Advertisement
2025 წლის 17-18 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართება მერვე საერთაშორისო სიმპოზიუმი: “კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში".სიმპოზიუმის მიზანია კათოლიკური მემკვიდრეობის, ქართული კულტურისა და ცნობიერების ჩამოყალიბებაში რომის კათოლიკე ეკლესიის მნიშვნელობის გაანალიზება.
სიმპოზიუმი ეძღვნება სულხან-საბა ორბელიანის გარდაცვალებიდან 300 წლისთავს.
წაკითხული მოხსენებები ტრადიციისამებრ გამოიცემა კრებულის სახით, კონფერენციის სამუშაო ენაა: ქართული, ინგლისური, იტალიური.
მნიშვნელოვანი ვადები:
2025 წლის 10 აპრილი - სიმპოზიუმში მონაწილეობისათვის განაცხადის მიღების ბოლო ვადა.
2025 წლის 25 მაისი - სტატიების გადმოგზავნის ბოლო ვადა.
🔗დეტალური ინფორმაციისთვის : https://shorturl.at/buvIL
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Sulkhansaba University, კ. ქუთათელაძის #3, Tbilisi, Georgia