Advertisement
საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ქართველი ხალხის სწრაფვა - ჰქონოდა დამოუკიდებელი სახელმწიფო - არასდროს განელებულა.ახლოვდება 9 აპრილი - ტკივილნარევი გამარჯვების დღე. ამ დღეს, 1989 წელს ქართველმა ხალხმა უდიდესი მსხვერპლი გაიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის კიდევ ერთხელ აღსადგენად, ხოლო 1991 წელს გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.
როგორც დამოუკიდებლობის აღდგენის აქტშია აღნიშნული, "ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ."
დღეს საქართველოს მართავს ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ცდილობს საზოგადოების გახლეჩას და ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირებას. ჯგუფი, რომელმაც ქვეყანა მოაქცია საერთაშორისო იზოლაციაში, შეიყვანა კრიზისში და ისტორიული მტრის წინაშე დატოვა პირისპირ, დაუცველი.
დამოუკიდებლობა ჩვენთვის ნიშნავს ძლიერ ქვეყანას და საკუთარი მომავლის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას.
ის მხოლოდ ფორმალური სტატუსი არა არის!
ამიტომ, თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება!
გრძელდება ერთხმად, ისევე როგორც 37 წლის წინ და მისი დაცვა ისე არაფერს შეუძლია, როგორც ერთ მუშტად შეკრულ ქართველ ხალხს.
ხალხს, რომელსაც გვაერთიანებს თავისუფლებისა და კეთილდღეობისკენ სწრაფვა!
რადგან გასაყოფი არაფერი გვაქვს!
📍 4 აპრილს, 19:00 საათზე ვიკრიბებით ფილარმონიასთან და მსვლელობით მივდივართ პარლამენტამდე.
ერთად დამოუკიდებლობისთვის!
#შაბათიმარშისდღეა
Advertisement
Event Venue
ფილარმონია • Tbilisi Philharmonic, 1 Petre Melikishvili St, Tbilisi,Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.











