Advertisement
პასიურობა და გენდერი- რა სურთ ქალებს?
მოხსენებები:
• პასიურობა და გენდერი: ფსიქიკური ინერცია და დედობრივი სიმშვიდე
• დედისეული სიკვდილის ლტოლვა კლინიკაში: მძიმე დეპრესიის მქონე მამაკაცის შემთხვევა
სემინარის შესახებ:
ფროიდის მიერ აქტივობა/პასიურობის გენდერული, ბინარული აღქმის შეცვლას, ასევე ფემინურობა/პასიურობისა და მასკულინურობა/აქტივობის დაკავშირებას იგი მიჰყავს დასკვნამდე, რომ „ფემინურობის უარყოფა“ ფსიქიკური ცხოვრების საძირკველია. ამ იდეამ ნაყოფიერი ნიადაგი შექმნა ფემინისტური ფსიქოანალიტიკური კვლევებისთვის, რომლებიც მუდმივად აცოცხლებენ კითხვას ქალის სუბიექტურობის და ფსიქიკური ფემინურობის მნიშვნელობის შესახებ. ამ თეორიული წინსვლის მიუხედავად, დედის ფიგურა რჩება ცენტრალურ კომპლექსურ ქვაკუთხედად ფსიქოანალიზში ჩვილის შინაგან სამყაროში
ლიზა ბარაიტსერი გვთავაზობს ფსიქოანალიტიკურ დებატებს ქალურობის გარშემო. მას ყურადღება გადააქვს პასიურობიდან „სიმშვიდეზე", განიხილავს რა მას, როგორც დედობრივ დინამიკას, რომელიც განვითარებას უწყობს ხელს.
* შემოუერთდით ჩვენს სემინარს და ჩაერთეთ უახლეს დისკუსიებში პასიურობის, გენდერისა და დედის ფსიქიკის შესახებ
მოკლედ მომხსენებლის შესახებ:
ლიზა ბარაიტსერი არის ბრიტანეთის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების წევრი, ფსიქოსოციალური თეორიის პროფესორი ლონდონის ბირკბეკის უნივერსიტეტში, მას აქვს ფსიქოანალიტიკური პრაქტიკაში ლონდონში, გახლავთ ფსიქოანალიზის საერთაშორისო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს ყოფილი წევრი და ფსიქოანალიზის, კულტურის, საზოგადოების საერთაშორისო საბჭოს წევრი.
2013-2016 წლებში - ფსიქოანალიტიკური ჟურნალის Studies in Gender and Sexuality (ტეილორი და ფრენსის) თანარედაქტორი, ონლაინ ჟურნალის Studies in the Maternal (Open Library for the Humanities) დამფუძნებელი და თანარედაქტორი.
იგი არის ავტორი ჯილდოს მფლობელი მონოგრაფიისა, სახელწოდებით: "დედათა შეხვედრები: წყვეტის ეთიკა" (Routledge, 2009); ასევე არის რედაქტორი გამოსაცემად გამზადებული კრებულისა “შეუწყნარებლობა ქალურობის მიმართ” (Routledge, COWAP სერია). იგი წერს დედობის, ფსიქოანალიზის, დროებითობის, ზრუნვის, გენდერისა და ძალადობის შესახებ. მისი ბოლოდროინდელი ნაშრომები უკავშირდება „დედობრივი სიკვდილის ინსტინქტის “ კონცეფციის შემუშავებას, სადაც ავტორი ცდილობს შეისწავლოს თერაპიული ჩიხები და ლოდინის როლი ფსიქიკურ ცვლილებებში; ლიზა ბარაიტსერის ინტერესთა სფეროში შედის ასევე მიზოგინიის შესწავლა ფსიქოანალიტიკური პერსპექტივიდან.
სემინარი განკუთვნილია ფსიქოთერაპევტებისათვის, კლინიკური ფსიქოლოგებისათვის, ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის.
მონაწილეებს გადაეცემათ სემინარზე დასწრების დამადასტურებელი სერტიფიკატები
სემინარზე დასწრების საფასური: 190 ლარი. საფასურში შედის კვება შესვენებებზე, ქართულად თარგმნილი მოხსენებები და თარჯიმანი.
სემინარზე რეგისტრაცია გრძელდება 15 თებერვლის ჩათვლით
დასწრების მსურველებს გთხოვთ სემინარის საფასური ჩარიცხოთ საქართველოს ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპიის საზოგადოების ანგარიშზე GE88TB7124736020100006
საორგანიზაციო კომიტეტის წევრები:
ნინო სესიაშვილი [email protected] (საკონტაქტო პირი)
დინა ანთელავა, ლევან გოგუაზე, ლალი ცერცვაძე, თამარ აზმაიფარაშვილი
სემინარის გეგმა
22 თებერვალი, 2025, შაბათი
9.00- 11.00 სემინარის გახსნა და მოხსენება• მოხსენება „პასიურობაზე“ ქალურობასთან მიმართებაში
11.00- 11.30 ყავა, შესვენება.
11.30-12.30 დისკუსია ლექციის ირგვლივ.
12.30 -13.30- შესვენება
13.30-15.00- ჯგუფური სუპერვიზია.
მხატვრული ფილმის ჩვენება და განხილვა????
23 თებერვალი, 2025, კვირა
10.00- 11.30 ლიზა ბარაისტერი “დედისეული სიკვდილის ლტოლვა და მასთან მიმართებაში ღრმად დეპრესიულ მამაკაცთან კლინიკური შემთხვევის განხილვა”
11.30-12.00 ყავა, შესვენება.
12.00=13.00 დისკუსია ლექციის ირგვლივ.
13.00-13,30 შესვენება
13.30-15.00- ჯგუფური სუპერვიზია.
სემინარის დახურვა
Presenter: Lisa Baraitser, Birkbeck University of London, Psychoanalyst, a member of British Psychoanalytic Society
Presentations:
* Passivity and Gender: Psychical inertia and maternal stillness
* The Maternal Death Drive in the Clinic
About the program
Historically, passivity has been used to marginalize women and minoritized groups, excluding them from the realm of "reason." Freud's gendered binary of femininity/passivity and masculinity/activity frames the “repudiation of femininity” as central to psychic life. This has inspired feminist, queer, and Black psychoanalytic scholarship to challenge and redefine notions of female subjectivity and psychic femininity. However, the maternal figure remains a complex cornerstone in psychoanalysis, embodying both dependency and resistance in the infant's internal world.
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
Tbilisi State University ChavChavadze 3, ა. ჭავჭავაძის ქუჩა 17, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia