Advertisement
📣 აზროვნების აკადემიაში გაიმართება მედეა ტაბატაძის მასტერკლასი თემაზე: „შუა კარიერული კრიზისი - როდის ჩნდება და როგორ ვუპასუხოთ".➡️ კარიერის შუა ეტაპზე ბევრი პროფესიონალი აღმოჩნდება მდგომარეობაში, როცა სამუშაო, რომელიც წლების განმავლობაში მოტივაციას და იდენტობას განსაზღვრავდა, აღარ არის საინტერესო, აღარ აღძრავს განვითარების სურვილს და იწვევს შინაგან დაღლილობას. ჩნდება კითხვები:
➡️ ეს პროფესიის ბრალია? ორგანიზაციის? თუ ცხოვრების ბუნებრივი ეტაპია, რომელსაც ახლა გავდივარ?
➡️ მასტერკლასზე განვიხილავთ შუა კარიერული კრიზისის ანატომიას - რატომ ინგრევა „შთამბეჭდავი კარიერის“ ილუზია, როგორ მოქმედებს ორგანიზაციული ბარიერები და ჩვენი საკუთარი აღქმები სამუშაოზე და რა ხდება მაშინ, როცა გამოცდილება იზრდება, მაგრამ შინაარსი იკარგება.
➡️ მასტერკლასი პრაქტიკულ ჭრილში აჩვენებს, როგორ შეიძლება ამ კრიზისზე რეაგირება არა როგორც ჩავარდნაზე, არამედ როგორც გარდამტეხ ეტაპზე - გადაფასების, მიმართულების შეცვლის ან პროფესიული რესტარტის შესაძლებლობაზე.
👇 მასტერკლასზე ვისაუბრებთ:
🔸 როდის დგება და რა არის შუა კარიერული კრიზისი და რა ძირითადი სიმპტომებით გამოიხატება;
🔸 რას ნიშნავს U ფორმის მრუდი კარიერაში;
🔸 პროფესიული დაღლა vs ღირებულებების კრიზისი;
🔸 შუა კარიერული კრიზისის ხელშემწყობი პროფესიული ბარიერები;
🔸 მედეგობა და ემოციური დისბალანსი კარიერის შუა ეტაპზე;
🔸 რეკომენდებული სტრატეგიები კრიზისის დასაძლევად.
👇 მასტერკლასი განკუთვნილია:
◽ პროფესიონალებისთვის 20+ ან მეტწლიანი სამუშაო გამოცდილებით
◽ მენეჯერებისთვის, რომლებიც გრძნობენ, რომ ერთ პოზიციაზე არიან ,,გაყინული“;
◽ მათთვის, ვისაც სურს გაარკვიოს, არის თუ არა სამსახურში არსებული უკმაყოფილება პროფესიული პრობლემა თუ ცხოვრებისეული ეტაპი;
◽ გამოცდილ სპეციალისტებისთვის, რომლებიც ობიექტური მიზეზების გამო ჯერ კიდევ ეძებენ დასაქმების შესაძლებლობებს.
📅 შეხვედრის თარიღი: 27 იანვარი, 19:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
🔖 დასწრების საფასური: 80₾
🔖 სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ „საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილზე
📍მისამართი: თინა იოსებიძის #57
✅ რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/yth2WoEg
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.





