Advertisement
📚ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით გიწვევთ საჯარო ლექციაზე - “ისტორია და ისტორიკოსები ჩვენს დროში”.თუკი გაინტერესებს:
📎 ისტორიკოსის კარიერა XXI საუკუნეში
📎ისტორიკოსის ერთი დღე - როგორია კვლევის პროცესი.
📎 რატომ გვჭირდება ისტორიკოსები დღეს? რა როლი აქვთ საზოგადოების ფორმირებასა და განათლებაში?
მაშინ ეს პროექტი თქვენთვისაა!
💭 ლექციას წაიკითხავს ყველასათვის კარგად ნაცნობი ისტორიკოსი, მთარგმნელი, ასისტენტ-მკვლევარი და ცნობილი ქართული ბლოგის “მწარე პოდკასტის” დამაარსებელი - ნიკა ხოფერია.
პროექტი ჩატარდება 30 ოქტომბერს თსუ-ის I კორპუსის 115-ე აუდიტორიაში, 16:00-ზე.
გელოდებით ყველას!🤍
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
Chavchavadze Ave. #1, Tbilisi, Georgia
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.











