Advertisement
,,საქართველოს ბილიკებზე"25 იანვარს, კვირას გთავაზობთ ერთ დღიან სალაშქრო ტურს შიდა ქართლში. ტურის მთავარი სანახაობაა, სოფელ ბიისში (ბოშურის თემი, მდებარეობს მდ. ტანის მარჯვენა ნაპირას. ზღ. დ. 1080 მ. ) მდებარე გაყინული ჩანჩქერი.
☕️ ყავა/ჩაი უფასოდ
🚐 მიკროავტობუსი გამოვა თბილისიდან და რუსთავიდან
1. გაყინული ბიისის ორი ჩანჩქერი
2. ატენის სიონი - მე - 7 ს. ტაძრის კედელზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები.
🍖 ტურის ბოლოს ვიმწვადავებთ ჯგუფის სურვილის შემთხვევაში.
თუ დრო დაგვრჩა დავამატებთ სანახავ ძეგლებს.
👣 ფეხით სასიარულო:
ბიისის ჩანჩქერი - ჯამში 5 კმ.
✔ ტურის ღირებულება: 40 ლარი
⚠️ ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა
ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში 💻 ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 555 40 76 50 ანი
VIBER / WhatsApp - 555407650
⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 8:40 სთ-დან. გავდივართ 9:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).
⏰ თბილისში დაბრუნება
20:30 საათზე.
ტურის ღირებულებაში შედის:
🚶 გამყოლი
🚐 მგზავრობა მიკროავტობუსით ( მარშუტკა 20 ადგილიანი)
☕️ყავა/ ჩაი უფასოდ
📸 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
🍔 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 🍔
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი 👟 წინდა 🧦 საწვიმარი ან ქოლგა ☔, თბილი ქუდი 🧢 ხელთათმანები. გამაშები და სალაშქრო ჯოხი სასურველია.
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 👟🚶♂️
🔊 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.
⚠️ ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება, რადგან ტური არ ჩაიშალოს. თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.
🔊 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
💺 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
⚠️ არ ვწუწუნებთ და არ ვუქმნით სხვებს დისკომფორტს.
🙋♂️🙋♀️ ერთად ვქმნით მეგობრულ გარემოს ❤
⌚არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა 📲 (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
🚸 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
⌚ არ ვაგვიანებთ
🚯 არ ვყრით ნაგავს
🚭 არ ვეწევით მიკროავტობუსში
🍺 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
🥂 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.
p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
საქართველოს ბილიკებზე, Tbilisi, Georgia
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.











