Advertisement
🟡 ქოუჩინგ ლაბი ყოველთვის ვდგავართ ბიზნესის გვერდით და ადამიანებს ვთავაზობთ უწყვეტი განვითარების პლატფორმას. სწორედ ამიტომ, გიწვევთ ემოციური ჰიგიენის საღამოზე, სადაც შეგიქმნით მხარდამჭერ, რესურსულ გარემოს ძალების აღდგენისთვის. ➡️ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მოჭარბებული სტრესის პირობებში დარღვეული ემოციური წონასწორობა პირდაპირ აისახება ადამიანების კეთილდღეობასა და პროდუქტიულობაზე.
🟢 ემოციური ჰიგიენის საღამო მოიცავს “ემოციების ანბანზე” მუშაობას, კონცენტრაციისა და დინამიური მედიტაციის პრაქტიკებს. ჩვენი მიზანია შევქმნათ სივრცე, სადაც სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, ერთად ვიმუშავებთ ემოციური კეთილდღეობის აღდგენაზე.
📌 საღამოს გაუძღვებიან ეკატერინე ბაბუნაშვილი და ირინა ჭოჭუა.
⌛ შეხვედრის დრო: 17 იანვარი, 17.00 სთ
ერთად ვიქნები სამი საათის მანძილზე, დაგახვედრებთ ნათელ, მყუდრო გარემოს, ყავა/ჩაის და ტკბილეულობას.
🎯 მისამართი: დიმიტრი უზნაძის 82
ემოციური ჰიგიენის საღამო ქოუჩინგ ლაბის მიერაა დასპონსორებული და შთაგონებულია თქვენს კეთილდღეობაზე ზრუნვით.
მონაწილეობისთვის დარეგისტრირდით ➡️ https://forms.gle/AP39xUnEqQgozrBm7
❤️ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჯგუფში გვაქვს მხოლოდ 20-მდე ადგილი, ვიხელმძღვანელებთ პრინციპით - ადრე დარეგისტრირებულს აქვს უპირატესობა.
❤️ გთხოვთ დარეგისტრირდეთ იმ შემთხვევაში, თუ დანამდვილებით გეგმავთ მონაწილეობის მიღებას. იმ შემთხვევაში, თუ გეგმები შეგეცვლებათ, გთხოვთ მოგვწეროთ, რათა თქვენი ადგილი შემდეგმა მონაწილემ მიიღოს.
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
Design Institute, 82 Dimitri Uznadze Street, Tbilisi, Georgia
Tickets