გასაოცარი ტოსკანური თავგადასავალი

Wed, 06 May, 2026 at 07:00 am to Mon, 11 May, 2026 at 05:45 am UTC+04:00

თბილისი; რუსთაველის გამზ. 38, 0108 Tbilisi, Georgia | Tbilisi

\u10db\u10e1\u10dd\u10e4\u10da\u10d8\u10dd\u10e1 \u10d2\u10d0\u10e0\u10e8\u10d4\u10db\u10dd
Publisher/Hostმსოფლიოს გარშემო
\u10d2\u10d0\u10e1\u10d0\u10dd\u10ea\u10d0\u10e0\u10d8 \u10e2\u10dd\u10e1\u10d9\u10d0\u10dc\u10e3\u10e0\u10d8 \u10d7\u10d0\u10d5\u10d2\u10d0\u10d3\u10d0\u10e1\u10d0\u10d5\u10d0\u10da\u10d8
Advertisement
✨ფლორენცია ✨სიენა✨ პიტილიანო ✨სორანო ✨მონტეპულჩიანო ✨პიენცა
✨ ვალ დ"ორჩას ხეობა ✨მონტერიჯონი ✨ სან - ჯიმინიანო ✨
📍1 დღე ( 6 მაისი ) - ჩაფრენა ფლორენციაში
ტრანსფერი სასტუმროში. ექსკურსია ფლორენციაში.
ფლორენცია – ტოსკანის დედაქალაქი, იტალიური რენესანსის აკვანი , ცოცხალი მუზეუმი,
სადაც ხელოვნება და ისტორია ერთმანეთს ერწყმის. 🌿
უძველესი დუომო – საოცარი გუმბათით, უფიცის გალერეა – მიქელანჯელოსა და ბოტიჩელის შედევრებით, პონტე ვეკიო –შუა საუკუნეების დროინდელი ხიდი - რომელიც XVI საუკუნედან „ოქროს ხიდის“ სახელით გახდა ცნობილი, სასურსათო მაღაზიების ნაცვლად იქ საიუველირო სახელოსნოები დაარსდა, რომლებიც დღემდე ფუნქციონირებს.
პიტის სასახლე და ბობოლის ბაღები – მდიდრული ატმოსფეროთი, მიქელანჯელოს მოედანი, საიდანაც ქალაქი მთელ სიდიადეში იშლება.
ღამისთევა - ფლორენციაში.
📍2 დღე ( 7 მაისი ) - საუზმე სასტუმროში.
✨ ეს დღე დაეთმობა ფლორენიციის მუზეუმების მონახულებას:
( ფასში არ შედის მუზეუმების ტური და ბილეთების საფასური )
• უფიცის გალერეა – მიქელანჯელოსა და ბოტიჩელის შედევრებით,
• Galleria dell’Accademia
• მედიჩების სამარხილებას.
✨ვისაც ნანახი აქვს ექნებათ თავისუფალი დღე - შეგვიძლია შევთავაზოთ არჩევითი ექსკურსია - პიზაში და ლუკაში ( ფასში არ შედის)
ღამისთევა ფლორენციაში
📍3 დღე ( 8 მაისი ) - საუმზე სასტუმროში
ფლორენცია - სიენა
გამგზავრება მატარებლით. ტრანსფერი სასტუმროში, შეხვედრა გიდთან და ქალაქის ტური:
• სიენას საკათედრო ტაძარი
• დუომოს ტაძრის კომპლექსის მუზეუმი
• პიაცა-დელ-კამპო
• პალაცო პუბლიკო
• სანტა-მარია დელა სკალა
• ეროვნული პინაკოტეკა
თავისუფალი საღამო. ღამისთევა სიენაში
📍4 დღე (9 მაისი) - საუმზე სასტუმროში.
ადრიანი გამგზავრება სიენიდან.
ამ დღეს მოვინახულებთ ეტრუსკების პერიოდის ორ ულამაზეს სოფელს.
• პიტილიანო - მთის ფერდობზე შემოფენილი ტუფის ქვით ნაშენი ეტრუსკების მიერ გაშენებული სოფელი, რომელიც ბუნებისა და არქიტექტურის საინტერესო შერწყმას წარმოადგენს. ტოსკანური იერუსალიმი, ეს კოლორიტული კომუნა ტოსკანის რეგიონის მარგალიტად მიიჩნევა.
• სორანო - ასევე ეტრუსკულ ეპოქაში აყვავდა. კლდეზე მდებარეობისა და ტუფში ჩაფლული მდებარეობის გამო (ახლომდებარე პიტილიანოს მსგავსად), მისი მონახულება დროში მოგზაურობას ჰგავს: ტიპიური და მომხიბვლელი სოფელი, ერთმანეთზე მიყრდნობილი პატარა სახლებითა და თვალწარმტაცი ჩიხებით.
დაბრუნება სიენაში. ღამისთევა სიენაში.
📍5 დღე ( 10 მაისი ) - საუზმე სასტუმროში.
გამგზავრება სიენიდან.
✨ეს დღე მთლიანად ტოსკანის ყველაზე ფოტოგენურ ადგილებს დაეთმობა.
✨Val D'Orcia ს ხეობა ტოსკანის ნამდვილ სავიზიტო ბარათია. ეს ადგილი თავის უცვლელი ლანშაფტით და ხელუხლებელი სილამაზით აღორძინების მხატვრების შთაგონებად იქცა.
• Crete senesi Asciano
• მონტე ოლივეტო მაჯორე - საოცარი ფრესკებით
• მონტეპულჩიანო - ტოსკანური ღვინის სამოთხე ( ღვინის დეგუსტაციები) - პატარა ტოსკანური ქალაქი მდიდარი შუა საუკუნეების წარსულით. ცნობილია, მრავალრიცხოვანი სასახლეებითა და ღვინით. ბორცვიდან, რომელზედაც ქალაქი მდებარეობს, ჰორიზონტს მიღმა გადაჭიმული ტოსკანის მინდვრებისა და ვენახების ულამაზესი ხედები იშლება.
• პიენცა - პატარა მომხიბლავი რენესანსული ქალაქი, ქალაქის პანორამული ტერასებიდან საოცარი ხედები იშლება ვალ’დორჩას ხეობაზე.
• მადონა დი ვიტალეტას სამლოცველო - იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. ერთ- ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა ტოსკანური პეიზაჟების მოყვარულთათვის.
დაბრუნება სიენაში. ღამისთევა სიენაში.
📍6 დღე ( 11 მაისი ) - საუზმე. სასტუმროს ნომრების ჩაბარება და გამგზავრება ბარგით.
• მონტერიჯონი - შუა საუკუნეების პატარა ციხე - ქალაქი გალავნით. მონტერიჯონში შემონარჩუნებულია თოთხმეტამდე კოშკი. კოშკში შესასვლელი ბილეთი ღირს - 1.5 ევრო.
გალავანზე გასეირნება და მუზეუმი (3 ევრო)
გამგზავრება სან - ჯიმინიანოსკენ.
• სან - ჯიმინიანო
სანახავი ადგილები: Collegiata di San Gimignano.( ტაძარი ფრესკებით); San Francesco (ტაძარი); Torre Grossa ( სან- ჯიმინიანოს ყველაზე მაღალი კოშკი- ასვლა სურვილისამებრ ) ; Piazza Della Cisterna; Torre e Casa Campatelli
ექსკურსიის მერე გავემგზავრებით ფლორენციის აეროპორტში. გვიანი გამგზავრება თბილისის მიმართულებით.
✨ადრიანი ჩამოფრენა თბილისში - 12 მაისს.
💥ფასი: 1550 ევრო
P.S. ავიაბილეთების შეძენა ხდება წინასწარ!
ღირებულებაში შედის:
✔️ ავიაბილეთი ( თბილისი - ფლორენცია - თბილისი) ვენის გავლით.
✔️ სამოგზაურო დაზღვევა
✔️ გამყოლი კომპანიიდან, რომელიც თქვენზე იზრუნებს მთელი ტურის განმავლობაში
✔️ პროფესიონალი ლიცენზიერებული გიდის მომსახურება ფლორენციის, სიენას, სან- ჯიმინიანოს ქალაქის ტურებზე, ვალ'დორჩას ხოებაში.
✔️ ინდივიდუალური ტრანსფერი ჯგუფისთვის სადაც საჭირო იქნება სრული ტურის განმავლობაში.
✔️ შიდა მატარებლის ბილეთები
✔️ 4 * სასტუმროები ტურის მიხედვით საუზმით ( ფლორენციაში, სიენაში,)
✔️ ღვინის დეგუსტაცია - ღვინის ტურით.
ღირებულებაში არ შედის:
❌ სადილები და ვახშმები
❌ ქალაქის მოსაკრებელი (sity tax)
❌ მუზეუმების და ტაძრების შესასვლელი ბილეთები
❌ სამუზეუმო გიდის მომსახურება
P.S. ტურის შეძენა შესაძლებელია განვადებით !!!
ტურის დასაჯავშნად ან დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
☎︎ 593 52 73 53; 551 60 08 44
ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში: სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი
✨ გთხოვთ გაითვალისწინოთ✨
⭕ ტურში ადგილი დადასტურდება ავიაბილეთის შეძენის შემდგომ.
⭕ თქვენი მიზეზით პირობის დარღვევის (წამოუსვლელობის) შემთხვევაში, ტურში გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება.
⭕ტურის თანხა სრულად უნდა დაიფაროს წასვლამდე 10 დღით ადრე.
⭕ტურის თანხის გადახდა შესაძლებელია ერთიანად სრულად ან ეტაპობრივად, თქვენზე მორგებული გრაფიკით.

