ზვიად ბოლქვაძე და რანინელები

Tue, 13 Jan, 2026 at 07:00 pm UTC+04:00

გრიბოედოვის თეატრი / Griboedovi Theatre | Tbilisi

SPARKS \u2022
Publisher/HostSPARKS •
\u10d6\u10d5\u10d8\u10d0\u10d3 \u10d1\u10dd\u10da\u10e5\u10d5\u10d0\u10eb\u10d4 \u10d3\u10d0 \u10e0\u10d0\u10dc\u10d8\u10dc\u10d4\u10da\u10d4\u10d1\u10d8
Advertisement
13 იანვარს - გრიბოედოვის თეატრში - SPARKS წარმოგიდგენთ - კომპოზიტორისა და ავტორ-შემსრულებლის - ზვიად ბოლქვაძისა და რანინას ბაშვების კონცერტს.
კომპოზიტორი, ავტორ-შემსრულებელი, დირიჟორი და არანჟირებების ავტორი, ზვიად ბოლქვაძე, სხვადასხვა ჟანრში მოღვაწეობს. მის საგუნდო და სიმფონიურ მუსიკას ხშირად ასრულებს სხვადასხვა კოლექტივი.
ზვიად ბოლქვაძეს მიღებული აქვს აკადემიური განათლება დირიჟორობის (მაგისტრის ხარისხი) და კომპოზიციის მიმართულებით (დოქტორანტურა) თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში.
2008 წლიდან დღემდე არის საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის (ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი), კომპოზიტორი და სოლისტი; 2012 წლიდან - ბავშვთა გუნდ „ანა-ბანას“ დირიჟორი; 2016 წლიდან - გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი; 2023 წლიდან -ქ. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
ზვიად ბოლქვაძე მონაწილეობს არაერთ სატელევიზიო პროექტში: ,,ჯეოსტარი“, ,,ანა-ბანა“, ,, მხოლოდ ქართული“, ,,რანინა“.
2007 წლიდან მუშაობს კინომუსიკის ჟანრში. არის ათამდე კინომუსიკის ავტორი. წერს მუსიკას სპექტაკლებისთვის.
ზვიად ბოლქვაძე არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმიდესობის -ილია მეორეს საგალობლების საგუნდო და საორკესტრო არანჟირებების ავტორი.
კონცერტებს მართავს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ (შვეიცარია, ისრაელი, საფრანგეთი, აშშ, ბელგია, პოლონეთი, იტალია, ჰოლანდია, გერმანია, უკრაინა, აზერბაიჯანი).
კონცერტი გაიმართება ბენდის თანხლებით. მონაწილეობას მიიღებენ, რანინას ბავშვები: ანასტასია ვასაძე , ანდრია ფუტკარაძე , ანიტა აბგარიანი , ლაზარე კაპანაძე და სანდრო აბესაძე.

------
19:00 - კარის გახსნა
20:00 - კონცერტის დასაწყისი
------

🎫 ბილეთის შეძენა: https://biletebi.ge/concerts/zviad-bolkvadze-da-raninelebi
♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 10+
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონცერტზე დასასწრებად, ბილეთის შეძენა აუცილებელია, ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის.
-
Advertisement

Event Venue & Nearby Stays

გრიბოედოვის თეატრი / Griboedovi Theatre, შოთა რუსთაველის გამზირი 2, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Tickets
Icon
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.

Ask AI if this event suits you:

More Events in Tbilisi

REAL TALK Tbilisi \u2013 a Tuesday English social club
Tue, 13 Jan at 07:30 pm REAL TALK Tbilisi – a Tuesday English social club

SevenRoads Bar

\ud83e\udd16 Coaching Group: Learn to create AI videos!
Wed, 14 Jan at 07:00 pm 🤖 Coaching Group: Learn to create AI videos!

4 Chikovani Street, Vake-Saburtalo, Tbilisi, Georgia

\u10d4\u10dc\u10dc\u10d8\u10e1 \u10e1\u10d0\u10d0\u10ee\u10d0\u10da\u10ec\u10da\u10dd \u10d7\u10d0\u10d5\u10d2\u10d0\u10d3\u10d0\u10e1\u10d0\u10d5\u10d0\u10da\u10d8
Thu, 15 Jan at 03:00 pm ენნის საახალწლო თავგადასავალი

Griboedov Theatre - Театр Грибоедова - გრიბოედოვის თეატრი

Weekly Open Mic Night at Crossroads Bar
Thu, 15 Jan at 08:00 pm Weekly Open Mic Night at Crossroads Bar

Crossroads Bar

Tbilisi is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Tbilisi Events