Advertisement
ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის (EAGT-ს) ტრენინგ-სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამა გეშტალტთერაპიაში.გეშტალტთერაპიის და გეშტალტ ფსიქო-კონსულტირების 2024 წლის მიღება გრძელდება.ევროპული, დიპლომის შემდგომი პროფესიული განათლება და საერთაშორისო აღიარების დიპლომი საქართველოში!
კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი გიწვევთ, ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი წამყვანი მიმდინარეობის, გეშტალტთერაპიის შემსწავლელ საერთაშორისო პროგრამაზე!
ქართული სექტორი!
მიღებისა და სწავლების პირობები:
* სამედიცინო, სოციალური მუშაობის, ფსიქოლოგიის ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის დიპლომი;
*ინდივიდუალურად განიხილება ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებებში ბაკალავრის ან მაგისტრის მიღება, პარალელურად ფსიქოლოგიის მაგისტრატურაში სწავლის და სწავლის დასრულებამდე ფსიქოლოგიის მაგისტრის დიპლომის აღების პირობით;
*სტუდენტები მიიღებიან გასაუბრების საფუძველზე;
სწავლება მიმდინარეობს ქართულ-ინგლისურ და ქართულ ენაზე, ევროპის გეშტალტთერაპიის ასოციაციის (EAGT-ს) სასწავვლო ტრენინგ-სტანდარტების შესაბამისი პროგრამის მიხედვით;
სწავლების ფორმა - პროცესზე ორიენტირებული ოფლაინ(90%) და ონლაინ(10%) სწავლება
სააწავლო პროცესს უძღვებიან EAGT-ს ევროპული აკრედიტაციის მქონე , შესაბამისი კომპეტენციის მქონე, გეშტალტთერაპიის მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები, პრაქტიკოსი სპეციალისტები, სუპერვიზორები და ექსპერტები საწაეთველოდან და ევროპის სხცადასხცა ქცეყნიდან;
საბუთების მიღება გრძელდება!
პროგრამის ხანგრძლივობა - 5 წელი!
პროგრამა მოიცავს, 2024-2028 (ქართული სექტორი) სასწავლო წლებს.
სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული იღებს დიპლომის შემდგომი პროფესიული ევროპული განათლების საერთაშორისო აღიარებულ დიპლომს გეშტალტთერაპიაში რაც საშუალებას აძლევს მიიღოს EAGT-ს აკრედიტაცია, სურვილის შემთხვევაში EPA-ს და სხვა საერთაშორისო პროფესიული გაერთიანებების აკრედიტაცია.
ეს პროგრამა საუკეთესო შესაძლებლობაა ახალი პროფესიის შესაძენად, თქვენი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, აწმყოში ტკბობის და უკეთესი მომავლის შესაქმნელად!
მიიღეთ ხარიხსიანი განათლება და საერთაშორისო აღიარების აკრედიტებული დიპლომი, EAGT - ში სა სხვა საერთაშორისო პროფესიულ ორგანიზაციებში გაწევრიანების პერსპექტივით!
შეიქმენით ევროპაში და მთელ მსოფლიოში დასაქმების პერსპექტივა და საიმედო მომავალი!
შეუერთდით ფსიქოთერაპევტთა მსოფლიო თანასაზოგადოებას!
სასწავლო პროგრამა საერთაშორისო სტანდარტებს (EPA, EAGT) შეესაბამება და ინსტიტუტის მიერ ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის აკრედიტირებულ ტრენერებთან და სუპერვიზორებთან (EAGT) თანამშრომლობითაა შემუშავებული.
სასწავლო პროგრამა მკაცრად ითვალისწინებს გეშტალტთერაპევტთა მომზადების ევროპულ სტანდარტებს და სწავლება მკაცრად პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს და 5 წლის განმავლობაში გრძელდება.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გეშტალტთერაპიის თეორიასა და პრაქტიკას ეტაპობრივად, თანმიმდევრულად და დინამიურად ეუფლებიან. .ასეთი სისტემატიზებული სწავლების შედეგად სტუდენტს სწავლების 3 წლის შემდეგ ეძლევა რეკომენდაცია ინსტიტუტის ფსიქოთერაპიული და ფსიქოთერაპიულ კლინიკაში,, არსებულ ფსიქოთერაპიულ კლინიკებსა და ცენტრებში, შესაბამისი სუპერვიზიით, დაიწყოს კერძო პრაქტიკა.
საბუთების მიღება გრძელდება, იჩქარეთ!
მსურველებმა შემდეგი დოკუმენტები უნდა გადმოაგზავნონ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: [email protected], [email protected] აგრეთვე, სავალდებულოა მათი ბეჭდური სახით
წარდგენაც:
• რეზიუმე ინგლისურ და ქართულ ენაზე;
• მედიცინის, ფსიქოლოგიის, სოციალური მუშაობის ბაკალავრის ან/და მაგისტრის ან/და დოქტორის(არსებობის შემთხვევაში) დიპლომის ასლი;
• ¾ ფორმატის 2 ფოტო;
• ერთი საკუთარი თავისუფალი ფოტო;
• შევსებული განაცხადი(აპლიკაციის ფორმა) ინგლისურ, ქართულ ენაზე.
მოგვწერეთ ელფოსტაზე და გამოგიგზავნით განაცხადის ფორმას. სტუდენტების შერჩევა EAGT კრიტერიუმების მიხედვით, ინსტიტუტის წარმომადგენლების მიერ, წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ხდევა. შერჩეული აპლიკანტები მოწვეული იქნებინ გასუბრებაზე, რომლის შემდეგ მოხდება ხელშეკრულების გაფორმება კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინტსიტუტთან.
პროგრამის სრული ღირებულებაა - 10 000 ევროს ექვივალენტი ლარში
სასწავლო პროგრამა მოიცავს:
ა)) ინსტიტუტის ორგანიზებით ხდება მინიმუმ:
- ჯგუფური სუპერვიზიის 100 საათი;
- ჯგუფური ფსიქოთერაპიის 200 საათი;
- გეშტალტთერაპიის სწავლება-თეორია/მეთოდოლოგიის 600 საათი;
- აუცილებელ აკადემიურ დისციპლინებში სალექციო 300 საათი;
ბ) სტუდენტის ორგანიზებით ხდება მინიმუმ:
- პირადი პრაქტიკის 400 საათი;
- ინდივიდუალური თერაპიის მინიმუმ 80 საათი;
- ინდივიდუალური სუპერვიზიის მინიმუმ 50 საათი;
- ტრეინინგები, სემინარები, კონფერენციები მინიმიმ - 100 საათი
- ინტერვიზიის ჯგუფში მუშაობა მინიმუმ - 288 საათი;
- ლიტერატურული სალონი - მინიმუმ 288 საათი
- სამეულებში მუშაობა მინიმუმ - 144 საათი
სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელი - სოფია ვერულაშვილი
სოფია ვერულაშვილი - ფსიქოლოგი, ქოუჩი, ევროპაში აკრედიტირებული ფსიქოთერაპევტი და სუპერვიზორი, (EAGT-ში), ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის (EAGT) ვიცე-პრეზიდენტი, არმასრულებელი კომიტეტის მდივანი.
ქალბატონი სოფია ვერულაშვილი გახლავთ, ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი, კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, საქართველის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტო. სოფია ვერულაშვილი არის ერთადერთი ოჯახური ფსიქოთერაპევტი საქართველოში, ის უძღვება ჯგუფებს ოჯახურ ფსიქოთერაპიაში წამყვან მსოფლიო სპეციალისტებთან ერთად, როგორებიც არიან სტივენ იანგი, რასელ ჰაბერი, ლარს ბროკი, თომას ტოდი, მანუელ მარტინესი, სტივ სიმმსი და სხვ. მას აქვს 25 წლიანი უწყვეტი პრაქტიკა ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტის, სუპერვიზორისა და ქოუჩის, ტრენერისა და ლექტორის. სოფია ვერულაშვილი - გეშტალთთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის საერთაშორიდო სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელია. მუშაობს ინდივიდუალურად, წყვილებში, ოჯახურ და ჯგუფურ ფსიქოთერაპიაში. 2000 წლიდან სოფია კითხულობს ლექციების კურსს საქართველოს სხვადასხვა უნივერისტეტებში. ამ მომენტისათვის ის არის ხელმძღვანელი სალექციო კურსისა, ფსიქოთერაპიის საფუძვლებში, კომპლემენტარულ ფსიქოთერაპიასა და კლინიკურ ფსიქოლოგიაში, კითხულობს წყვილების ფსიქოთერაპიის ლექციების კურსს მაგისტრატრის სტუდენტებისათვის ფსიქოდიაგნოსტირებისა და კონსულტირების პროგრამაზე, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. ასევე, ამ მომენტისათვის ის არის ხელმძღვანელი სალექციო კურსისა, “წყვილების და ოჯახების ფსიქოთერაპია” ოჯახური ფსიქოთერაპიის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრატრის პირველი კურსის სტუდენტებისათვის, საქართველოს უნივერსიტეტში. სოფია ვერულაშვილი ორგანიზაციას უწევს და უძღვება თერაპიულ და სასწავლო ჯგუფებს, სემინარებს ოჯახურ თერაპიასა და გეშტალტთერაპიაში, საქართველოში, ლატვიაში, თურქეთში, მოლდოვაში, იტალიაში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში.
