერნბერგის პიროვნული აშლილობის კლასიფიკაციები (McWilliams and Otto Kernberg) და მათი ინტეგრირება თანამედროვე საერთაშორისო კლასიფიკაციებში
- პიროვნების აშლილობის თითოეულ ტიპთან მუშაობის სტრატეგიები და მეთოდები.
🧾სემინარის პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:
მოსაზღვრე პიროვნების აშლილობასთან მუშაობისას:
- როგორ ვიმუშაოთ მძაფრ ემოციებთან და მოსაზღვრე გახლეჩილობასთან.
- თვითდაზიანებების ქცევასთან მუშაობის მეთოდები.
ნარცისულ პიროვნულ აშლილობასთან მუშაობისას:
- თერაპიული ალიანსის ჩამოყალიბების თავისებურებები.
- მუშაობა გრანდიოზულობასთან და დევალვაციასთან.
შიზოიდურ პიროვნულ აშლილობასთან მუშაობისას:
- კლიენტთან კონტაქტის დამყარების მეთოდები.
- მუშაობა განცალკევებასთან და იზოლაციასთან.
🛋️🛠️⏰ღონისძიების ფორმატი:
- ლექციების, პრაქტიკული სავარჯიშოების, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის კომბინაცია.
- კლინიკური შემთხვევების ანალიზი.
- მცირე ჯგუფებში უნარების გამომუშავება.
- რთულ შემთხვევების სუპერვიზია
🗓️სემინარი ჩატარდება 14-16 თებერვალს.
⏰10:00-18:00
📍მისამართი: კოსტავას 37.
💶სემინარის ღირებულება:
230 ევროს ექვივალენტი ლარში, 27 იანვრამდე გადახდის შემთხვევაში,
260 ევროს ექვივალენტი ლარში 7 თებერვლამდე გადახდის შემთხვევაში,
290 ევროს ექვივალენტი ლარში 12 თებერვლამდე გადახდის შემთხვევაში.
☎️💻დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით:555330177
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა 37, მერაბ კოსტავას ქუჩა 37, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia