Advertisement
12 იანვარს, 19 საათზე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, ლევან ცუცქირიძის საგამოფენო სივრცეში მხატვრის დაბადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საიუბილეო საღამო გაიმართება.ლევან ცუცქირიძემ 95 წლიანი ცხოვრების მანძილზე მნიშვნელოვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობა უსახსოვრა ქართულ ხელოვნებას.
მხატვარმა ააღორძინა და განაახლა ქართული ფორმათგანცდა, რისი ნაკლებობაც ახასიათებდა სოცრეალიზმის პერიოდის ხელოვნებას. მისი ხელწერა - წარსულის მოდერნისტული რომანტიზაცია, ქართული კულტურული იდენტობის სტილისტურად უტრირებული გმირები, რომლებიც უფრო ფრესკების და რელიეფების ფერწერულ გადააზრებას წარმოადგენს, ყოველთვის ადასტურებდა მხატვრის ნონკონფორმისტულ პოზიციას.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში დაცულია მხატვრის მდიდარი კოლექცია - ავტორს მთელი დარბაზი ეთმობა.
ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი გიწვევთ მხატვრის შემოქმედების თაყვანისმცემლებსა და ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს.
მისამართი: რუსთაველის გამზირი N7
დასწრება თავისუფალია.
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
7 Rustaveli Ave, 0108 Tbilisi, Georgia, შოთა რუსთაველის გამზირი 7, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.


![Karaoke Night With Fasial [Weekly Expat Event]](https://cdn-ip.allevents.in/s/rs:fill:500:250/g:sm/sh:100/aHR0cHM6Ly9jZG4tYXouYWxsZXZlbnRzLmluL2V2ZW50czIvYmFubmVycy82NGNkN2MyNTRhZWQ3YWNiNjMzZTYyYzY5OWZlOGYzNTA5MmZkZWI0MGY5OGY2MzM4MDMyNmNlZGVlOTE3YjQ4LXJpbWctdzEyMDAtaDYyOC1kY2NkNGY0MS1nbWlyP3Y9MTc2NzU2NjcwNg.avif)