ინსტიტუტის ადგილობრივი და მოწვეული ტრენერები:
სოფია ვერულაშვილი(საქართველო)
ფრიდფელმ მატტჰიასი(გერმანია)
მარიან კრასტა(ჩეხეთი)
ნინა კოლანოვიჩი(ხორვატია)
კამილა ბიალი(პოლონეთი)
ჯონ გალისპი(ინგლისი)
როლანდ ცაგანი(სლოვაკეთი)
ნანა ბურდული(საქართველო)
თიკა ფანცულაია(საქართველო)
მზიკო დალაქიშვილი(საქართველო)
მონიკა ბრონზინი(იტალია)
ეკა პავერმანი(საქართველო)
იოლანტა მიერჟვა(პოლონრთი)
მოწვეული პროფესორები:
ლილი ხეჩუაშვილი,
მარიამ ალანია,
თინა ნორაკიძე,
მალხაზ მაყაშვილი,
ზაზა ვარდიაშვილი,
ლია ჩხიკვიშვილი,
მაია კალანდარიშვილი
ჯგუფური ფსიქოთერაპევტები:
დალი ლაშხიძე(საქართველო)
ბარბარე ჭკუასელი(საქართველო)
მაია ბაიაძე(საქართველო)
ეკა პავერმანი(საქართველო)
კურსდამთავრებულები სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ სურვილისამებრ იღებენ EAGT აკრედიტაციას, რაც ევროპულ აკრედიტაციას ნიშნავს ევროპის ფსიქოთერაპიის სასწავლო ტრენინგ-სტანდარტების(EAGT))
შესაბამისი გეშტალტთერაპიის ხუთწლიან სასწავლო პროგრამაში ჩართული სტუდენტები: - მონაწილეობენ და ესწრებიან სასწავლო-თერაპიულ პროგრამებს ევროპის, აშშ-ს გეშტალტთერაპიის ინსტიტუტებში;
- აწარმოებენ გეშტალტთერაპიულ სამეცნიერო კვლევებს კლინიკური პრაქტიკის პროცესში;
- მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში;
- იღებენ ფასდაკლებებს საერთაშორისო ტრენინგებზე, ვორქშოფებზე და კონფერენციებზე; - მონაწილეობენ ინსტიტუტის ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ დაგეგმილი ღონისძიებებში(ტრენინგები, სემინარები, გეშტალტ ინტენსივები, გეშტალტ შატლები და სხვა);
- სარგებლობენ ჩვენი მდიდარი ბიბლიოთეკით(მათ შორის ელექტრონული);
- მუშაობენ ინტერვიზიის ჯგუფებში;
- მუშაობენ სამეულებში;
- ატარებენ ღია ლექციებს ფართო აუდიტორიისთვის სარგებლობენ ხელშეწყობით დასაქმების სფეროში;
- ასევე, კონკრეტული ჯგუფის საჭიტოევევიდან გამომდინარე სწავლობენ შემდეგ 6-6 კრედიტიან საგნებს:
- პიროვნების თეორიები;
- კლინიკურ ფსიქოლოგია და ფსიქოსომატიკა; - ზოგად ფსიქოლოგია;
- მიჯაჭვულობის თეორია:
- ფსიქიატრია;
- პათოფსიქოლოგია;
- განვითარების ფსიქოლოგია;
- ნეოროფიზიოლოგია ნეიროფსიქოლოგია;
- განწყობის ფსიქოლოგია;
- ფსიქოდიაგნოსტირების თანამედროვე მეთოდები, DSM 5 და ა შ
სასწავლო პროგრამის განრიგი იძლევა სწავლის და მუშაობის შეთავსების საშუალებას, წელიწადში, სასწავლო პროგრამის ფარგლებში, 3,4,5-7, ხუთ დღიანი, 40/45 საათიანი ტრენინგ-ბლოკები ტარდება, ამ 5 დღიანი ტრენინგ-ბლოკების ორი დღე, შაბათი და კვირაა.
