Advertisement
9 მაისს, ექსპო ჯორჯია ყველაზე დიდ ევროპულ დღესასწაულად იქცევა. თუ ხარ ცნობისმოყვარე, შემოქმედებითი ადამიანი ან უბრალოდ შაბათი დღის განსხვავებულად და საინტერესოდ გატარებას გეგმავ, შემოგვიერთდი მეგობრებთან ერთად ევროპის დღის აღსანიშნად.📅 9 მაისი 2026
📍 Expo Georgia, წერეთლის გამზ. 118
🕛 გახსნა: 11:30
🎟️ დასწრება უფასოა
🏛️ აღმოაჩინე გამოგონებები ევროკავშირის ქვეყნებიდან
პავილიონები 5–6 | ევროპის გუნდი
იცოდი, რომ ბევრი იდეა, რომელიც შენს ყოველდღიურ ცხოვრებას ქმნის - თანამედროვე ტექნოლოგია, ინოვაციური სამედიცინო მიღწევები ან მუსიკა, რომელიც გიყვარს, ევროპიდან იღებს სათავეს?
ექსპო ჯორჯიას მე-5-6 პავილიონებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები ამ ისტორიას აცოცხლებენ. თითოეული ქვეყანა წარმოადგენს ერთ გამორჩეულ მიღწევას — მეცნიერული რევოლუციებიდან და გამოგონებებიდან კულტურულ მოძრაობებამდე, რომლებმაც შეცვალა ჩვენი აზროვნება, შემოქმედება და ურთიერთობა.
ეს არ არის უბრალოდ გამოფენა, არამედ მოგზაურობა ადამიანის მიღწევების სამყაროში, შთამბეჭდავი ვიზუალებით, კრეატიული ინსტალაციებითა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან რეალური საუბრებით.
🤝 საქართველო და ევროპა — 30 წელი ერთად
პავილიონი 11 | ევროკავშირის პროექტები
მე-11 პავილიონი გიყვება ევროკავშირი–საქართველოს პარტნიორობის შესახებ — არა დიპლომატიური ენით, არამედ ადამიანური ისტორიებით, რეალური თემებით და რეალური ცვლილებით. აღმოაჩინე ექვსი თემატური სივრცე, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ განვითარებას, ციფრულ ტრანსფორმაციას, დემოკრატიას, გარემოს დაცვას, კულტურასა და ახალგაზრდობას.
აქ ასევე დაგხვდება სპეციალური ინსტალაცია „ევროკავშირი–საქართველოს პარტნიორობის 30 წელი“, რომელიც ვიზუალურ მოგზაურობაში წაგიყვანთ და გიამბობთ იმ მნიშვნელოვან ეტაპებზე, რომლებმაც ეს განსაკუთრებული ურთიერთობა შექმნა და გააძლიერა.
აქვე განთავსებულია მთავარი სცენა, სადაც ღონისძიების გახსნის ცერემონია გაიმართება.
🎙️ Live პოდკასტი „ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი“
პავილიონი 4
წელს მე-4 პავილიონი პოდკასტის სტუდიად გადაიქცევა. დღის განმავლობაში სხვადასხვა წამყვანი საინტერესო სტუმრებთან ერთად მნიშვნელოვან თემებს განიხილავს: რას ნიშნავს ევროპა დღეს ქართველი ხალხისთვის? როგორია ჩვენი საერთო მომავალი? რა გვაერთიანებს საზღვრებსა და თაობებს მიღმა?
ყოველი სესია 20–45 წუთი გრძელდება — ახალი ხმები და ახალი თემები მთელი დღის განმავლობაში. და რაც მთავარია, შენ შეგიძლია იყო არა მხოლოდ მსმენელი, არამედ ამ საუბრის მონაწილეც.
🚀 შესაძლებლობების სივრცე - პავილიონი 3
შემოგვიერთდი მე-3 პავილიონში პრაქტიკულ ვორკშოპებზე და აღმოაჩინე საინტერესო შესაძლებლობები. გაიგე, როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას და როგორ გაიკვლიო გზა ხელოვნური ინტელექტისა და დეზინფორმაციის სამყაროში.
გაინტერესებს სწავლა ან პროფესიული განვითარება? გაიგე, როგორ შეიტანო განაცხადი Erasmus+-ის გაცვლით პროგრამაში და მიიღო მონაწილეობა კონკურსში “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში.”
