Advertisement
																								 
											
                  	
                    ⭐ერთად აღვნიშნოთ წლის მთავარი ღონისძიება-ბუღალტერთა საერთაშორისო დღე!🗓️2025 წლის 10 ნოემბერს ა(ა)იპ ბუღალტერთა კლუბი ფორუმი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გიწვევთ ბუღალტრის პროფესიული დღის ყველაზე მაშტაბურ რიგით III ფორუმზე.
📍როგორც იცით, 2024 წელს ა(ა)იპ ბუღალტერთა კლუბი ფორუმის იდეით და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS), როგორც სფეროს ზედამხედველი უწყების ინიციატივით 10 ნოემბერი საქართელოში დაწესდა ბუღალტერთა ოფიციალურ დღედ, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამ დღეს შეგხვდეთ თქვენ, ჩვენს წევრებს, რათა სასიამოვნოდ და საინტერესოდ გავატაროთ ჩვენი პროფესიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე.
👥ეს არ არის მხოლოდ ფორუმი, ეს არის ურთიერთთანამშრომლობის და კავშირების გაღრმავების უნიკალური შესაძლებლობა. ადგილზე დაგხვდებათ თბილი, მეგობრული გარემო, თქვენთვის ბევრი საინტერესო თემა და სასიამოვნო სიურპრიზები! ეს იქნება საინტერესო, მნიშვნელოვანი და სადღესასწაულო დღე სადაც თქვენი დასწრება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია!
🎤შეხვედრის განმავლობაში მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ- პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე, ფსიქიკის ბუღალტერიაზე, პროფესიულ თავდაჯერებულობასა და ინდივიდუალიზმზე. ასევე იქნება საინტერესო მსჯელობა თუ რა გამოწვევების წინაშე დგას პროფესია და რა მოლოდინი უნდა გვქონდეს სამომავლოდ!
🍾🎉ღონისძიებაზე გელოდებათ ფურშეტი და ტორტის საზეიმოდ გაჭრის ცერემონია!
💳დასწრების ღირებულებაა სულ რაღაც 80 ლარი.
🖇️ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია!
📍ლოკაცია- ბილტმორი (შ.რუსთველის გამზირი N29)
🖋️ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე:
https://forms.gle/iudizjmfeBk5UU7X9
                  			Advertisement
																								 
											
                  	
                    Event Venue & Nearby Stays
Biltmore Hotel Tbilisi, Tbilisi, Georgia
 
								
									Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place. 
								
							