სწავლის განრიგი:
I კურსი:
200 საათი - ჯგუფური ფსიქოთერაპია (წელიწადში 5, 40 საათიანი, 5 დღიანი გეშტალტთერაპიული ჯგუფი),
2024 წელს ფსიქოთერაპიული ჯგუფების განრიგი:
1)5,6,7,8,9 ივნისი;
2)4,5,6,7,8 სექტემბერი;
3)20,21,22,23,24 ნოემბერი
4)22,23,24,25,26 იანვარი,
2025 წელი
5)) 26,27,28 თებერვალი, 1,2 მარტი,
2025 წელს სალექციო კურსი ფსიქოლოგიის საფუძვლები/ზოგადი ფსიქოლოგიაში; ნეიროფიზიოლოგია;
განწყობის ფსიქოლოგია;
განვითარების ფსიქოლოგია;
პიროვნების თეორიები;
II-III კურსები:
530 საათი - თეორია და მეთოდოლოგია. 2/4 თვეში ერთი 5 დღიანი ტრენინგი (40/45 სთ) შაბათ-კვირის გამოყენებით;
144 საათი ინტერვიზია;
144 საათი სამეულებში მუშაობა
სალექციო კურსები:
გადიან კლინიკურ ფსიქოლოგია და ფსიქოსომატიკა;
სოციალურ ფსიქოლოგია;
სამეულებში მუშაობა
ფსიქიატრია და პათოფსიქოლოგია, ფსიქოპათოლოგია;
ნეოროფსიქოლოგია;
ფსიქოდიაგნოსტირების თანამედროვე მეთოდები ;
IV კურსი – 145 საათი თეორია და მეთოდოლოგია. 200 საათი - ფსიქოთერაპიული პრაქტიკა.
მუშაობა ინდივიდუალური(15 საათი) და ჯგუფური(64 საათი) სუპერვიზია;
72 საათი ინტერვიზია 144 საათი სამეულებში მუშაობა
V კურსი – 200 საათი ფსიქოთერაპიული პრაქტიკა; 64 საათი ჯგუფური სუპერვიზია 72 საათი ინტერვიზია 15 საათი ინდივიდუალური სუპერვიზია 144 საათი სამეულებში მუშაობა სადიპლომო ნაშრომის მომზადება მეთოდოლოგიის ერთ-ერთი ტრენერის ხელმძღვანელობით. სადიპლომო ნაშრომის დიალოგის რეჟიმში დაცვა. სადიპლომო ნაშრომის ლექციის ან ვორქშოპის სახით წარსდგენა, ინსტიტუტის, კავკასიის გეშტალტთერაპიის საერთაშორისო კონფერენციაზე.
სწავლის ხანგრძლივობა: 5 წელი 3 წლის შემდეგ პროგრამის მონაწილეს ენიჭება სტუდენტი გეშტალტ პრაქტიკოსის სტატუსი. აღნიშნული სტატუსი გეშტალტ პრაქტიკოსს აძლევს საშუალებას დაიწყოს მუშაობა,ანუ განახორციელოს ფსიქო-კონსულტირება, ფსიქოთერაპია თავის კერძო სუპერვიზორის ხელმძღვანელობით, ფსიქოთერაპიულ კლინიკებში, ცენტრებში და ინსტიტუტის მიერ რეკომენდირებულ ორგანიზაციებში.
სწავლის საფასური: 10000 ევროს ექვივალენტი ლარში(სასწავლო პროგრამის მთლიანი ღირებულება)
სწავლის საფასურის გადახდის პირობები:ხელშეკრულების გაფორმებამდე ან გაფორმებიდან სავალდებულოა სწავლების 20% ის საფასურის დაფარვა წინასწარ, 2 000 ევროს ოდენობით და პირველი კვარტლის საფასურის 500 ევროს შემოიტანა. შემდგომში, სწავლის საფასურის გადახდა 3 თვეში ერთხელ ხდება 500-500 ევროს შესაბამისი ლარის ოდენობით, ხელშეკრულების შესაბამისად. წინასწარი შენატანის გაკეთება სავალდებულო და აუცილებელია რადგან, ჯგუფი დახურულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სწავლება პროცესის საშუალებით ხორციელდება, რომელიც 5 წლის განმავლობაში ერთი და იმავე ჯგუფის წევრების მონაწილეობით ხდება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სტუდენტი სწავლას რაიმე მიზეზით შეაჩერებს, ჯგუფში სტუდენტის სხვა წევრით ჩანაცვლება არ მოხდება
სწავლების ენა:ქართული - ინგლისურია
აღსანიშბავიქ, რომ ინსტიტუტის გეშტალტთერაპიის სასწავლო პროგრამას უკვე ჰქონდა სამი გამოშვება, 2017, 2018 და 2020 წელს და ერთი გამოშვებაც 2024 წლის დეკემვერშია! ინსტიტუტის 28 კურსადმთავრებულმა საქართველოდან და ორმა სომხეთიდან უკვე მიიღეს ევროპული აღიარება გეშტალტთერაპიაში (გახდნენ ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის აკრედიტაციის მქონე წევრები) და ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წევრობა. დანარჩენი კურსდამთავრებულები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან აღნიშნულის პროცესში იმყოფებიან.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:- ინსტიტუტის დამფუძნებრლსა და გენერალურ დირექტორს, სოფია ვერულაშვილს (საქართველო):
+995 599257972
[email protected]
[email protected]
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
13 Sophrom Mgaloblishvili str, Tbilisi, Georgia