🌿 დღესასწაული გარე სივრცეშიც გრძელდება
დაათვალიერე FAO აგრომარკეტი, აღმოაჩინე ქართული ადგილობრივი გემოები, ხელნაკეთი პროდუქცია და ინიციატივები, რომლებიც უფრო მწვანე და მდგრად მომავალს ქმნის.
მიიღე შთაგონება პროქტის „საქართველო მწვანე მომავლისთვის“ აქტივობებიდან და ნახე, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს გარემოზე ზრუნვა.
გადაიღე ფოტოები სპეციალურ სივრცეებში, დაათვალიერე ინტერაქციული ინსტალაციები და შექმენი მოგონებები.
სპეციალური საბავშვო აქტივობები კი ამ დღესასწაულს ოჯახურ მხიარულებად აქცევს — რადგან ევროპის დღე ყველა თაობას ეკუთვნის.
🎸🎵კონცერტი - გარე სივრცე
დაასრულე დღე მუსიკით — ისიამოვნე ცოცხალი მუსიკით თქვენი საყვარელი ქართული ბენდების შესრულებით, რომელიც საღამოს ენერგიით, ემოციითა და სადღესასწაულო განწყობით შეავსებს. 🎶☀️
დამატებითი ინფორმაცია: https://eu4georgia.info/4mv4xJN
***
On 9 May, Expo Georgia transforms into the biggest Europe Day celebration. Whether you're curious, creative, or simply looking for an incredible day out, Europe Day 2026 has something that will move you.
📅 9 May 2026
📍 Expo Georgia, Tsereteli Ave. 118, Tbilisi
🕛 Doors open: 11:30
🎟️ Free entry
🏛️ Inventions from the European Union
Pavilions 5–6 | Team Europe
Did you know that some of the ideas that shape your daily life — the modern technology, the innovative medicine achievements, the music you love — trace their roots back to Europe?
Step into the Team Europe pavilion, where each EU Member State presents one extraordinary contribution to humanity — from scientific revolutions and groundbreaking inventions to cultural movements that changed how we think, create, and connect.
This isn't an exhibition. It's a journey through human achievement — told through stunning visuals, creative installations, and real conversations with embassy representatives from across the European Union.
🤝 30 years of Partnership between Georgia & the European Union
Pavilion 11 | EU Projects & Partnership
Pavilion 11 tells the story of what the EU–Georgia partnership really means — not in diplomatic language, but in real people, real communities, and real change - from economic growth and digital transformation to democracy, environment, culture, and youth.
At the heart of the pavilion, a special installation "30 Years of EU–Georgia Partnership" takes you on a visual journey through the milestones that have defined and deepened this remarkable relationship.
And this is also where the main stage comes alive — hosting the opening ceremony and programme highlights throughout the day. Don't miss it.
🎙️ "My Europe, My Future" Live Podcast Studio — Pavilion 4
This year, Pavilion 4 becomes a live podcast studio — raw, real, and full of energy. Throughout the day, different hosts sit down with fascinating guests to explore the big questions: What does Europe mean to Georgians today? What does our shared future look like? What unites us across borders and generations?
Each session runs 20–45 minutes, with fresh voices and fresh topics all day long. And the best part? You're not just the audience — you're part of the conversation.
🚀 Pavilion of Opportunities — Pavilion 3
Step into Pavilion 3 and explore opportunities that can shape your future. Learn how AI is transforming the way we live and how to better navigate disinformation in today’s digital world.
Interested in studying or growing professionally? Find out how to apply for Erasmus+ and discover the EU Prize for Journalism — a local contest recognising outstanding journalism in Georgia.
Join practical workshops, get expert advice.
🌿 STEP OUTSIDE — THE PARTY CONTINUES IN THE YARD | Outdoor Area
Wander through the agromarket and discover local Georgian flavours, artisan products, and initiatives building a greener, more sustainable food future.
Get inspired by Georgia Goes Green activities that show just how exciting environmental action can be.
Strike a pose at our photo booths, explore interactive installations, and create nice memories.
Dedicated children's activities make this a celebration for the whole family — because Europe Day belongs to every generation.
🎸🎵Outdoor area - Live Concert
End the day with music that brings everyone together — a LIVE CONCERT by your favourite Georgian bands, filling the evening with energy, эмоtion and celebration. 🎶☀️
More info: https://eu4georgia.eu/europe-day-2026/
#MyEuropeMyFuture
Advertisement
Event Venue
ExpoGeorgia, აკაკი წერეთლის გამზირი 118, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.






