ლეჩხუმი: 2 დღიანი ტური: ხვამლის მთა, ღვირიშის ჩანჩქერი, ქულბაქი და ა.შ.

Sat, 21 Jun, 2025 at 07:00 am to Sun, 22 Jun, 2025 at 11:00 pm UTC+04:00

საქართველოს ბილიკებზე | Tbilisi

\u10e1\u10d0\u10e5\u10d0\u10e0\u10d7\u10d5\u10d4\u10da\u10dd\u10e1 \u10d1\u10d8\u10da\u10d8\u10d9\u10d4\u10d1\u10d6\u10d4
Publisher/Hostსაქართველოს ბილიკებზე
\u10da\u10d4\u10e9\u10ee\u10e3\u10db\u10d8:  2 \u10d3\u10e6\u10d8\u10d0\u10dc\u10d8 \u10e2\u10e3\u10e0\u10d8: \u10ee\u10d5\u10d0\u10db\u10da\u10d8\u10e1 \u10db\u10d7\u10d0, \u10e6\u10d5\u10d8\u10e0\u10d8\u10e8\u10d8\u10e1 \u10e9\u10d0\u10dc\u10e9\u10e5\u10d4\u10e0\u10d8, \u10e5\u10e3\u10da\u10d1\u10d0\u10e5\u10d8 \u10d3\u10d0 \u10d0.\u10e8.
Advertisement
,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ
21 - 22 ივნისს, შაბათ - კვირას, ორ დღიან ტურს ლეჩხუმში.

I დღე:
1. ოტიფარას ჩანჩქერი
2. ხვამლის წმ. გიორგის ეკლესია მე -11 -13 ს.ს.
3. ხვამლის მთის გადასახედი, უმაღლესი წერტილი
"მაიაკი" ზღ. დ. 2002 მ.
4. რაჩხის ჩანჩქერი
5. ცაგერი
🏠 ღამისთევა ცაგერში, საოჯახი ტიპის სასტუმროში.
მეორე დღეს ტურს ვიწყებთ 7:00 საათზე.
II დღე:
1. მდ. ჯონოულის ხეობა
2. ჩქუმის ჩანჩქერი იგივე ჯოჯოხეთს ღელე
3. ქულბაქის მწვანე ტბა, რომელსაც გარშემო საკალმახეები აქვს. (ხედები ასხის მთის მასივზე)
დავაგემოვნებთ კალმახს, ვისაც სურვილი ექნება.
4. ცაგერის ტაძარი, სადაც დაკრძალული წმ. მაქსიმე აღმსარებელი
5. ორბელის უღელტეხილი
5. ღვირიშის ჩანჩქერი
6. ლაილაშის ოქრონიშის აუზი
7. შაორის წყალსაცავი
8. ნაქერალას უღელტეხილ

ფეხით გასავლელი მანძილი:
ხვამლის მთის გადასახედზე 3კმ. ჯამში.

🏃‍♀️ გამყოლს აქვს უფლება, საჭირობისამებრ გადაანაცვლოს სანახავი ადგილები ანუ მიმდევრობა შეუცვალოს. ეს იმას არ ნიშნავს რომ რაიმეს გამოვტოვებთ, ყველაფერს განახებთ რაც ტურში გვიწერია ( გარდა იმ შემთხვევისა თუ სადმე გზა გაფუჭდა, შეიქმნა ფორსმაჟორული სიტუაცია და ა.შ. ) როცა ყოჩაღი ჯგუფია დამტებით ვნახულობთ კიდევ რამეს.

ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:40 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე. (გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).
⏰ თბილისში დაბრუნება:
22:30 საათიდან 23:30 საათამდე.

ტურის ღირებულება: 110 ლარი
ტურის ღირებულებაში არ შედის საოჯახო ტიპის სასტუმროში ღამისთევა: 35 ან 40 ლარი.
ტურის ღირებულებაში შედის:
🚶‍ გამყოლი (სერთიფიცირებული გიდი)
🚐 მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშრუტკა)
📸 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

🍔 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში 💻 ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 555407650 ან 568710175 ანი
VIBER / WhatsApp - 555407650
instagram: saqartvelosbilikebze

🌞☁️🌤⛈️ამინდზე ორგანოზატორი არ არის პასუხისმგებელი. ტურზე ჩაწერის წინ თავად გადაამოწმეთ ამინდი და ისე ჩაგვეწერეთ. წვიმის გამო ტურები არ გადაიდება. ტური გადაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში სამანქანო გზები თუ დაიკეტება.

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 🍔
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი 👟 წინდა 🧦 საწვიმარი, თბილი მოსაცმელი, სალაშქრო ჯოხი, კეპი (ქუდი).
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 👟🚶‍♂️

🔊 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
💺 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
🍺 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
🥂 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება მგზავრობისას, ლაშქრობისას, ტურის მიმდინარეობისას. ძალიან მცირე რაოდენობით შესაძლებელია მხოლოდ ტურის ბოლოს პიკნიკის დროს (როცა ტურზე მითითებული ყველა ძეგლი ნანახი გვაქვს და ტრანსპორტთან ვართ). თუ ვინმე არ დაემორჩილება ამ წესს, მეორედ აღარ დაიშვებიან ჩვენს ტურზე.
⚠️ როდესაც, ტური სალაშქრო არის და არ ხართ დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, გთხოვთ ნუ ჩაგვწერებით. ასევე ლაშქრობისას ატარეთ ისეთი ჩანთა, რასაც თავად მოერევით. სხვების იმედად ნუ წამოიღებთ მძიმე ჩანთებს.
⌚არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა 📲 (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
🚸 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
🚯 არ ვყრით ნაგავს
🚭 არ ვეწევით მიკროავტობუსში
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

🔊 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

⚠️ ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ 💜

Advertisement

Event Venue & Nearby Stays

საქართველოს ბილიკებზე, Republic 24, გიორგი ახვლედიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Sharing is Caring:

More Events in Tbilisi

ALCHEMY with Amber Ryan - A Practical Magical Movement Immersion in Tbilisi, Georgia
Fri, 20 Jun, 2025 at 07:00 pm ALCHEMY with Amber Ryan - A Practical Magical Movement Immersion in Tbilisi, Georgia

მეექვსე საავტორო სკოლა - ოფიციალური გვერდი / Sechste Autorisierte Schule

How do Gestalt therapist need to adjust their way of working t the changes in the contemporary world
Thu, 17 Jul, 2025 at 10:00 am How do Gestalt therapist need to adjust their way of working t the changes in the contemporary world

Zaharia Paliashvili 31, Tbilisi, Georgia

Tbilisi is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Tbilisi Events