Advertisement
მედიქლაბჯორჯია და საქართველოს თმის კვლევის საზოგადოება (GHRS) გთავაზობთ ტრიქოლოგიის ერთდღიან კურსს. 🎯 კურსი განკუთვნილია:
დერმატოლოგებისთვის, ტრიქოლოგებისთვის, ოჯახის ექიმებისთვის, რეზიდენტებისთვისა და ყველა იმ სპეციალისტისთვის, ვინც მუშაობს თმის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მართვის მიმართულებით.
კურსის განმავლობაში:
• მიიღებთ უახლეს თეორიულ ინფორმაციას თმის ცვენის დიაგნოსტიკისა და მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ;
• დაეუფლებით ტრიქოსკოპიული კვლევის პრაქტიკულ უნარებს;
• ნახავთ FotoFinder-ის მუშაობას რეალურ პირობებში;
• გადმოგეცემათ სერტიფიკატი.
კურსს წარუძღვებიან
• პროფ. ნინო ლორთქიფანიძე - მედიქლაბჯორჯიას დერმატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი; საქართველოს თმის კვლევის საზოგადოების (GHRS) პრეზიდენტი;
• ნინო ხუციშვილი - მედიქლაბჯორჯიას დერმატოლოგიური დეპარტამენტის ექიმი დერმატოლოგი; საქართველოს თმის კვლევის საზოგადოების (GHRS) ვიცე-პრეზიდენტი
კურსზე დასარეგისტრირებლად:
მოგვწერეთ: [email protected]
MediClubGeorgia
🕙 31 იანვარი; 10:00 -18:00
📘 პროგრამა
10:00 -11:30
• მისალმება;
• ტრიქოლოგიის, როგორც დარგის განვითარება;
• ტრიქოსკოპიის თანამედროვე შესაძლებლობები;
• ტრიქოსკოპიის ალგორითმები და ნიშნები;
• ფსიქოტრიქოლოგია;
• თავის თმიანი არის დაავადებები.
11:30 -12:00 - შესვენება
12:00 -13:30 | არანაწიბუროვანი თმის ცვენის ტიპები
• ბუდობრივი ალოპეცია;
• ანდროგენული ალოპეცია;
• ტელოგენური და ანაგენური თმის ცვენები;
• ტრაქციული თმის ცვენა;
• თვითდაზიანებით გამოწვეული თმის ცვენა;
• დიფუზური და ფარული ბუდობრივი ალოპეცია.
13:30 -15:00 | ნაწიბუროვანი თმის ცვენის ტიპები
• თმის ბრტყელი ლიქენი;
• ფიბროზული ალოპეცია ტიპური გავრცელებით;
• ფრონტალური ფიბროზული ალოპეცია;
• დისექციური ცელულიტი;
• დეკალვირებადი ფოლიკულიტი;
• დისკოიდური წითელი მგლურა.
15:00 -16:00 - ლანჩი
16:00 - 17:30 | პრაქტიკული ვორქშოფი
• FotoFinder-ის საჩვენებელი მუშაობა;
• რეალური კლინიკური შემთხვევების განხილვა;
17:30 -18:00
• ტრიქოსკოპიული ქვიზი;
• გამარჯვებულის დაჯილდოება.
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
22a Tashkenti st. , 0160 Tbilisi, Georgia, ტაშკენტის ქუჩა 22ა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.