Advertisement

Event Venue

თბილისი; რუსთაველის გამზ. 38, 0108 Tbilisi, Georgia, შოთა რუსთაველის გამზირი 38, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Tickets

Icon
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.

Ask AI if this event suits you:

More Events in Tbilisi

\u10e8\u10d4\u10d3\u10d0\u10e0\u10d4\u10d1\u10d8\u10d7\u10d8 \u10d3\u10d0 \u10d4\u10d5\u10e0\u10dd\u10de\u10e3\u10da\u10d8 \u10e1\u10d0\u10db\u10d0\u10e0\u10d7\u10d0\u10da\u10d8
Tue, 05 May at 10:00 am შედარებითი და ევროპული სამართალი

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Sulkhansaba University

Goth Party: Ductape (TR), ghostbells (DE) | Tbilisi | Mechanica Club
Sat, 09 May at 07:00 pm Goth Party: Ductape (TR), ghostbells (DE) | Tbilisi | Mechanica Club

Mechanica.Club / მუსიკალური კლუბი მექანიკა

Adam Port - KEINEMUSIK
Sat, 09 May at 10:00 pm Adam Port - KEINEMUSIK

Mtatsminda Park. მთაწმინდის პარკი

 Ultimate Emo Party | Tbilisi | Mechanica Club
Sat, 09 May at 11:00 pm Ultimate Emo Party | Tbilisi | Mechanica Club

Mechanica.Club / მუსიკალური კლუბი მექანიკა

Vini Vici
Fri, 15 May at 09:00 pm Vini Vici

MONO HALL

Anna and Lev
Sat, 16 May at 08:00 pm Anna and Lev

Sokhumi State Drama Theatre • სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი

Tbilisi is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Tbilisi Events